05 ივნისი, 2015
მექალთანე ქართველები, მათი საყვარელი ქალბატონები და მიტოვებული ცოლები
ერთ-ერთთან მიმოწერა ცოლმა წაიკითხა და სკანდალიც ამას მოჰყვა წლებია, მამებისა და ბაბუების თაობიდან გვესმის, რომ რუსი გოგონები კავკასიელ მამაკაცებზე, განსაკუთრებით, ქართველებზე გიჟდებიან. ახლა მოდაში უკრაინელი გოგონები არიან, მაგრამ ქართველი მამაკაცები რუსებსა და უკრაინელებთან ერთად, ქართველებზეც არ ამბობენ უარს და უფრო მეტიც, ხანდახან რამდენიმე ქართველ გოგონასთან ერთდროულად ფლირტაობენ. ამჯერად ყველაზე მექალთანე ქართველი მამაკაცების სიას გაგაცნობთ.

გიორგი ვარდოსანიძე მექალთანის სტატუსს ჯერ კიდევ სალომე ჭაჭუაზე დაქორწინებამდე ატარებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, უღელში შებმამ ვერ უშველა და საყვარელ ცოლს თანაცხოვრებიდან
მალე დაშორდა. მიზეზი კი, როგორც ამბობენ, გოგონების სიყვარული იყო, ერთ-ერთთან მიმოწერა ცოლმა წაიკითხა და სკანდალიც ამას მოჰყვა.

ბიზნესმენი გენო მალაზონია დღემდე მარტოა, მაგრამ მისმა გულმა უამრავი ცნობილი ქალბატონის სიყვარული დაიტია. ამბობენ, რომ თიკო სადუნიშვილი და შორენა ბეგაშვილი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ სასურველი სასიძოს გამო გადაეკიდნენ. ლაპარაკობდნენ გენოსა და ნინა წკრიალაშვილის რომანზეც. ბოლო დროს კი იმაზეც ჭორაობდნენ, რომ არჩევანი საბოლოოდ ლიკა ლაბაძეზე შეაჩერა და მალე ცოლადაც მოიყვანდა, მაგრამ ამ ჭორის გავრცელებიდან მალე მალაზონია დასასვენებლად სხვა გოგონებთან ერთად გაემგზავრა.

გიორგი ყიფშიძის რომანები უკვე დიდი ხანია, პრესის გემრიელი ლუკმაა. კრისტი ყიფშიძესთან დაშორება, როგორც წლების შემდეგ გაირკვა, ია სუხიტაშვილთან რომანის გამო მოუხდა.

Rating

მსახიობი მეორე ცოლთან – ანი ჩიკვილაძესთანაც ვერ დაშოშმინდა და ამბობენ, რომ მეუღლე ეჭვიანობის ნიადაგზე ღამის კლუბებში ხშირად აკითხავდა. ყველაზე დიდი სკანდალი კი მისი და ჯულიანა ბარ-გნარის რომანს მოჰყვა. ამის გამო გარკვეული პერიოდი ცოლ-ქმარი ცალ-ცალკეც ცხოვრობდა.

ალბათ, ბოლო რამდენიმე წელია, თბილისში გასათხოვარი ცნობილი გოგო აღარ დარჩა, რომ როსტოსთან არ დაეწყვილებინათ, მაგრამ რეალური რომანი უკრაინელ ოლიმპიურ ჩემპიონ იანა კლაჩკოვასთან გააბა და შვილიც შეეძინა. უკრაინაში დიდხანს ვერ გაძლო და მშობლიურ კერას დაუბრუნდა. ''ნადირობაც''ქართველ გოგონებზე განაახლა, თუ გოგონები იქით ნადირობენ მასზე?

Rating

ეს უკვე საკითხავია. როგორც ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნა, საკმაოდ ტრადიციულია და სიმპათიური თბილისელი ცოლადაც ასეთ გოგონას ეძებს.

ირაკლი კუტალაძე ქართველებისთვის ლამის ყველაზე არასასურველ სიძედ გადაიქცა, როდესაც ნინი ბადურაშვილზე იქორწინა. იმდენს წერდნენ და ჭორაობდნენ, რომ, როგორც ჩანს, მათი ქორწინება გაითვა-ლა და წყვილმა ერთად დიდხანს ვერ გაძლო. როგორც განქორწინების შემდეგ ამბობდნენ, ირაკლის რუსი გოგონები თავს ბუზებივით ეხვია და არც ის ამბობდა მათთან ფლირტზე უარს. კუტალაძეს მოსკოვის ცენტრში საკუთარი კლუბი აქვს და სოციალურ ქსელში ხშირად დებს იქ გადაღებულ ფოტოებს სხვადასხვა გოგონასთან ერთად.

გივი სიხარულიძე ამ სიაში ყველაზე ასაკოვანი, მაგრამ გამოცდილია. ალბათ, ქვეყანა არ დარჩა, სადაც არ ყოფილა და მინიმუმ ორი-სამი ქალი არ დაუტოვებია გულნატკენი.

Rating

ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ჰყვება გასართობ შოუებში. წლებმა ვერაფერი დააკლო და გივი სიხარულიძე დღემდე რჩება ქართველი მექალთანე მამაკაცის სინონიმად.

ირაკლი ალასანია წლების განმავლობაში პოლიტიკოსებიდან ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ მეუღლედ მიიჩნეოდა, თუმცა ვიდეო, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ გამოუქვეყნეს და ერთ საათში ინტერნეტიან გაქრა, დღემდე რჩება სკანდალის მიზეზად და ამაზე მარტო ბიძინა ივანიშვილმა კი არა, ალასანიას მეუღლემაც არაერთხელ მიანიშნა ''ხუმრო-ბით''სხვადასხვა ინტერვიუში. პარიზში ვიზიტად მყოფი ალასანია ფარულად მაშინ გადაიღეს, როდესაც პროფესიით დიზაინერ-არქიტექტორს, 28 წლის თაკო ვალიშვილს ბრიუსელში ჩააკითხა და ერთ-ერთ მაღაზიაში მისთვის ძვირად ღირებულ სამკაულს ყიდულობდა.

მიხეილ სააკაშვილისთვის ქალების თემა მთელი პოლიტიკური მოღვაწეობის ნაწილად იქცა. რას აღარ წერდნენ მისი მექალთანეობის შესახებ. პრესა ხშირად წარმოუდგენელი ამბების გამოქვეყნებასაც არ ერიდებოდა. მაგალითად, როგორ დაუწყებდა ხოლმე დევნას რესტორანში შექეიფიანების შემდეგ ქალებს. მართალია, ასე მორბენალი მიშას ვიდეო არავის უნახავს, მაგრამ მისი პრეზიდენტობისას რამდენიმე გამორჩეული ქალბატონი ნამდვილად ტრიალებდა მის გარშემო, რომელთა პოლიტიკური თუ მუსიკალური კარიერა წინ წავიდა.

კახი კალაძე ანუკა არეშიძეზე დაქორწინებამდე ყველაზე სასურველ სპორტსმენ სასიძოდ მიიჩნეოდა და როგორც ამბობდნენ, მასზე უამრავი ცნობილი თუ უცნობი გოგონა იყო შეყვარებული. თუმცა გული მხოლოდ მოდელებისკენ მიუწევდა და ჯერ ''მის საქართველო''სალომე ხელაშვილზე იყო შეყვარებული, შემდეგ კი ირინა ონაშვილსა და კალაძეზეც ჭორაობდნენ. როგორც ამბობდნენ, ირინას მანქანა უყიდა. საბოლოოდ კი არჩევანი ანუკა არეშიძეზე შეაჩერა და დღეს კარგი მეოჯახე გახლავთ.


ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
...
მიხეილ სააკაშვილი და გიორგი ვარდოსანიძე მექალთანე კი არა ჰომოსექსუალისტები არიან. რაც შეეხება კუტალაძეს, ის არის ირაკლი კუტალაძე და ნინო ბადურაშვილის ყოფილი ქმარი
23:18 / 05-04-2019
გამოხმაურება / 0 /
მარიტა
რა საბანძეთია.ცოტა ნორმალური კაცების ნუსხა ვერ შეადგინეთ? ამ კაცებს მე ზედ არ შევხედავდი. გაბრიელგარკოს ოდნავ მაიც ხომ შეიძლება ჩამოჰგავდეს რომელიმე.
12:27 / 13-06-2015
გამოხმაურება / 0 /
კრისტინა
ჯერ გაგერკვიათ მაინც ვინ ვინ არის და მერე დაგეწერათ...
15:45 / 10-06-2015
გამოხმაურება / 0 /
18704
კალაძე არის უნიკალური და უნიკალური მეორე ნახევარი ჰყავს, დღეს იშვიათია ასეთი წყვილი.
13:43 / 07-06-2015
გამოხმაურება / 0 /
18
ირაკლის გარდა სხვა რა მოსაყვანი იყო აქ, კუტალაძე არის " ტო ჩტო ნადო". მომავალი წინ აქვს მეტი აღარ შეცდება.
12:51 / 07-06-2015
გამოხმაურება / 0 /
19-52
ირაკლი კუტალაძეზე უკეთესი აქ არავინ არ არის, ირაკლი წესიერი, კარგი ოჯახის მქონე, მშრომელი, ვაჟკაცური გარეგნობის, თავშეკავებული კაცია, სატანასთან რომ მიეცეს საქმე მაინც არ დაკარგავს კულტურას.
12:48 / 07-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მარგო დეიდა
კალაძის და ვარდოსანიზის გარდა მართლა სასაცილოა დანარჩენებზე ლაპარაკი ან როსტო ნანუკას ხათრიტ გამოგყავტ ორბიტაზე?? ?
21:04 / 06-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათო
ქალბატონო ნათია რას ბრძანებთ აზროვნებთ საერთოდ?თვალი გაექცევა რას ჰქვია? ანუ თუ ვერ გაიგებთ არ გიღალატა თუ როგორ არის თქვენი საქმე? არ ვიცი ამ ქართველ ქალებს რა მოვუხერხო გამწარებული ამართლებენ ამ ძაღლივით ყველა ხესთან მომშარდავ კაცებს. დავიჯერო თქვენი თავმოყვარეობა 1 წყვილ ფეხსაცმელსა და ახალ კაბაში იცვლება? აფერუმ. კაცი თუ ბუნებით მონადირეა სანადიროდ წავიდეს, მაგათი მონადირებული რამე მაინც მაჭამა, ისედაც გავიდა პალეოლითის ხანა და ეგ ინსტიქტიც აღარ არის, მარტო ქალების ცვლა დარჩათ ინსტიქტად იმ ქვის ხანიდან ?რატომ გამოქვაბულში ცხოვრება არ უნდათ ეგ ინსტიქტი სადღაა თუ მარტო არჩევითი ინსტიქტები აქვთ?))))))))
19:35 / 06-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ასეა
ეხლა რო წამოჭიმეთ ცნობილი კაცები(ჯერ ეს წარბება კუტალია რა შუაშია ვაბშე აქ?),გასაგებია მაგრამ ისედაც რამდენი მექალთანე კაცია და რაც უფრო უარესია მეკაცთანე ქალი.საერთოდ როგორც ქალი არსებობს სუსტი ნებისყოფის,ცანცარა აი 2 ჭიქას რომ დალევს და ყველას ეხვევა ვითომ ძმაკაცურად,იქ პატარა გაიჩქმიტება კიდეც მსუბუქად .რა ყველა საწოლამდე კი არ მიდის ზოგს ქმრის შიში აქვს ზოგს რისი,მაგრამ ზოგადად ეგეთი ცუნდრუკა ქალები არ გინახავთ?სამეზობლოში სანათესაოში...კაცმაც იცის ვისთან გაუვა ვის შეიძლება აკადროს რაღაცრაღაცეები და ვის არა. შეიძლება სხვასტან უფრო მეტადაც უნდოდეს აცანცარება მაგრამ იმას ვერ გაუბედავს და მორჩა! ზუსტად იგივეა კაცზე,კაცებიც არსებობენ ცანცარა უნებისყოფოები,მსუბუქი ყოფაქცევის მქონენი! მაგრამ,ალბათ კარგიცაა ასეთები მრავლად უნდა იყვნენ და შემდეგ უფრო დაფასდებიან ძლიერი მტკიცე ხასიათის 'ოდნალუბი' მამაკაცები!
19:18 / 06-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
ქეთი მელაძე, ეთიკურია ახლა ეს წერილი?!
18:39 / 06-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS