- ელენე, ოჯახის შექმნის ტრადიციაზე, ქორწინებამდე თანაცხოვრებაზე როგორია თქვენი მოსაზრება?
- ეს ძალიან პირადი საკითხია და გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება. თუკი ვიღაცას უნდა, ქორწინებამდე იცხოვროს საყვარელ
- ვინაიდან სამეგობრო წრეს ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს, თქვენ ერევით ან ჩაერევით შვილისთვის მეგობრების შერჩევაში?
- ჩავერევი. ბაღისა თუ სკოლის შერჩევისას კონტიგენტს ძალიან მნიშვნელობას ვანიჭებ. საყურადღებოა, როგორი ჯგუფელები ეყოლება ბაღში, როგორი კლასელები - სკოლაში. მხოლოდ ამ მხრივ არ ხდება ბავშვის სწორად ჩამოყალიბება, თუმცა გარკვეული როლი ამასაც აკისრია. მშობელმა ყოველთვის უნდა გააკონტროლოს ბავშვი. იყო შემთხვევა, როცა შვილმა მშობელს უთხრა, დაქალთან ვრჩებიო, რეალურად აგარაკზე მეგობრებთან ერთად ორგიების მოსაწყობად ავიდა. როცა ეს არასრულწლოვანი ბავშვები დააკავეს და ოჯახებში დარეკეს, თითქმის ყველამ ასე იცოდა, რომ მათი შვილები მეგობართან რჩებოდნენ.
ბავშვი არასდროს არ უნდა სცემო, მასთან ძალიან გახსნილი ურთიერთობა უნდა გქონდეს უნდა გესაუბრებოდეს - პირადზე, სიმპათიებზე. მშობლემა უნდა მისცე საშუალება, გაიხსნას, ასე შენც მშვიდად ხარ, რადგან იცი, რა ხდება შენი შვილის ცხოვრებაში და ბავშვსაც შენზე კარგად ვერავნ დაარიგებს. მეგობრული ურთიერთობა აუცილებელია.
- ელენე, ოჯახის უფროსის თემა როგორ გესმის. რას ნიშნავს ეს, როცა გენდერულ თანასწორობაზეა საუბარი?
- ჩემს ოჯახში უფროს-უმცროსობა არ ყოფილა, ყველა ერთიანად ვიღებდით გადაწყვეტილებებს, ყველა ერთი და იგივე უფლებებით ვსარგებლობდით და ასეა დღემდე.
- ახლა რძალ-დედამთილობის ინსტიტუტზე მინდა გავიგო შენი აზრი, ესაა თემა, რომელიც აქტუალობას არ კარგავს...
- კი, ასეა. მე და ჩემი დედამთილი ცალ-ცალკე ვცხოვრობთ და ასეც რომ არ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, მაინც არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვექნებოდა. არანაირი პრობლემა არ მქონია მასთან და არ მაქვს ის მომენტი, სამეგრელოში რომ ჩავდივარ, თავი მოვაწონო, ავდგე დილის 6 საათზე, დავრეცხო, გავხეხო, დავალაგო და ა.შ. მგონია, რომ ეს საშინელი წესები და თავის მოჩვენებები, თუ როგორი ყოჩაღია რძალი, უნდა მოიშალოს. მე მაგალითად, მახსოვს, როცა შევედი ჩემი ქმრის ოჯახში, ვფიქრობდი, ნეტა როგორი ქალია ჩემი დედამთილი, რა თემაზე უნდა ვესაუბრო და ა.შ. ნელ-ნელა გავიცანი კარგად და დღეს უთქმელად ვხვდები, რა მოსწონს, რა - არა და ა.შ. ისიც ასეა და ალბათ ამიტომაც გვაქვს კარგი ურთიერთობა.
იხილეთ სრულად