20 იანვარი, 2021
ვინ იყო ქალი, რომლის სილამაზემ რეზო გაბრიაძეს ცნობილი სიტყვები "ეჰ, თამუნია, თამუნია..." დააწერინა - "მასზე მთელი ქუთაისი და თბილისი იყო შეყვარებული"
"ეჰ, თა­მუ­ნია, თა­მუ­ნია... ჩა­გეს­მით ყან­ჩე­ლი­სე­უ­ლი სევ­დი­ა­ნი ჟღე­რა­დო­ბა? იცით, ვინ თა­მუ­ნი­ას მის­ტი­რის რეზო გაბ­რი­ა­ძე და ვის გამო შექ­მნეს ეს უმაგ­რე­სი მუ­სი­კა?

ძი­რძველ ქუ­თა­ი­სე­ლებს კარ­გად ემახ­სოვ­რე­ბათ თა­მუ­ნია გენ­ძე­ხა­ძე... ღმერ­თო რა ლა­მა­ზი იყო ქალ­ბა­ტო­ნი თა­მუ­ნია! მე რომ მას ქუ­ჩა­ში ავე­დევ­ნე­ბო­დი, უკვე 70 წელს იყო მიღ­წე­უ­ლი, მაგ­რამ ისე­თი ლა­მა­ზი იყო, ისე­თი არის­ტოკ­რა­ტუ­ლი, ისე­თი ნაზი, ისე­თი სათ­ნო... ან რა ხმა ქონ­და? რომ და­ი­წყებ­და სა­უ­ბარს, ეგ­რე­ვე გა­ჯა­დო­ებ­და. ან რო­გორ უხ­დე­ბო­და სი­გა­რე­ტი, ან რო­გორ სვამ­და ჩაის 90-იანი წლე­ბის "ბის­ტრო­ში" ზა­ი­რას­თან ერ­თად.

-
ქალ­ბა­ტო­ნო თა­მუ­ნია, წარ­მო­მიდ­გე­ნია, მა­შინ რა ლა­მა­ზი იქ­ნე­ბო­დით, როცა რეზო გაბ­რი­ა­ძემ მისი გე­ნი­ა­ლუ­რი ფილ­მის სცე­ნა­რის­თვის და­წე­რა თქვენ­ზე, ან რა შთა­გო­ნე­ბა ექ­ნე­ბო­და გია ყან­ჩელს?

- დათო დე­დი­კო, არ გა­ი­მე­ო­რო ეგ, არ არის მარ­თა­ლი... უხერ­ხუ­ლია ბა­ტონ რე­ზოს­თან... - მარ­თა­ლია, მარ­თა­ლი (და­მი­დას­ტუ­რა ზა­ი­რამ).

ულა­მა­ზეს თა­მუ­ნი­ა­ზე მთე­ლი ქუ­თა­ი­სი და თბი­ლი­სი იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ვერც რეზო გაბ­რი­ა­ძე დარ­ჩა გულ­გრი­ლი... მერე ქალ­ბა­ტო­ნი თა­მუ­ნია გარ­და­იც­ვა­ლა. ბო­ლომ­დე ლა­მა­ზი იყო, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი. ღმერ­თო, მისი მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი ხმა ახ­ლაც ჩა­მეს­მის ყურ­ში. ზა­ი­რი­კოც მოკ­ვდა... ყან­ჩე­ლის, ამ უდი­დე­სი მა­ესტროს სიკ­ვდილ­მა გა­მახ­სე­ნა თა­მუ­ნია გენ­ძე­ხა­ძე... ეჰ, თა­მუ­ნია, თა­მუ­ნია" - ეს ჟურ­ნა­ლისტ დათო ლიკ­ლი­კა­ძის მო­გო­ნე­ბაა, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე კომ­პო­ზი­ტორ გია ყან­ჩე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რი­თაც ბევ­რის­თვის უც­ნობ ის­ტო­რი­ას ნა­თე­ლი მოჰ­ფი­ნა...

გე­ნი­ა­ლუ­რი ფილ­მის "შე­რე­კი­ლე­ბის" ერთ-ერთი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის ბი­ძია-ბა­ბუ­ას სატ­რფოს, ულა­მა­ზეს თა­მუ­ნი­ას პრო­ტო­ტი­პი ჰყო­ლია და სწო­რედ მას მი­უ­ძღვნა გე­ნი­ა­ლურ­მა რეზო გაბ­რი­ა­ძემ ის სტრი­ქო­ნე­ბი...

დათო ლიკ­ლი­კა­ძის დახ­მა­რე­ბით AMBEBI.GE-მ თა­მუ­ნა გენ­ძე­ხა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი, თიკო ინო­ზემ­ცე­ვა იპო­ვა და ვე­ცა­დეთ, ამ ულა­მა­ზე­სი ქალ­ბა­ტო­ნის ის­ტო­რია მოგ­ვე­თხრო მკი­თხვე­ლის­თვის...

ქალ­ბა­ტო­ნი თიკო თა­მუ­ნა გენ­ძე­ხა­ძის ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლია ისე­ვე, რო­გორც თა­ვად თა­მუ­ნა იყო მშობ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი შვი­ლი:

"ქუ­თა­ის­ში ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ბე­ბია და ბა­ბუა მყავ­და - ილია გენ­ძე­ხა­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქუ­თა­ი­სის გა­ნათ­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე იყო, ბოლო 23 წელი კი პირ­ვე­ლი კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის დი­რექ­ტო­რი გახ­ლდათ და ულა­მა­ზე­სი მე­უღ­ლე (ბე­ბი­ა­ჩე­მი) კუ­ჩხა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ჰყავ­და.

ბე­ბოს­თან, კუ­ჩხას­თან და­კავ­ში­რე­ბით ასეთ ამ­ბავს იხ­სე­ნე­ბენ ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი: ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის 80 წლის იუ­ბი­ლე ქუ­თა­ის­შიც აღ­ნიშ­ნეს. მა­შინ ქუ­თა­ი­სის კულ­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე გი­უ­ლი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე იყო და მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­და­წყდა, რომ მსა­ხი­ო­ბის­თვის პა­ტა­რა თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნა გა­ე­მარ­თათ - ვე­რი­კოს ქა­ლა­ქის შე­მო­სას­ვლელ­თან ეტლი და­ახ­ვედ­რეს, სა­დაც ორი ძი­რძვე­ლი ქუ­თა­ი­სე­ლი იჯდა. ესე­ნი იყ­ვნენ: ჩემი ბე­ბია კუ­ჩხა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და სა­შუ­რა კვი­ტაშ­ვი­ლი.

ისი­ნი დახ­ვდნენ ეტ­ლით და სა­პა­ტიო სტუ­მა­რი ქუ­თა­ი­სის მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატრთან მი­ა­ცი­ლეს. გი­უ­ლი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ჰყვე­ბა, ქალ­ბა­ტო­ნი ვე­რი­კო ეტ­ლი­დან რომ გად­მო­ვი­და, თქვა - ეს რა სა­ო­ცა­რი ქალი ჩა­მის­ვით ეტ­ლში, დავ­მუნჯდი, ხმა ვერ ამო­ვი­ღე, მთე­ლი გზა მხო­ლოდ ამ ქა­ლის სი­ლა­მა­ზეს ვუცქერ­დიო" - მოგ­ვი­თხრობს თიკო ინო­ზემ­ცე­ვა.

იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS