სიმღერით ტკბობის შემდეგ გადავწყვიტე, უფრო მეტი რამ გამეგო ამ სამკაულების ბრენდის შესახებ. სიმღერა კომპანიის ხელმძღვანელობას სპეციალურად შეურჩევია, ვინაიდან მის სახელწოდებაში ვარდი ფიგურირებს და ახალი კოლექციის შთაგონების წყაროდ ეს ყვავილი იქცა. სწორედ ამიტომ მომღერლის ხელზე ნახავთ ვარდის ფორმის ბეჭდებს, ყელსაბამებს, საათს, რომლებსაც ასევე ვარდის ფორმა აქვს...
ორიოდ სიტყვა თავად ბრენდის შესახებ - საქართველოში Piaget ნაკლებად არის ცნობილი. არადა თავად ბრენდი 1874 წელს ჯორჯ პიაჟემ დააარსა. ის ორიენტირებულია მდიდრული, ძვირად ღირებული სამკაულების შექმნაზე და რაც მთავარია, სამკაულის თითოეული დეტალის დახვეწაზე დიდი მონდომებით მუშაობს. სწორედ ამიტომ არის ალბათ მისი თითოეული ნაკეთობა ასე თვალისმომჭრელად ლამაზი და თანაც, ორიგინალური. საგულისხმოა, რომ თავიდან კომპანიის მთავარი მიზანი საათების დამზადება იყო, თუმცა ეს ფუნქცია საკუთარ თავზე მოგვიანებით აიღო. 1960-იანი წლებიდან ბრენდმა განსაკუთრებულად მდიდრული საათების კეთებაც დაიწყო და ამასაც შესაშური ოსტატობით ართმევს თავს. Piaget-ის ნაკეთობებში თავისი ადგილი უკავია მარგალიტებს, მაგალითად, ერთ-ერთი შესანიშნავი ყელსაბამი მოდელ გოგონას შიშველს უკეთია, რაც იმას მიანიშნებს, რომ როდესაც Piaget-ს ატარებ, იქ სამოსი ზედმეტია...
2008 წელს The Luxury Instutute-მა ზემოხსენებული ბრენდი მსოფლიოში საიუველირო კომპანიებს შორის რიგით მეექვსედ დაასახელა პრესტიჟულობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, კომპანიამ ბოლო წლების განმავლობაში სხვა უამრავი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა.
ნინო მურღულია
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის





























