06 მაისი, 2015
მაიკო კაჭკაჭიშვილი: ''ჩვენს ქვეყანაში, მგონი, არც ერთი ქალიშვილი აღარ დადის...''
კაცს რომ არ იცნობ და ლოგინში უწვები, ესაა ბოზობა პატიოსნების სახელით კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილს ბევრ საინტერესო ტრადიციასთან ერთად, რძალდედამთილობის სტერეოტიპზეც ვკითხეთ, რაზეც შემდეგნაირად გვიპასუხა: ''რძალ-დედამთილის ურთიერთობა ესაა ორი ქალის ეგოიზმი და ეჭვიანობა ერთ ბიჭზე – შვილსა და ქმარზე. დედისთვის შვილი არის განუმეორებელი, ხშირად დედები იმდენად ეგოისტები ვართ, გვგონია, რადგან ჩვენ გავაჩინეთ, ჩვენები არიან. ცოლისთვისაც ქმარი მისია, ამიტომ ყალიბდება რძალ-დედამთილს შორის დაძაბული დამოკიდებულება. პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ როცა ჩემი შვილები ცოლებს მოიყვანენ, ერთად არ
ვიცხოვროთ.''

- რას ნიშნავს ტრადიცია შენთვის და რამდენად ტრადიციული ხარ?
- რომ არ მოგატყუო, ტრადიცია ჩემთვის დიდს არაფერს ნიშნავს, მაგრამ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვინც მათ იცავს. ტრადიციების თვალსაჩინო შემსრულებელი ვერ ვარ.

- დაასახელე ტრადიციები, რომლებიც ჩვენს რეალობაში მისაღებია და ისინიც, რომლებიც ნეგატივს იწვევს.
- მომწონს ჯვრისწერა. ოღონდ შესახედავად და სილამაზით კათოლიკეების ჯვრისწერა უფრო მომწონს, ცერემონია, როცა მამას შეჰყავს შვილი ეკლესიაში, ძალიან ლამაზია. თუმცა რელიგიური თვალსაზრისით ჩვენი, ანუ მართლმადიდებლების ჯვრისწერა ძალიან ამაღელვებელია.
არაფრით არ მომწონს სუფრა და თამადა, ვიცი, ბევრი გამიბრაზდება ამის გამო, მაგრამ თამადას რომ თავისი კანონები აქვს, ხმა არ უნდა ამოიღო, სანამ ის არ დაასრულებს სადღეგრძელოს, მან უნდა გადაწყვიტოს, როდის უნდა იმღეროს ხალხმა, როდის იცეკვოს და როდის მიუჯდეს სუფრას, ეს არ მომწონს. ჩემთვის მისაღებია დემოკრატიული სუფრა, საერთოდ, სადღეგრძელოებიც არ მხიბლავს დიდად, თანმიმდევრობით რომ უნდა თქვა ჯერ ერთი, მერე - მეორე, მესამე და ა.შ. ამას ჯობს, კოქტეილის წრუპვა-წრუპვით მიხვიდე იმ დონემდე, რომ გართობა და ცეკვა მოგინდეს.

- ხელის თხოვა, ნიშნობა აღარ არის აქტუალური, წყვილებიც ქორწინებამდე თანაცხოვრებაზე გადადიან.
- სადაც მამაჩემი დაიბადა, ანუ სამცხე-ჯავახეთში, იყო ასეთი ტრადიცია: ბიჭის მამა მიდიოდა გოგოს მამასთან და ისინი აგვარებდნენ შვილების დაქორწინების საკითხს, ბიჭსა და გოგოს ერთმანეთი ნანახი ჰყავდათ თუ არა, მოსწონდათ თუ არა, ეს არავის აინტერესებდა. ეს საშინელებაა და ვგმობ ამ ტრადიციას. როგორ შეიძლება, ადამიანს არ ვიცნობდე და ჩემი ქმარი გახდეს? ეს ხომ მთელი ცხოვრების წნეხის ქვეშ გატარებას ნიშნავს? დამიჯერეთ, ასეთი საქციელი უფროა ბოზობა. კაცს რომ არ იცნობ და ლოგინში უწვები, ესაა ბოზობა პატიოსნების სახელით.
რაც შეეხება გერლფრენდ-ბოიფრენდის თემას, მე ამ საკითხში მოვიკოჭლებ, რადგან გამოცდილება არ მაქვს. ჩემთვის ლევანი პირველი ადამიანი იყო, ვინც
თითით შემეხო და ჩემი ქმარი გახდა. ზოგადად, თანაცხოვრებას ქორწინებამდე არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ ჩემი ქალიშვილისთვის ამას არ ვისურვებდი, ეს ის საკითხია, სადაც ტრადიციებს მივემხრობი, ოღონდ ჩემი შვილის შემთხვევაში. გამორიცხულია, ვინმეზე რამე უარყოფითი ვთქვა, ან მეგობარს დავშორდე იმის გამო, რომ ქორწინებამდე საყვარელ ადამიანთან ცხოვრებას გადაწყვეტს.

- როგორ ფიქრობ, ქალიშვილობის ინსტიტუტი რამდენად აქტუალურია?
- ჩვენს ქვეყანაში, მგონი, არც ერთი ქალიშვილი აღარ დადის.… ისეთ სფეროში ვმუშაობ, ღამით კლუბში, რესტორნებში სიარული მიწევს, იქ საოცრებებს ვუყურებ. 13 წლის გოგონებს შეუძლიათ, ერთ ჭიქა ''რედბულ ვოდკაზე'' იქვე საპირფარეშოში ერთი ღამის ურთიერთობა დაამყარონ. ამის გამკეთებელი ნებისმიერი გოგო ჩემთვის ადამიანი არაა, ისაა ინსტინქტებზე დამოკიდებული ცხოველი. არავინ ფიქრობს სწავლაზე. ასეთი პატარა ბავშვები დამოკიდებული არიან ტაბლეტებსა და ბიონარკოტიკებზე. მართალია, ამ თაობის ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს თაობა დეგრადირებულია, შვილები საერთოდ გაუჩნდებათ თუ არა, არც ვიცი. ფრაზები - ''რა მუსიკაზე გულაობ'', ''რა გაქვს მიღებული'', ''აუ, ''გასული'' ვარ'' – საერთოდ საიდან მოაქვთ, რას ნიშნავს, რა მუსიკაზე გულაობ, ან სად ხარ, შვილო, გასული, საად? ამას არ ჯობია ისწავლო?!

- ამ ფონზე არ აკონტროლებ შვილების სამეგობრო წრეს?
- რა თქმა უნდა. ჩემი შვილების სამეგობროს მთელი ოჯახი ვიცნობთ, ჯერჯერობით 11 წლისანი არიან და დიდი საფრთხის წინაშე არ ვდგავართ, მაგრამ როგორც კი 13 წლისანი გახდებიან, ყველაფერს გავაკონტროლებ ისე, რომ ვერ გაიგონ. ჩემი შვილები იმეგობრებენ ჩემი მეგობრების შვილებთან, ნორმალურ ხალხთან, როგორებიც არიან ვერიკო ტურაშვილის, ნინო ძოწენიძის შვილები და ა.შ.

- მაია, როგორ ფიქრობ, ოჯახში ვინაა უფროსი?
- ძალიან მარტივადაა საქმე, ოჯახში ვინც შოულობს ფულს, ისაა უფროსი, არ აქვს მნიშვნელობა, ქალია თუ კაცი. და თუ ორივე შოულობს, ორივე მაგრები და ორივე უფროსები არიან. ფინანსები განსაზღვრავს დღეს ყველაფერს, 99%-ს, ის 1%-ია განცდები, სიყვარული, გრძნობები, ემოციები და რაც გვაქვს გულში, დანარჩენი ფულია.

- ღალატის სქესის მიხედვით დაყოფა რა ფენომენია?
- ღალატი ყველაზე მდაბიო ადამიანის საქციელია. მოღალატე არის ადამიანი, რომელსაც თვითშეფასება ნულს ქვემოთ აქვს.

- ალბათ, გსმენია ფრაზა ქალებისგან, მე ნუ გავიგებ და ქმარმა მიღალატოსო.
- ეს, იცი, როგორი ცოლების ფრაზაა? ქმრებზე რომ არიან თავიდან ბოლომდე დამოკიდებული და უკაცრავად, მაგრამ ''კალგოტკის'' ფულსაც ქმრებისგან ელოდებიან. ''ოღონდ მე არ გავიგო'' კი ერთადერთი გამართლებაა ოჯახის შესანარჩუნებლად, რადგან თავად არ შეუძლია შვილებისა და საკუთარი თავის უზრუნველყოფა. ვერაფრით ავიტან ღალატს, იმდენად ეგოისტი ვარ, მხოლოდ იმიტომ კი არ გავგიჟდები, რომ ქმარმა მიღალატა, იმიტომაც, რომ იმ გოგოს თვალში, ვისთანაც ჩემი ქმარი იქნება, ძალიან დამცირებული და შეურაცხყოფილი და-ვრჩები. ჰოდა, ამის გამო არ ვაპატიებ. კაცების ალბათ 90%-ს ქალი ადამიანად არ მიაჩნია, ქალი სჭირდებათ იმისთვის, რომ გაურეცხოს, აჭამოს, მოუაროს და ფიზიკური მოთხოვნილებები დაუკმაყოფილოს. ყველა ქალს არ აქვს იმის უნარი, იყოს ძლიერი, მაგრამ მათ გაძლიერებისკენ მოვუწოდებ.

- ხშირად ამბობენ, რომ კაცები ისეთი ძლიერები, ისეთი ჯენტლმენები აღარ არიან.
- მაგაშიც გეთანხმები. მე უფრო კაცური თვისებები მაქვს, ვიდრე ბევრ კაცს, ამიტომ ვერ გავარკვიე, რას ნიშნავს ''კაცი''.

- შენი დამოკიდებულება არატრადიციული ორიენტაცის ადამიანების მიმართ.
- მყავს არატრადიციული ორიენტაციის მეგობრები, ისინი მე არაფერს მიშავებენ და მე არაფერს ვუშავებ, თავიანთი საქმის თვითონ იციან, მაგრამ, როგორც იცით, ტყუპი ბიჭი მყავს. პირადად მე რომ შემეხოს ეს პრობლემა, ნათქვამი მაქვს, რომ მეცხრე სართულიდან გადავხტები. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, სხვას არ ვეწინააღმდეგები და არ ვერევი სხვის ცხოვრებაში, მაგრამ თუ ეს მე შემეხება, სუიციდი მაქვს გადაწყვეტილი.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
ქართველი
– ბოსტანი ხომ გაგიმარგლავს, ბექარ, ძმაო? – ისევ ამოდის ხოლმე სარეველა! – ამოვა და კიდევ გაიმარგლება ის. – შე კაი კაცო, ამოდენა მიწა–წყალს ჩვენ ორნი რას გავწვდებით? – ვერ გავწვდებით, მართალი ხარ შენ, მაგრამ, ჯერ ერთი, გამარგლულზე ამოსულ სარეველას ის ძალა აღარ ექნება, მის წინ სარეველას რომ ქონდა, და მეორე ის, რომ ჩვენ თუ ვმარგლეთ, სხვაც მოგვბაძავს, სამართლიანობა თავისას იზამს, მომრავლდება ჩვენისთანა კაცები და ბევრი რომ ვიქნებით, მაშინ, სათავეში რომ ბოროტებაა, იმაზეც მიგვიწვდება ხელი და ტყვია.... შენც გამოსამარგლი ხარ, ესეთი აზროვნების რომ ხარ იმიტომ
23:36 / 06-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა
ლევანი მარტო თითით შეგეხოო:)))
20:30 / 06-05-2015
გამოხმაურება / 0 /
აღშფოთებული
რომელ ღალატზე ლაპარაკობ ნუთუ არ გრცხვენია, რამდენისთვის შეგიწყვია ღალატში ხელი და ასევე შენი ტყუილებით ხელი შეგიწყვია ოჯახების დანგრევისთვის. ღმერთმა შენი და შენი მეგობრებისნაირი პატიოსანი რძლები დაგაბედოს.ასე,რომ ცხოვრობდე როგორც ლაპარაკობ და რაც ვითომ არ მოგწონს იგივეს, რომ არ აკეთებდე შენთვისვე იქნებოდა კაგი და შენი შვილებისთვის.
19:16 / 06-05-2015
გამოხმაურება / 0 /
დამიბეჭდეთ INGA
მოკლედ , დღეს ლგბტ-სთან თუ არ მეგობრობ , არ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ "დონე" ხარ. ვაი, ვაი. თუ მაინცდამაინც სადაც ვმუშაობ იქ იქნება მექნება ნორმალური დამოკიდებლება , სხვა რა გზაა . ეს ოხერი, ღმერთმა {თუ არა გწამთ} ბუნებამ, შექმნა მდედრი და მამრი, პრიმატებიდან დაწყებული ადამიანამდე და ამათი კავშირია ყველაზე აღმატებული, თან მოგვცა ორგანოები, რა კარგად არის მიჩენილი , სამეტყველო აპარატი, ბაგეები საიდანაც ორგანიზმს საკვებიც მიეწოდება,ასევე ბუნებამ ქალს მისცა სასიცხო ბაგეები რის საშუალებითაც უნდა დამყარდეს სქესობრივი აქტი, ის, რომ იბადება განსხვავებული ორიენტაციისა ეს შეიძლება მილიონში 5% და ასე გამრავლებული რომ არის ეს ზუსტად პიარის ბრალია, მე არ ვამტკიცებ,მაგრამ ასე ვფიქრობ იმ შოუებში სადაც ლგბტ პირებს იწვევენ დიდი დაფინანსებA აქვთ.
18:28 / 06-05-2015
გამოხმაურება / 0 /
თამუნია
ნორმალურ ხალხთან, როგორებიც არიან ვერიკო ტურაშვილის, ნინო ძოწენიძის შვილები და ა.შ. - ეს ფრაზა ჯობდა არ ეთქვა!!!!!!!!!!!!!!!!
10:55 / 06-05-2015
გამოხმაურება / 0 /
გაკვირვებული.
ეს ქალი ამბობს ტრადიციული არა ვარო და საქმე საქმეზე რომ მიდგეს-არატრადიციულობის გამო ფანჯრიდან გადავხტებიო. ვერ გავიგე ვერაფერი. მარტო თამადობა გონია ტრადიცია.
10:47 / 06-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS