თუ როგორ აღმოჩნდა მაკა ჩიჩუასთან
- ეს ნამუშევარი ყაისნაღითაა ნაქსოვი, სიმაგრისთვის მუყაო აქვს დატანებული და სინთეტიკური ბამბით არის ამოვსებული. ორგანიზატორებმა 10 ცალი დამიკვეთეს. რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი მოქსოვილი "მზე" პირველ ლედის დაამშვენებდა.
- ადრე ჟურნალების დიზაინით იყავი დაკავებული. დღეს, როგორც ჩანს, შეიცვალე საქმიანობის სფერო
- დღეს მთლიანად სათამაშოების და დეკორატიული აქსესუარების დამზადებაზე ვარ გადართული. გარდა ამისა "ბიბლუსი ქიდსის" ძიძა ანიმატორი ვარ. ეს საბავშვო ცენტრი ახლახან გაიხსნა ბიბლუსი გალერეაში.
- ცოტა უცნაურია ძიძა ანიმატორი და დიზაინერი
- პირიქით. ამ ცენტრის პროგრამაში ხატვა, ძერწვა და ხელსაქმეც შედის. ორიგამებისა და სათამაშოების კეთებასაც ვასწავლი ბავშვებს. პატარებს ხელსაქმე ძალიან მოსწონთ, მითუმეტეს, თუ უფროსიც მათთან ერთად საქმიანობს. ძალიან ინეტერესით ერთვებიან საქმეში.
იხილეთ სრულად (+ დიზაინერის სხვა ნამუშევრები)