07 ივნისი, 2015
"რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი მოქსოვილი "მზე" პირველ ლედის დაამშვენებდა" - ვისი ნახელავია მაკა ჩიჩუას სამკერდე ნიშანი
"მზის ფესტივალზე" საქართველოს პირველ ლედის მაკა ჩიჩუას საინტერესო სამკერდე ნიშანი ეკეთა - მხიარული მზე, ხელით ნაქსოვი და დახვეწილი. ამ ნიშანმა ბევრი ყურადღება მიიპყრო. მისი ავტორი ახალგაზრდა მოდელიერ-დიზაინერი ანა უთურგაიძეა. სხვათა შორის, ანა დღეს ახალგახსნილი "ბიბლუს ქიდსის" ანიმატორია, მანამდე კი ჟურნალ "საბავშვო კარუსელის" მხატვარი, ჟურნალების "რეიტინგის", "გზის" და "ლიტერატურული პალიტრის" დიზაინერი იყო. ნაქსოვი თოჯინების შექმნა თავისი შვილებისთვის დაიწყო, დღეს კი საკმაოდ ბევრი შეკვეთა აქვს და მისი ნამუშევარი ქვეყნის პირველ ქალბატონსაც ამშვენებს.

თუ როგორ აღმოჩნდა მაკა ჩიჩუასთან
ეს გულსაბნევი, ამაზე ანა ამბობს, რომ "მზის ფესტივალისთვის" დაუკვეთეს რამდენიმე გულსაბნევის შექმნა და როგორც ჩანს, ორგანიზატორებისგან მოხვდა ქალბატონ მაკასთან.

- ეს ნამუშევარი ყაისნაღითაა ნაქსოვი, სიმაგრისთვის მუყაო აქვს დატანებული და სინთეტიკური ბამბით არის ამოვსებული. ორგანიზატორებმა 10 ცალი დამიკვეთეს. რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი მოქსოვილი "მზე" პირველ ლედის დაამშვენებდა.
- ადრე ჟურნალების დიზაინით იყავი დაკავებული. დღეს, როგორც ჩანს, შეიცვალე საქმიანობის სფერო
- დღეს მთლიანად სათამაშოების და დეკორატიული აქსესუარების დამზადებაზე ვარ გადართული. გარდა ამისა "ბიბლუსი ქიდსის" ძიძა ანიმატორი ვარ. ეს საბავშვო ცენტრი ახლახან გაიხსნა ბიბლუსი გალერეაში.

- ცოტა უცნაურია ძიძა ანიმატორი და დიზაინერი
- პირიქით. ამ ცენტრის პროგრამაში ხატვა, ძერწვა და ხელსაქმეც შედის. ორიგამებისა და სათამაშოების კეთებასაც ვასწავლი ბავშვებს. პატარებს ხელსაქმე ძალიან მოსწონთ, მითუმეტეს, თუ უფროსიც მათთან ერთად საქმიანობს. ძალიან ინეტერესით ერთვებიან საქმეში.

იხილეთ სრულად (+ დიზაინერის სხვა ნამუშევრები)

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS