19 ივლისი, 2015
ელაპარაკებიან თუ არა ცნობილი მშობლები შვილებს სქესობრივ საკითხებზე - "წერო და კომბოსტო ძალიან მოძველებულია"
გარდატეხის საკმაოდ რთულ ეტაპს, თან ახლავს სქესობრივი მომწიფების პერიოდი, ჰორმონები იწყებს მოჭარბება-გააქტიურებას და მოზარდი ნელ-ნელა ყალიბდებდა ზრდასრულ ადამიანად. რამდენად არიან გახსნილები მშობლები შვილებთან, ესაუბრებიან თუ არა სქესობრივ სიმწიფეზე, უნდა იყოს თუ არა ოჯახში საუბარი ამ თემაზე, რას ფიქრობენ სკოლაში სექსოლოგიის საგნად შეტანაზე ცნობილი მშობლები - ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

კრისტი ყიფშიძე: "როცა დადგება ამის დრო, რასაკვირველია, ამაზეც ვილაპარაკებთ"
- გარდატეხის ასაკი საკმაოდ რთული პერიოდია როგორც მშობლისთვის, ასევე შვილისთვის. იმისათვის, რომ შედარებით მარტივად გადაილახოს ეს პერიოდი,
არსებობს ლიტერატურა, კვლევები, ინფორმაციაა ინტერნეტშიც მრავლად მოიძებნება. გარდა ამისა, ძალიან კარგია გასაუბრება ფსიქოლოგთან. თუმცა, ალბათ ყველას არ აქვს ამის საშუალება. ნატალიას შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ გართულებულ ფორმებში აქვს გარდატეხის ასაკი, თუმცა ხასიათის ცვლილება უკვე ეტყობა, უფრო პრეტენზიული და ჯიუტი გახდა. მაგალითად, თუ ვურჩევ, რომ არ ჩაიცვას ის კონკრეტული რაღაც, თან ვუსაბუთებ, რატომ ვეუბნები ამას, არასდროს არ ვტოვებ ახსნის გარეშე, მეტიც, ხან შეიძლება ვუთხრა, თუ გინდა გააკეთე ეს, მაგრამ ისიც იცოდე, შენთვის ცუდი იქნება-მეთქი. უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი მიდგომა უფრო ამართლებს.

- გარდატეხის ასაკს თან ახლავს სქესობრივი მომწიფების პერიოდი, ამ თემაზე თუ ესაუბრები შვილს?
- ნაკლებად, რადგან უფრო ბავშვურია. თუმცა, იცის, რომ ყველა თემაზე შეუძლია ჩემთან საუბარი.

- როგორ უყურებ სკოლაში სესობრივი აღზრდის შესახებ საუბარს, ამ თემის საგნად შეტანას?
- ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ნაადრევი გათხოვება და დანგრეული ოჯახები ალბათ ინფორმაციის ნაკლებობის შედეგია. ამიტომ მგონია, რომ ინფორმირება აუცილებელია. ოჯახში შეიძლება ზოგადი სახით, კითხვებისა და რჩევების დონეზე ისაუბრო ამაზე. თუმცა ნატალია ჯერ ამისთვის ძალიან პატარაა, ჯერ ურთიერთობებს სწავლობს და ხშირად გვაქვს ამაზე საუბარი, ინტიმურ თემებზე ჯერ არ გვილაპარაკია. საკმაოდ ბევრი ფილმი, ნაწარმოები არსებობს, რომლის მეშვობითაც ინფორმაციას იღებს ბავშვი, თეორიულად უნდა იცოდეს და მეც წიგნიდან, ნაწარმოებებიდან და ფილმებიდან უფრო მივიღე ამ სახის განათლება, ვიდრე საუბრებით. თუმცა, როცა დადგება ამის დრო, რასაკვირველია, ამაზეც ვილაპარაკებთ.

თამარ მაყაშვილი: "სკოლებში საგნად რომ შეიტანონ გაკვეთილი სქესობრივ ურთიერთობებზე, მე ამას მივესალმები"

mshoblebi
თამარ მაყაშვილი



- გარდატეხის ასაკს, როგორც ბევრ დანარჩენს, მართავს მშობელი. არ ვემხრობი მიდგომას, მიუშვი და თავისით გაიგნებს გზას. მშობელს ყოველთვის უნდა ეჭიროს შვილის პულსი, მაგრამ როცა მშობელი დაკავებულია და ბავშვებისთვის იმდენი დრო არ რჩება, ასეთ ვითარებაში მოზარდს საკმაოდ რთულად გადააქვს ეს ეტაპი. პირადად მე, გარდატეხის ასაკი მგონი საერთოდ არ მქონია, არ მახსოვს, ეს პერიოდი გამოკვეთილად.

- თქვენს შვილებს?
- უფროსს, რუსკას დღემდე გარდატეხის ასაკი აქვს, სულ ჰქონდა გართულებები, დიდი ცხვირი მაქვს, მოღრეცილი ფეხი მაქვს და ა.შ. ოღონდ ამას იმიტომ არ ამბობდა, რომ ყურადღება მიექცია, არაფერი არ აკლდათ ჩემგან, უბრალოდ ასეთი ტიპაჟია, დღემდე საოცრად ემოციურია. ნინუცა მაშინაც რაღაცნაირი ბუტია იყო და ახლაც ასეთია, ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ მძიმედ გადაიტანეს ეს პერიოდი. სიმკაცრეში იყვნენ და მიშვებულები არასდროს მყავდა. ვფიქრობ, შრომისუნარიანობა, საქმის სიყვარული და კიდევ

- ინტიმურ თემებზე თუ გქონდათ თავის დროზე შვილებთან საუბარი?
- კი, კი, და ნორმის ფარგლებში ყველაფერი ავუხსენი. ჩემი შვილები გადატეხის ასაკში რომ იყვნენ, ოჯახი არ იყო სრულყოფილი, მამას არ ჰქონდა ისეთი აქტიური ურთიერთობა გოგოებთან და მე ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მათთვის ეს დამთრგუნველი არ ყოფილიყო. სხვათა შორის, ამას თავადაც აღნიშნავენ.


- იყო საუბარი იმაზე, რომ სქესობრივი აღზრდა სკოლაშიც უნდა დაწყებულიყო, როგორია თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით?

იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS