05 აპრილი, 2015
"თან მარხულობენ და თან ცოლებს ცემენ - ძალადობა ყველაზე ხშირია ისეთ ოჯახში, სადაც ქმარი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელია"
რამდენიმე ასეთ ფაქტს ჩვენ აუცილებლად გავასაჯაროებთ რამდენიმე კვირის წინ ლალი მოროშკინამ წარმატებულ მანდილოსნებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია "ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფო" დააფუძნა, რომლის ფარგლებშიც ძალადობის მსხვერპლ ქალებზე იზრუნებს. ლალის სწორედ ამ თემაზე ვესაუბრეთ.

- საკმაოდ ბევრი მსმენია ძალადობის შესახებ, სამწუხაროდ, ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. შეიძლება ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობა განსხვავებული იყოს ქალაქსა და რაიონში, მაგრამ მაინც ბევრი შემთხვევა ფიქსირდება. ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ქალი, რომელსაც მეუღლესთან პრობლემა აქვს, მაგრამ ეშინია მასთან დაშორების, იმის, როგორ შეხვდებიან ამას მისი
მშობლები, ოჯახი, როგორ გადაიტანს ბავშვი დედ-მამის დაშორებას, გაუგებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას და ა.შ.

ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციაში იმდენი წერილი შემოვიდა ამ თემასთან დაკავშირებით, გაოგნებული დავრჩი. ჩვენთან უამრავი ადამიანი მოდის, მათგან ზოგს დედობა ჩამოართვეს, იმიტომ, რომ მის ქმარს გაცილებით მეტი ნაცნობი ჰყავდა გარკვეულ უწყებებში. ჩვენი მონაცემებით, ძალადობა ყველაზე ხშირია ისეთ ოჯახში, სადაც ქმარი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელია.

იმის მაგივრად, რომ ის ადამიანი იცავდეს სხვა მოქალაქეებს, საკუთარ ოჯახში ძალადობს.. რამდენიმე ასეთ ფაქტს ჩვენ აუცილებლად გავასაჯაროებთ. საოცარი მაგალითები მოგვიყვანეს ქალებმა, რომლებიც ცხოვრობენ მარნეულში და ჩვენთან შეხვედრაზე მოვიდნენ. რამდენიმე ქალბატონს მეუღლემ წაართვა ჩვილი ბავშვები და გადაიყვანა თურქეთში, ისე, რომ დედბმა დღემდე არ იციან, რა ბედი ეწიათ მათ შვილებს. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქალებს კი საკუთარი ოჯახი, მშობლები უკრძალავენ ამის გასაჯაროებას. ჩვენ მობილიზაცია უნდა გამოვაცხადოთ და დავეხმაროთ ამ ქალბატონებს. ჩვენი ორგანიზაცია ჩადის ყველა რაიონში, მაგალითად სამშაბათს პანკისში მივდივართ და იქაურ ქალბატონებს შევხვდებით, მივიღებთ ინფორმაციას და რამდენიმე თვეში გამოვაქვყენებთ მონაცემებს, რაც თითოეული ქალბატონის მიერ მოწვდილი ინფორმაციით იქნება გამყარებული. ასევე ვაპირებთ კონგრესის მოწვევას 5000-მდე ქალის მონაწილეობით, იმისთვის ,რომ გამოვკვეთოთ და ფარატინა ქაღალადზე არ დარჩეს პრობლემა.

- როგორ ფიქრობთ, სახელმწიფოს რა ბერკეტი აქვს, რომ ქალი მოძალადისგან დაიცვას?
- პირველ რიგში ქალს უნდა ჰქონდეს დაცვის სურვილი. მარნეულში ქალები რომ არაოფიციალურ ფორმატში შემხვდნენ, ჩუმად გამიზიარეს საკუთარი ტკივილი, იმიტომ, რომ მშობლები უკრალავდნენ ამაზე ხმამაღლა საუბარს. ჩვენ კი ვეცდებით, მხოლოდ პროგრამები კი არ ვწეროთ, არამედ გამოვკვეთოთ ასეთი პრობლემები. სანამ არ მოხდება სოციალური სამსახურის ჩამოყალიბება სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ვთავაზობთ ჩვენი ადამიანური რესურსის გამოყენებას, რათა მოხდეს ძალადობის მსხვერპლთა აღრიცხვა, მანამდე საკითხი მოუგვარებელი დარჩება. პოლიციაში წასვლას თითქმის ყველა ქალი ერიდება. როდესაც მანდილოსანს ეცოდინება, რომ შეუძლია საკუთარი პრობლემით მიმართოს ორგნიზაციას და მისი საკითხი არ გასაჯაროვდება, გაცილებით უფრო მარტივი იქნება სიტუაციის მართვა. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის რესურსით გავაკეთოთ ეს, მაგრამ თუ სახელმწიფო გვერდში დაგვიდგება, გაცილებით ეფექტური იქნება ერთობლივი მუშაობა ამ თემაზე. პრობლემა იმაზე უარესია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლელა დ.
ძალიან მაგარი ქალი ხარ, ლალი! გულიანი, გემრიელი ლაპარაკი იცი, სულ მინდა გისმინო, არ ხარ მოსაწყენი.. გისურვებ წარმატებებს!
10:52 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS