17 სექტემბერი, 2015
"თუ მაინც ცალკე უნდა ვატარო ბავშვი მასწავალებელთან, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ კერძო სკოლას?!"
სექტემბრის შემოსვლას თან ახლავს სამზადისი ახალი სასწავლო წლისთვის. პირველკლასელთა მშობლები შვილებთან ერთად ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. თამუნა მუსერიძემ წელს შვილი პირველ კლასში მიიყვანა. ამჯერად მისი სასკოლო სამზადისით და მოლოდინებით დავინტერესდით.

- ვაპირებდი ბავშვი კერძო სკოლაში შემეყვანას, მაგრამ იმავე სკოლის მასწავალებელმა, სადაც ბავშვის დარეგისტრირებას ვაპირებდი, მითხრა, მაინც დასჭირდება ცალკე მომზადებაო. თუ მაინც ცალკე უნდა ვატარო ბავშვი მასწავალებელთან, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ კერძო სკოლას? რასკვირველია, დავიწუნე. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე კერძო სკოლა ვნახე, რომელშიც კატასტროფულად მაღალი
გადასახადი იყო, პირველი კლასის მოსწავლეს ვერ ვხვდები, 8000 ლარის რა უნდა ასწავლონ. გასაგებია, რომ ყველაზე დიდი ინვესტიცია, რაც შეიძლება განახორციელო, შვილის განათლებაა, მაგრამ პირველ კლასს მგონი ეს არ ეხება, შემდეგ და შემდეგ – კი ბატონო. ამიტომ შევეშვი ბევრ ძებნას და 55-ე სკოლაში შევიყვანე, სადაც ვსწვალობდით მეც და დედაჩემიც, თან იქვე ვცხოვრობ და ტერიტორიულადაც მაწყობს.

- სანამ სწავლა დაიწყებოდა, მანამადე თუ გყავდა სკოლაში, როგორი მოლოდინი ჰქონდა?
- კიი, სწავლის დაწყებამდე, რა თქმა უნდა, მყავდა სკოლაში, მეტიც, ღია იყო მისი კლასი, შევიპარეთ და დავათვალიერებინე. ძალიან დიდი მოლიდნი ჰქონდა და უხაროდა სკოლაში მისვლა, მაგრამ მერე და მერე რამდენად გაუხარდება, უკვე აღარ ვიცი.

- მშობლის პოზიციიდან როგორი იყო შენი სამზადისი სკოლისთვის, გასაგებია, რომ წიგნებს სკოლა ურიგებს ბავშვს, მაგრამ გარდა ამისა, უამრავი რამ სჭირდებათ...
- წიგნებს სკოლა უზრუნველყოფს, დანარჩენი, ტანსაცმელი: შარვალი, პერანგი და მსგავსი რაღაცები სადღაც 400 ლარი დამიჯდა.

- რაც შეეხება რეჟიმს და დილით ადრე ადგომას, როგორ ეგუებით ამას? იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
სანდრო
მომწონს თამუნა.ყოველთვის გოგოშკაა.არასოდეს მოუმატია.
21:12 / 17-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS