19 აპრილი, 2015
''წლის კალიგრაფის'' ტიტულისა და ჰაგიოგრაფიული პოემის ავტორი 19 წლისაა
ანამდე არასდროს მქონია შეხება ლამაზად წერის კულტურის ხელოვნებასთან 2010 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა კონკურსში ''ქართული კალიგრაფია'' და პირველი ადგილის მფლობელი გახდა. წელს კი ''წლის კალიგრაფის'' წოდება მოიპოვა. საერთო ჯამში, 19 წლის გიორგი სისაური აღნიშნული კონკურ-სის ხუთგზის გამარჯვებუ-ლი გახდა. ჩვენს რესპონ-დენტთან შეხვედრისას შევიტყვეთ, რომ მისი ინტერესის სფერო საკ-მაოდ მრავალფეროვანია. ხატავს და დღესდღეო-ბით ტუშით 800-ზე მეტი გრაფიკული ნამუშევრის ავტორია. პარალელურად წერს კიდეც და უკვე სამი წიგნის გამოცემის შემდეგ, ''მზის შუქს'' მეოთხეც მალე იხილავს…

- 14 წლის ვიყავი,
როცა ჩემი 12-13 წლის ასაკში შექმნილი გრაფიკული ნახატები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გადაგზავნეს. სწორედ იმ დროს ჩემი ნამუშევრები ხელოვნებათმცოდნეებმა და ლუვრის ექსპერტებმა ნახეს, რეცენზია მომიძღვნეს და საფრანგეთში სასწავლებლად ჩასვლა მირჩიეს. იმავდროულად, მათივე ინიციატივით, შესაძლებლობა მომეცა, პარიზის ხელოვნების სკოლაში გრანტით მესწავლა. მართალია, სწავლა ფინანსებს არ უკავშირდებოდა, მაგრამ გასამგზავრებელად და საცხოვრებლად თანხა იყო საჭირო, რაც ვერ ვიშოვე და ამის გამო საქართველოში დავრჩი. სიმართლე გითხრათ, სკოლაში აკადემიური მოსწრება მაღალი არ მქონია. სახლში ვიჯექი, სულ ვმუშაობდი და საკუთარი თავის განვითარებაზე ვიყავი ორიენტირებული. ვიცოდი, ადრე თუ გვიან შედეგი მოჰყვებოდა. ასეც მოხდა, ერთხელ ჩემი ნამუშევრები გია ბუღაძემ ნახა, მაშინ ის სამხატვრო აკა-დემიის რექტორი იყო და გაოცებული დარჩა ტექნიკით. გრაფიკული ნამუშევრებისა და ლუვრის ექსპერტების დახასიათების საფუძველზე, პრეზიდენტს წერილი მისწერა თხოვნით, რომ დროზე ადრე გამევლო სამხატვრო აკადემიაში სწავლის კურსი.

- სააკაშვილის პერიოდზე საუბრობ?
- დიახ. წერილი პრეზიდენტამდე მივიდა და მეცხრე კლასიდან, ანუ 15 წლიდან სამხატვრო აკადემიაში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე მესამეკურსელთა ლექციებს ვესწრებოდი, თავისუფალი მსმენელი ვიყავი და თეორიულ ცოდნას ვეუფლებოდი. გრაფიკის ფაკულტეტზე მითხრეს, ჩვენ აქ ვერაფერს გასწავლით და უბრალოდ, ''ხელი გაგიფუჭდებაო''. ალბათ, ის იგულისხმეს, რომ იმთავითვე გრაფიკის განხრით აბსოლუტურად ინდივიდუალური ხედვა და სტილი მქონდა.

- ხატვისადმი ინტერესი ოჯახში გაგიღვივეს თუ თავად გამოთქვი სურვილი?
- მამა, ბიძა, ჩემი უფროსი და მხატვრები არიან და მხატვრობა ჩემთვის უცხო არ ყოფილა. ხატვა ადრეულ ასაკში დავიწყე. 55-ე სკოლა დავამთა-ვრე და ტექნიკური საგნები არასოდეს მიყვარდა. ხატვასთან ერთად მწერ-ლობა მიზიდავდა და 15 წლის ასაკში გამოვიდა ჩემი პირველი წიგნი, ფსიქო-ლოგიური ნაწარმოები ფილოსოფიური მოტივებით - ''მათხოვრის დღიურე-ბი''. ამ წიგნს დიდი გამოხმაურება მო-ჰყვა, პირველ რიგში, ჩემი ასაკის გამო და მეორე ის იყო, რომ უფროსი ასაკის ადამიანებმა საკმაოდ საინტერესო რეცენზიები მიუძღვნეს. ერთი წლის შემდეგ გამოვიდა ჩემი მეორე წიგნი, ამჯერად ლექსების კრებული ''უსათაურო''. გასულ წელს კი გამოიცა პოემა ''კომედია'', რომლის 333 სტროფი ჰა-გიოგრაფიული ქართულით დაწერილი პოემაა. დასრულებული მაქვს მეოთხე წიგნზე მუშაობა და რამდენიმე თვეში ისიც გამოიცემა. ლექსების კრებულია სახელწოდებით ''ღვთაებრივი მისტე-რია''. ჩემს მეოთხე წიგნსაც თავად გავაფორმებ, ისევე, როგორც ადრინ-დელ გამოცემებს. და ამ ყველაფრის პარალელურად, 2010 წელს პირველად მივიღე მონაწილეობა კალიგრაფიის კონკურსში.

- კალიგრაფიის კონკურსზე უფრო დაწვრილებით და თანმიმდევრულად გვიამბეთ...
- 2010 წელს პირველად გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი. მანამდე არასდროს მქონია შეხება ლამაზად წერის კულტურის ხელოვნებასთან. გულწრფელად მოგიყვებით, როგორ იყო ყველაფერი (იღიმის). სკოლაში გაკვეთილზე ვიჯექი, მომდევნო რუსუ-ლის გაკვეთილი უნდა მქონოდა და არ მინდოდა დასწრება. სწორედ იმ დროს შემოვიდნენ კლასში და გვითხრეს, რომ სკოლაში კალიგრაფიის კონკურსის ჩა-ტარება იგეგმებოდა და მსურველებს შეგვეძლო, მონაწილეობა მიგვეღო. ასე მოვხვდი სკოლაში კონკურსზე და გავი-მარჯვე. დირექციამ ჩემი მონაცემები გადაგზავნა კონკურსზე ''ქართული კალიგრაფია''. ნამდვილად არ მეგონა, ამ განხრით რამე შედეგს თუ მივაღწევ-დი, ათი ათასზე მეტი მონაწილე იყო და მახსოვს, ჟიურის წევრებს შორის ნიაზ დიასამიძემ, სანამ ჩემს გვარს იტყოდა, ასე დაიწყო, ვინ უნდა გამხდარიყო გა-მარჯვებული, თუ არა ჩემი სკოლელიო (იღიმის). მომდევნო წლებშიც გადა-ვწყვიტე მიმეღო მონაწილეობა, თუმცა მომავალ წელს უკვე აღარ ვაპირებ.

- ანუ ერთხელ გამარჯვების შემდეგ კიდევ შეგეძლო ბედის ცდა?
- კი, პირობები ამას არ კრძალავს, მე რომ მხოლოდ ერთი შრიფტი წარმო-მედგინა, ასე ვთქვათ, ერთ ადგილზე ვყოფილიყავი გაჩერებული, 2011 და მომდევნო წლებში კონკურსზე არ გა-ვიდოდი. ყოველწლიურად ჟიურის ახალ შრიფტს ვთავაზობ და დღემდე საკუთა-რი, ინდივიდუალური ხელწერით ხუთი შრიფტი მაქვს ''დაგროვებული''. გარდა იმისა, რომ პირველ ადგილზე გავდიო-დი, დღემდე დაახლოებით 30-მდე სხვა ნომინაციაში ვარ გამარჯვებული. ეს ჩემი ცხოვრების წესი გახდა.

- დღეს აკადემიის სტუდენტი ხარ?
- დიახ, სამხატვრო აკადემიის ხე-ლოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ვარ და რეალურად ხელმეორედ მიწე-ვს იმ ლექციების მოსმენა, რომლებიც უკვე გავლილი მაქვს.

- გიორგი, საინტერესოა, როცა ლუ ვრის ექსპერტებისგან რეკომენდაცია მიიღე, რომ პარიზში გესწავლა, დრო ში შეზღუდული იყავი თუ?...
- ეს იყო შანსი, რომელიც უნდა გა-მომეყენებინა და ვერ გამოვიყენე. თუმცა დღეს ვთვლი, რომ ასე უნდა მომხდარიყო, თუნდაც ჩემი განვითარებისთვის. რასაკვირველია, იქაც შევძლებდი ამას, მაგრამ... მართლა ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე, სკოლაში არ ვხარჯავდი დროს იმ საგნებზე, რომლებიც მართლა არაფერს მომცემდა. მასწავლებლებმაც იცოდნენ, რომ ტექნიკური საგნები არანაირად არ იყო ჩემთან ახლოს და ის დრო ძალიან კარგად გამოვიყენე სხვა სფერო- ში ცოდნის შესაძენად.

- როცა ასეთ იშვიათ საქმეს აკეთებს ადამიანი, ალბათ, ინტერესდება, თუ არიან მსოფლიოში ამ სფეროს მისივე ასაკის წარმომადგენლები...
- რეალურად არიან თუ არა კალიგრაფიის განხრით უცხოეთში დაინტერესებული, ამაზე პასუხი არ მაქვს, არც კონკრეტული პიროვნებები ვიცი. თუმცა ბევრგან არის უმაღლესი სასწავლებელი, სადაც ისწავლება არა მხოლოდ კალიგრაფიის, არამედ ესთეტიკის კულტუ-რა, მათ შორის ამერიკაშიც. რაც შეეხება საქართველოს, არიან ასეთები. ძალიან კარგი კალიგრაფია დავით მაისურაძე. ის შრიფტებსაც ქმნის და ამ კუთხით აქტიურად მუშაობს.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
დოდო
წინსწლა და წარმატებები
09:43 / 23-04-2015
გამოხმაურება / 0 /
თამარი
წინსვლას და მრავალ გამარჯვებას გისურვებ გიორგი.ისე საპრანგეტში ბევრი ქარტველი ემიგრანტია იქნებ რომელიმემ იტავოს შენი დაბინავება ტუ აქვტ შესადლებლობა . კარგი იქნება შენი ნიჯი შენ და საქარტველოს გამოგადგეტკიდევ ერტხელ წარმატებებს გისურვებ უპალი გპარავდეს
09:31 / 23-04-2015
გამოხმაურება / 0 /
თთთ
კარგია, ძლივს რაღაც კარგი გავიგე.წარმატებები ამ საამაყო ადამიანს და მადლობა სტატიის ავტორს.
15:41 / 20-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS