06 სექტემბერი, 2015
ნიკოლოზ ვაჩეიშვილი : "პირველი შვილის დაბადების შემდეგ ჭკუიდან გადავედი!"
შვილზე მეტად მნიშვნელოვანი საქმე არ არსებობს მიუხედავად აქტიური საჯარო ცხოვრებისა, შვილების ცხოვრებისა თუ აღზრდის მაჯისცემაზე ხელი ყოველთვის ეკიდა. ამბობს, რომ ყველაფერი შეთავსებადია შენი შვილების ცხოვრებასთან და კარგ მშობლობასთან. სამი შვილი ჰყავს, ორი გოგო და ერთი ბიჭი. ჩვენი რესპონდენტი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი გახლავთ, რომელსაც შვილებზე, ზოგადად, მშობლის ფენომენსა და აღზრდის მეთოდებზე ვესაუბრეთ.

- ბატონო, ნიკა თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, უკვე დღეს, როგორ ფიქრობთ, რა ასაკში უნდა შექმნას ადამიანმა ოჯახი და თქვენს ცხოვრებაში როდის მოხდა ეს?
- ეს ყველაფერი თავისთავად
ხდება, არ შეიძლება, ოჯახის შექმნა წინასწარ დაგეგმო და მერე ამ გეგმას მიჰყვე, ეს ცხოვრებისა და ადამიანური ურთიერთობების შედეგია, მაგრამ რაც ადრე მოხდება ეს ამბავი, უკეთესია. პირადად მე ძალიან ადრე არ შემიქმნია ოჯახი. 34 წლის ვიყავი, როცა პირველი გოგონა გაგვიჩნდა, ახლა ვარ 47 წლის და მესამე ბიჭუნა შეგვეძინა, შუათანაც გოგო გვყავს. ზოგადად, ჯობია, ადრე შექმნა ოჯახი, მაგრამ ამას ვერ უკარნახებ ვერც შენს თავს და ვერც სხვას, მე ყველას ვურჩევდი, რომ არ დაახანოს და მალე მოაბას ამ ამბავს თავი, არ მოიკლონ ოჯახისა და მშობლობის ბედნიერება.

- გაგვიზიარეთ თქვენი იმდროინდელი ემოციები, როცა გახდით მამა... ეტაპი, როცა ელი შვილს, მაგრამ არ იცი, რამდენად ძლიერი და მძაფრია ეს გრძნობა...
- ეს იყო აბსოლუტური შოკი, უცებ იმხელა ბედნიერება მოდის, რომ ამის წარმოდგენა წინასწარ რაც არ უნდა მოინდომო ან ენციკლოპედია იკითხო, შეუძლებელია, ვერ შეიგრძნობ, რადგან ეს უშუალოდ შენი ბედნიერებაა. შვილის დაბადების შემდეგ შეიძლება ითქვას, გადავედი ჭკუიდან, სულ სხვანაირი გავხდი, მთლიანად გადავეწყე მასზე, არც ერთი წამი, არც ერთი წუთი არ არსებობდა შვილის გარეშე, მთლიანად მას დავექვემდებარე. სრულებით არაჩვეულებრივი მოვლენა მოხდა, ღვთის საჩუქარი იყო. ყველა ბავშვი ღმერთის საჩუქარია, ამიტომაც მესმის იმ ადამიანების, ვისაც ბევრი შვილი ჰყავთ.

- ყოველთვის აქტიური იყავით კარიერული თვალსაზრისით, ეს რამდენად გაძლევდათ საშუალებას, ჩართულიყავით შვილების აღზრდაში?
- შვილზე მეტად მნიშვნელოვანი საქმე არ არსებობს, რაც არ უნდა ბევრი საქმე გქონდეს, შეიძლება ეს ბუნებრივად შეერწყას შვილის გაზრდას. დაკავებული ვარ და ვერ ვიცლი შვილისთვის – ეს მითი მგონია. შენ შეიძლება იყო მეფე, პრემიერმინისტრი, მინისტრი, გენილაური გამომგონებელი, გენიოსი, გენიალური მხატვარი, მაგრამ ეს ყველაფერი შეთავსებადია შენი შვილების ცხოვრებასთან და კარგ მშობლობასთან.

- თქვენს შვილებს შორის სხვაობა რამდენია?
- უფროსი გოგო, ელენე – 13 წლისაა, თინათინი გახლავთ 3-ის და გიორგი კი 1 წლისაა.

- პირველსა და მეორე შვილს შორის საკმაოდ დიდი სხვაობა...
- ოჯახური ამბების გამო: ერთი მეუღლე, მერე საკუთარი თავის ძიება, ხელმეორედ მეორე ნახევრის პოვნა, მეორე მეუღლე... ხდება ასეთი რაღაცები ადამიანების ცხოვრებაში და ეს არაა ტრაგედია... თუმცა, ბავშვები ერთმანეთს არ არჩევენ, ძირითადად ერთად არიან და საოცრად თბილი ურთიერთობა აქვთ.

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS