16 მაისი, 2015
მარი მალაზონია: „ერთ წელიწადში გამიჩნდა ორი შვილი, არა ტყუპი და მე და ჩემმა ქმარმა ძიძების გარეშე გავზარდეთ..."
სტუდენტი ვიყავი, როცა ამ ტელევიზიაში სამედიცინო გადაცემა მიმყავდა
უკვე დიდი ხანია პირადი ექიმი მარი მალაზონია ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას. ცდილობს, ყოლველთვის დააკმაყოფილოს მაყურებლის ინტერესი და ყოველ სამუშაო დღეს მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოს ამა თუ იმ სამედიცინო პრობლემის შესახებ. ქალბატონი მარი დამსახურებულად უყვარს ტელემაყურებელს, მის მიმართ ძალიან დიდი ნდობა და პატივისცემა არსებობს, ამიტომაც გადავწყვიტეთ მასთან ინტერვიუ ჩაგვეწერა... გაგვეცნო ის, როგორც დედა, დიასახლისი და იმავდროულად მოგვესმინა მისი პროფესიული მოსაზრებები მშობლებისთვის მეტად საიტერესო თემებზე.

- თუ საუბარს სატელევიზიო გამოცდილებით
დავიწყებთ, მაშინ გეტყვით, რომ "მარი მალაზონია – პირადი ექიმი", არ არის ჩემი პირველი სატელევიზიო პროექტი. ძალიან პატარა, სტუდენტი ვიყავი, როცა ამ ტელევიზიაში სამედიცინო გადაცემა მიმყავდა. სამდიცინო ინსტიტუტის სხვადასხვა თაობა ყოველთვის აღნიშნავდა სამედიცინო თარიღებს, მაგალითად ისეთს, როგორიცაა მედიცინის მუშაკთა დღე და ა.შ, რასთან დაკავშირებითაც მასშტაბური გადაცემები ეწყობოდა. მოხდა ისე, რომ ინსტიტუტმა როგორც წარჩინებული სტუდენტი, სხვა სპეციალისტებთან ერთად ჩაწერაზე მეც გამგზავნა. ჩაფიქრებული არ იყო ჩემი გადაცემაში ჩართვა, მაგრამ გადაცემაზე მომუშავე ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ სტუდენტს, ანუ მე, იქვე სახელდახელოდ მოფიქრებული რამდენიმე სიტყვა მეთქვა, შემდეგ კი ეს ყველაფერი ეთერში გავიდა. ასე მოვხვდი ტელევიზიაში და ამის შემდეგ შემომთავაზეს სამედიცინო გადაცემის წაყვანა. ჯერ იყო გადაცემა "ჯანმრთელობა", შემდეგ - "ოჯახის ექიმი", ეს იყო პირველი გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში მაყურებლის კითხვებს პასუხობდა. ამას გარკვეული პაუზა მოჰყვა, 2009 წლიდან კი ისევ ამ ტიპის პროექტით დავბრუნდი ეთერში, იყო "დილის რეცეპტი", "პირადი ექიმი", კვებასთან დაკავშირებული სამედიცინო რეკომენდაციები გადაცემა "დღის მასშტაბში".

რაც შეეხება უშუალოდ ჩემს პროფესიას, დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, პოსტდიპლომური განათლება მიღებული მაქვს ენდოკრინოლოგიაში, ჰემატოლოგიაში, დეიტოლოგიასა და ნუტრიციოლოგიაში. ასევე დამთავრებული მაქვს დოქტურანტურა, დავით ტვილდიანის სახელობის უმაღლესი სამდიცინო სკოლა "აიეტი", ვარ პროფესორი, კვების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია 930-ის პრეზიდენტი. წლების მანძლზე ვიყავი სამედიცინო ენციკლოპედიის სარედაქციო ჯგუფის წევრი, პირველი სამედიცინო ჟურნალ "ჯანმრთელობის" მთვარი რედაქტორი და ერთ-ერთი დამაარსებელი.

- საკმაოდ დახუნძლული კარიერული ცხოვრება გაქვთ. რაც შეეხება პირადს, უფრო ზუსტად კი დედობას, გვითხარით, რა ასაკში გახდით დედა? როგორი იყო თქვენეული მიდგომები შვილებთან მიმართებაში?
- 27 წლის ასაკში გავხდი დედა. მე მყავს ერთ წელიწადში დაბადებული, არატყუპი ორი შვილი - წლის დასაწყისში შემეძინა ვაჟი და წლის ბოლოს, საახალწლოდ დაიბადა გოგონა.

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS