03 ივნისი, 2015
ზურა ხაჩიძე: ''ხშირ შემთხვევაში ქალის ღალატი ოჯახს ანგრევს, კაცისა - არა''
საჭიროა ქალის გაფრთხილება, ადამიანურად მოპყრობა ''ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლებში უამრავი რამ გადაიტანა, მათ შორის სამი ომი, რომელსაც ძალიან ბევრი მებრძოლი შეეწირა, ზოგმა თავი გაწირა, ზოგს ახლობელი, ოჯახის წევრი დაეღუპა, კაცების უმრავლესობა დეპრესიაში ჩავარდა, მერე გაჩნდა უამრავი საცდური, ნარკოტიკები, ადამიანებმა ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლეს ''კომუნიზმიდან'' დამოუკიდებლობაზე გადასვლას, კაცმა დაკარგა ფუნქციები, თუმცა მოდის ახალი განათლებული თაობა, ბევრ კარგ საქმეს სწავლობენ და აკეთებენ. ახლა მთავარია, გაიზარდოს შობადობა და იკლოს აბორტების რიცხვმა'', - ასე ხედავს ქალების გაძლიერებისა და კაცების შესუსტების
საკითხს ზურა ხაჩიძე.

- ტრადიციები საჭიროა ჩვენი თვითმყოფადობისა და გამორჩეულობის შესანარჩუნებლად. რაც საუკეთესო გვქონდა წარსულში, ის უნდა გადმოვიტანოთ დღევანდელობაში და მისი დადებითი მხარეებით განვახორციელოთ. გარდა ამისა, არსებობს ბევრი მანკიერი ტრადიცია, რომელიც არაა ქართული, სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა დამპყრობლის მიერ არის შემოსული.

- მაგალითად?
- უცებ რაც მახსენდება, ესაა წყვილის დაქორწინება ისე, რომ არც ერთს არ ეკითხებოდნენ, უყვარდათ თუ არა ერთმანეთი. ასევე ძალიან ცუდი მიდგომაა ის, რომ მხოლოდ ჭიქით ხელში, სადღეგრძელოს თქმის დროს ვართ მაგრები და თავდადებულები საქართველოსთვის. რეალურად კი, როცა ქვეყანას უჭირს, შესაძლოა, უმოქმედოდ გავჩერდეთ, არ მივიღოთ კონკრეტული ზომები, არადა, ხანდახან ხმის ამაღლება და აქტივობაც საჭიროა.

- საზოგადოების ნაწილი თამადის ინსტიტუტს სკეპტიკურად უყურებს.
- მე არ ვუყურებ სკეპტიკურად, ძალიან კარგია თამადა, თუ ის დახვეწილია, არ ღლის ადამიანებს, განათლებულია და მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

- განსხვავებული სასმისი სუფრის აუცილებელი ატრიბუტია?
- რა ვიცი. ბევრჯერ ვყოფილვარ თამადა და მე თვითონაც დამილევია განსხვავებული, მაგრამ არავისთვის დამიძალებია, ვისაც როგორ ესიამოვნება, ისე უნდა მიირთვას. განსხვავებული სასმისის ტრადიცია ოდითგანვე მოგვყვებოდა ქართველებს, აქედან გამომდინარე, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

- ოჯახურ ტრადიციებზე გადავინაცვლოთ და ოჯახის უფროსის თემა განვიხილოთ.
- ცოლ-ქმარს შორის დაბალანსებული ურთიერთობის ფონზე მამაკაცი უნდა იყოს მთავარი. ვგულისხმობ იმას, რომ მამაკაცმა უნდა მართოს ოჯახი, რადგან კაცს ბევრი მოეთხოვება. შეიძლება, ქალი პრაქტიკულად უფრო მეტ საქმეს ასრულებს და დღევანდელობაში არა მარტო პრაქტიკულად, არამედ ფინანსურადაც დიდი როლი უკავია ოჯახში, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ოჯახის ღერძი მამაკაცზე უნდა იყოს აწყობილი.

Rating

- ქალის გაძლიერების ფონზე, მამაკაცების შესუსტებაზეა საუბარი.
- ქალების გაძლიერების ფონზე არ შესუსტებულან მამაკაცები. ქვეყანაში უმუშევრობაა, ძალიან ჭირს სამსახურის პოვნა, მით უმეტეს მამაკაცის სამსახურის, ქალი უფრო მრავალფუნქციური და მოთხოვნადი აღმოჩნდა, მამაკაცები ხშირ შემთხვევაში ეძებენ სამსახურს და ვერ პოულობენ. ხელისუფლებამ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი უნდა შექმნას. დღეს დასაქმებულთა შორის პროცენტულად ქალები ჭარბობენ, ვიდრე მამაკაცები, ამიტომაც ჩანს, რომ ქალი უფრო დაწინაურებულია. სხვათა შორის, ამაზე გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციები და გენდერული თანასწორობის თემაც ახდენს. არ ვიცი, იცით თუ არა თქვენ, მაგრამ პარტიაში რაოდენობრივად მეტი ქალი თუ გყავს, ეს დაფინანსების ზრდაზე აისახება.

- რაც შეეხება ოჯახის შექმნის ტრადიციას, ქორწინებამდე თანაცხოვრება მისაღებია შენთვის?
- ამ საკითხს ვუყურებ ისე, როგორც ამას მართლმადიდებელი ეკლესია გვასწავლის, თუმცა, თუ ადამიანებს შორის დაიწყება ურთიერთობა და მერე შექმნიან მყარ ოჯახს, ეს არაა გასაკიცხი. ამასთან, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მისაღებია ის, რასაც ეკლესია გვეუბნება.

- გენდერული თანასწორობა ოჯახში.
- არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები გენდერულ თანასწორობას ოჯახში, თუმცა ეს არ ნიშნავს ქალის მონობას, ქალის შეურაცხყოფას. პირიქით, საჭიროა ქალის გაფრთხილება, ადამიანურად მოპყრობა. ქართულ ტრადიციულ ოჯახში ქალი დაჩაგრული არასდროს ყოფილა, ვგულისხმობ ნორმალურ ოჯახებს, სადაც მამაკაცმა ქალის ფასი იცის.

- რას ნიშნავს ნამდვილი ქართველი ქალი?
- ნამდვილი ქართველი ქალი ნიშნავს ქართველ დედას, ყველა იმ დატვირთვით, რაც დედას აკისრია ცხოვრებაში.

- ღალატი, რომელიც კაცის მხრიდან ''მოსულა'', ქალის შემთხვევაში დამან-გრეველია, რატომ?
- ხშირ შემთხვევაში ქალის ღალატი ოჯახს ანგრევს, კაცისა კი – არა. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა მამაკაცს უღალატია, ცოლს უპატიებია და გაგრძელებულა ცხოვრება კარგად და ჰარმონიულად. კაცი თავისი აგებულებით, თავისი შინაგანი სამყაროთი მაინც მონადირეა, ქალის ღალატი კი ყოვლად მიუღებელია. ღალატი საერთოდ ძალიან ცუდი ქმედებაა და არანაირად არ ვუჭერ მხარს, მაგრამ თუ მაინც ხდება, მაშინ უკვე მოგახსენეთ ჩემი მიდგომა.

- დასასრულ, მინდა გკითხო არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებზე.
- ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და იქნებიან... პირადად მე ხელს არავინ მიშლის. ღმერთმა ადამიანი გააჩინა და არჩევანის თავისუფლება მისცა, ვისაც რა უნდა, იმას აირჩევს. რადიკალიზმის მომხრე არ ვარ, თუმცა საზოგადოების თავშეყრის ადგილას მათ გამოსვლებს ჯანსაღად არ ვუყურებ. არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები არსებობდნენ კომუნისტების დროსაც, ვმეგობრობდით და ვცხოვრობდით მათთან ერთად. დღესაც უამრავი ადამიანი მყავს არაჯანსაღი ორიენტაციის. სხვის პირად ცხოვრებასთან პრეტენზიები არ გამაჩნია, ისინი არ მაწუხებენ და საფრთხეს არ მიქმნიან, ამიტომ არც მიჭირს მათ გარემოში ცხოვრება.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
მე
ქალის და მამაკაცის ღალატი ერთი და იგივე ნაგავია. მოღალატე ადამიანი ნამდვილი არარაობაა და საცოდავი არსებაა. სქესს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს
23:12 / 05-06-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
ხოო... როგორ არა, ხათუნა მორჩილად შეჰყურებს ზურას თვალებში, ზურა კი ოჯახის ბურჯია :)))))) გაიარე რაა, თუ რამეს გპატიობს ცოლი, იმის გამო რომ ასაკით უფროსია და ცხოვრებისეული გამოცდილებით კარგად იცის, რომ ჯობია დაუხუჭო თვალი გაცილებით ახალგაზრდა ქმარს პატარ-პატარა ცელქობებზე, ვიდრე მარტო დარჩე, უშანსოდ.
17:01 / 04-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ფოტო
ვინა ამ ფოტოს ნახავს უცნობი ყველა იტყვის რომ ქალი შვილებთან ერთადაა.მაგარი დედაკაცო ბებერია ხათუნკა.
18:29 / 03-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ინა გენაცვალე.სექსამდე არ მიიყვანეს ,ხელი შეუშალეს.ეხვევა და ეალერსება თამოს.ტელეფონზე ხათუნა რომ ურეკავს მეორედ ზურიკო თანიშნებს თამუნას რომ ხმა არ ამოიღოს და რომ თითქოს მარტოა ამბობს.ეს ღალატი არააა??????
18:27 / 03-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ina
arada tips ar ugalatia.vinc uyura im gadacemas bolomde ibrdzoda zura.bolo momentshic garet gaviseirnoto idzaxda.fu ra borotebi xart ra.
13:45 / 03-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ეეჰ
და კიდევ ბევრჯერ გაპატიებს, სხვა რა გზა აქვს,თუმცა შენს გულში პირველ ადგილზე იქნება ))))
13:24 / 03-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ანჯელა
და მაინც როდის ეკითხებოდენ ქალს? საუკუნეების განმავლობაში ჩასჩიჩინებდენ, რომ მონად დაიბადა, რომ აზროვნება მისი საქმე არ არი. ქალის პატივისცემა არის ახალი.
12:54 / 03-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ბიცოლა
შენც ხომ უღალატე თამუნა ვაშალომიძესთან.მაგრამ ხათუნა ბიცოლამ გაპატია რომ არ დაეკერგე.
10:32 / 03-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS