ქართველების ცნობილმა რძალმა, ერთ დროს სექსუალურმა, ახლა კი კარგად მოპუტკუნებულმა ტელეწამყვანმა ანფისა ჩეხოვამ გამოაცხადა, რომ თინას ბრძოლაში იწვევს. გადაწყვიტა, მანაც კანდელაკივით დაიყენოს ტანი და სერიოზულად მიჰყოს ხელი ვარჯიშს.
''თინა, გამაგრდი, ომის ველზე მძიმეწონოსნები გამოვიდნენ'', - სიცილით თქვა ანფისამ და ვარჯიშს შეუდგა.
საეჭვოა, გურამ ბაბლიშვილის ცოლმა იმდენი მოახერხოს, რომ თინას გაუტოლდეს, თუმცა მისი ძალისხმევა ალბათ
მანამდე კი თინასა და ანფისას ურთიერთობიდან ერთ დეტალს გავიხსენებთ. 2010 წელს ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მაშინ ანფისამ თინას საზოგადოებრივი აქტიურობა გააპროტესტა და იმის გამო გაკიცხა, რომ ის უკვე ჩვეულებრივი ადამიანი კი არა, უგულო პოლიტიკური მოღვაწეა. თინამ მაშინ არაფერი უპასუხა. არც ახლა გაუცია პასუხი ანფისას გამოწვევისთვის, როგორც ჩანს, მისთვის ამ ქალბატონის აზრს დიდი წონა არ აქვს.
ჟურნალი ''რეიტინგი''