14 ივლისი, 2013
რატომ დაიჭირეს მაია ორჯონიკიძის შვილი
დარწმუნებული ვარ, სანამ შსს, პროკურატურა და სასამართლო სხვა თაობისა და აზროვნების ხალხით არ დაკომპლექტდება, ნებისმიერ 
სისტემურ ცვლილებაზე საუბარი მხოლოდ პოპულიზმად და საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრად დარჩება. რამდენიმე თვის წინ მხატვარი ცოტნე მამულაშვილი დააკავეს. მისი საქმე რეზონანსული რამდენიმე მიზეზით აღმოჩნდა. პირველი ის გახლდათ, რომ ცოტნე საზოგადოებისთვის ცნობილი ოჯახის შვილია. მისი ბებია იზა ორჯონიკიძე გახლდათ, დედა კი, მხატვარი და პუბლიცისტი მაია ორჯონიკიძეა, რომელიც საქმის დეტალებზე დაწვრილებით გვესაუბრა.

- ჩემი ერთადერთი შვილი ცოტნე მამულაშვილი განათლებით მხატვარია. 2005 წელს დაამთავრა
სამხატვრო აკადემია და მას შემდეგ ამავე სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა, სამგანზომილებიან გრაფიკას ასწავლიდა. შემდეგ ორი წელი რიგით არქიტექტორად მუშაობდა მერიის განვითარების ფონდში, 2011 წელს წამოვიდა სამსახურიდან და ბოლო ერთი წელი კერძო მოსწავლეებს სამგანზომილებიან გრაფიკას სახლში ასწავლიდა. ცოტნე არასოდეს ყოფილა პოლიტიკით გატაცებული, მაგრამ ყოველთვის უყვარდა თავისი სამშობლო. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ორჯერ მიმართა სამხედრო პუნქტს, რომ ომში წაეყვანათ, მაგრამ გამოუცდელობის გამო უკან გამოაბრუნეს...
- როდის დააკავეს?
- 2013 წლის 14 თებერვალს, დილის ოთხის ნახევარზე, მისი მეგობრის, სცენარისტ მარია ექსერის სახლში. იმ ღამეს სცენარზე მუშაობა უნდა დაემთავრებინათ, საავტორო ფილმის გადაღებას იწყებდნენ უახლოეს დღეებში. ღამის სამ საათზე მარია ექსერის ბინაში გლდანი-ნაძალადევის პოლიციის ექვსი თანამშრომელი შევიდა და ცოტნეს უთხრეს, რომ მოწმის სახით გაჰყოლოდა პოლიციაში. მათ არ განუმარტავთ, რა საქმეზე მიჰყავდათ. იცრუეს, თითქოს მანამდე ჩემთან სახლში იყვნენ და მოწმის სახით გამოძახების უწყება დამიტოვეს, რაც სინამდვილეში არ მომხდარა. როგორც შემდეგ გაირკვა, ტყუილი იმიტომ დასჭირდათ, რომ დაპატიმრების ორდერი არ ჰქონდათ და ვერც ექნებოდათ ერთი მთავარი მიზეზის გამო, იმ მომენტისთვის მათ არაფერი გააჩნდათ ერთერთი დაკავებულის ჯაბა ლომიძის წერილობითი ჩვენების გარდა. ამ ე.წ. „ლომბარდის დაყაჩაღების“ საქმეზე ოთხი ბრალდებულიდან ერთერთი მანქანების მღებავი ჯაბა ლომიძე გახლდათ. მისგან აღიარებითი ჩვენება მოიპოვეს, სადაც ის ბრალს აღიარებდა და ცოტნესაც ადებდა ხელს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, იმ ღამეს პირველი ჯაბა ლომიძე დააკავეს და გლდანინაძალადევის პოლიციის მიწისქვეშა სართულზე ჯერ სცემეს და შემდეგ ე.წ. „დუბინკით“ აწამეს, რის შესახებაც ჯაბამ დაპატიმრებიდან ორი კვირის შემდეგ უფლებადამცველ ალექს შოშიკელაშვილს უთხრა, რომელიც მასთან საკანში შევიდა. მეორე დაკავებული „კაფელშიკი“ ხელოსანი მამუკა ბაყაშვილი იყო, მესამე კი - ყოფილი (2003 წლამდე) პოლიციელი ლაშა ჯამბაზიშვილი. როდესაც ჯაბა ლომიძე ე.წ. კრიმპოლიციის პოლიციელებმა დასაკითხ ოთახში შეიყვანეს, მაგიდაზე სამი ადამიანის ფოტო დაუდეს, რომელთა შორის ერთერთი ცოტნეს ფოტო იყო და უთხრეს, რომ მას უნდა ეღიარებინა ავტოლომბარდის დაყაჩაღებაში მონაწილეობა და ფოტოზე ასახული ადამიანები ამ საქმეში თანამზრახველებად უნდა დაესახელებინა. ლომიძის კატეგორიული უარის შემდეგ მას სცემეს და სასურველი ჩვენების მიღებას მიაღწიეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჯაბა ლომიძემ რამდენჯერმე გონება დაკარგა, მას ყელზე „დუბინკა“ მრავალჯერადად მოუჭირეს.
- საქმეზე უფრო დაწვრილებით მოგვიყევით...
- ჩემს შვილს პროკურატურა გლდანში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე ავტოლომბარდ „ვერძის“ დაყაჩაღებაში ადანაშაულებს. თავიდან მეგონა, რომ ყაჩაღობა მართლა მოხდა და ცოტნე ხელოვნურად ჩასვეს ამ „საქმეში“ . დღეს კი უკვე აღარ მჯერა, რომ ლომბარდი საერთოდ დააყაჩაღეს. ყველა ავტოლომბარდში, კანონით, სათვალთვალო კამერა უნდა იყოს დამონტაჟებული, რომელიც დააფიქსირებს მომხდარს. საეჭვოა, რომ კონკრეტულად მაინცდამაინც ამ ლომბარდს არ აღმოაჩნდა კანონით სავალდებულო კამერა - ამაზე 5000 ლარია ჯარიმა და ძალიან მაინტერესებს, გადაიხადა თუ არა ლომბარდის მფლობელმა, ვინმე გალაქტიონ გელაშვილმა ეს ჯარიმა?
- ცოტნე იცნობდა სხვა დაკავებულ პირებს?
- მამუკა ბაყაშვილს არ იცნობდა, რაც შეეხება ჯაბა ლომიძეს, ცოტნემ ის ლაშა ჯამბაზიშვილისგან 2013 წელს ძველით ახალი წლის შემდეგ გაიცნო. ჯაბამ ჩემი მანქანის გაკეთება თავად შესთავაზა ცოტნეს უსასყიდლოდ, ლაშას ახლობლობის ხათრით. ოჯახში ერთი მანქანა გვყავს, ორი წელია, გვერდი შეღუნული ჰქონდა, მაგრამ იქამდე არ მოგვიცლია მის გასაკეთებლად. ცოტნემ ჯაბას შეთავაზება რომ გადმომცა, დავთანხმდი. ცოტნეს მამას საბურთალოზე კერძო სახლი აქვს, დიდი ეზოთი და სწორედ იქ ღებავდა ჯაბა ლომიძე ჩემს მანქანას დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში. რაც შეეხება ლაშა ჯამბაზიშვილს, ის ცოტნეს ამხანაგის, კახა ჯამბაზიშვილის ძმა იყო და ცოტნე მას კახასგან იცნობდა, თუმცა მეგობრები არასოდეს ყოფილან და ხშირად არ ხვდებოდნენ.
- დაკავებიდან რამდენ ხანში ნახეთ თქვენი შვილი?
- 14 თებერვლის ღამის 4ის ნახევარზე ცოტნეს მეგობარმა მარია ექსერმა დამირეკა და შეშინებულმა მითხრა, რომ სულ ახლახან მისი ბინიდან ექვსმა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა ადამიანმა ცოტნე წაიყვანა. ვკითხე, რატომ მაშინვე არ დამირეკა, რადგანაც მათ შეჩერებას და სიტუაციის გარკვევას ვეცდებოდი. მარიასთან საუბრის შემდეგ პატრულში დავრეკე, იმაშიც კი არ ვიყავი დარწმუნებული, რომ პოლიციამ წაიყვანა. ასევე დავურეკე ჩემს მეგობარ გია თორთლაძეს, რომელიც მეუღლესთან ერთად მაშინვე მოვიდა მანქანით. „ფეისბუქზეც“ მოვასწარი ამბის დატოვება, სადაც ჩემი მობილურის ნომერიც დავწერე და უამრავმა ადამიანმა დამირეკა, მათ შორის ამერიკიდან და ევროპიდან. როცა პატრული მოვიდა, მინიმუმ ნახევარი საათი დასჭირდათ იმის გასარკვევად, სად იყო ჩემი შვილი და ბოლოს გლდანინაძალადევის პოლიციაში აღმოაჩინეს. ანუ, პრაქტიკულად, მთელი საათის განმავლობაში არ ვიცოდი, სად იყო ჩემი შვილი...
როცა პოლიციაში მივედით, ზუსტად იმ დროს დავინახე ცოტნე, რომელიც ზედა სართულიდან ქვემოთ ჩაჰყავდათ დასაკითხად. დაკავებიდან მხოლოდ ორი საათის შემდეგ მისცეს საშუალება, რომ ჩემთვის დაერეკა... სამი დღე წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ გამომწყვდეული. დაკავების დღესვე, დღის 2 საათზე პოლიციამ ჩვენს სახლში ჩხრეკა ჩაატარა და ვერაფერი იპოვა, თურმე, ნუ იტყვით, იარაღს ეძებდნენ. გამომძიებელს, რომელიც ჩხრეკის შემდეგ ოქმს ადგენდა ვკითხე, რამდენად მართებული და სანდო იყო ერთი ადამიანის სიტყვიერ ჩვენებაზე პირის დაკავება, დამეთანხმა და მითხრა - ძიების შემდგომ ნაბიჯებს ვახორციელებთ და ესეც პლუსია, თქვენს სახლში რომ არაფერი აღმოჩნდაო. მისი თქმით, პარალელურად დაზარალებული ინეზა გელაშვილის, ავტოლომბარდის მფლობელის ცოლის მიერ ბრალდებულთა ამოცნობის პროცედურა მიმდინარეობდა, რომელიც, ბრალდების ვერსიით, დაყაჩაღების მომენტში ერთადერთი იყო, ვინც ლომბარდში იმყოფებოდა. შემდგომში ისიც გავიგეთ, თუ რა გზით ამოიცნო ინეზა გელაშვილმა ცოტნე და ლაშა, როგორც ყაჩაღები. პოლიციის სამმართველოს უფროსის კაბინეტიდან „ჟალუზები“ გადასწიეს, დერეფანში მდგომი „ყაჩაღები“ კარგად დაანახვეს და ისინი რამდენიმე ადამიანში „ამოიცნო“ . უნდა ითქვას, რომ ინეზამ რამდენჯერმე შეცვალა საკუთარი ჩვენება. თავდაპირველ ჩვენებაში წერდა, რომ დაკავებულებს სახეზე შარფები ეკეთათ, მოგვიანებით კი სასამართლოზე მოწმის სახით საჯარო დაკითხვის დროს თქვა, რომ იმ ორ პიროვნებას, რომლებიც ლომბარდში შემოვიდნენ, შარფები სახეზე კი არა, კისრებზე ეკეთათო. ორი კვირის წინ ჩატარებულ სასამართლო პროცესზე ინეზა გელაშვილმა განაცხადა, რომ არასოდეს დაავიწყდებოდა ყაჩაღების სახეები და მათი ამოცნობა პრობლემას არ წარმოადგენს. ამ განცხადებიდან სულ ცოტა ხანში, ცოტნეს ადვოკატმა შესთავაზა დაზარალებულ ინეზა გელაშვილს, დაესახელებინა, რომელი იყო მის ზურგს უკან მყოფი სამი ადამიანიდან ცოტნე, ინეზამ მოკლე პაუზის შემდეგ ბადრაგზე მიუთითა, რომელიც ცოტნე ეგონა. ამ დროს დანარჩენი ბრალდებულები - მამუკა ბაყაშვილი და ჯაბა ლომიძე მინის „ბოქსში“ ისხდნენ, ჯამბაზიშვილს უკვე საპროცესო ჰქონდა გაფორმებული და დარბაზში არ იმყოფებოდა, ცოტნე კი მინის „ბოქსის“ გვერდით იჯდა ადვოკატის უკან და ბადრაგები მისგან ორივე მხარეს იდგნენ.A ამ სანახაობას ვეღარ გაუძლო პროკურორმა ლანა ცერცვაძემ, ფეხზე წამოდგა და თითით დაანახვა გელაშვილს, ცოტნე ეს არისო!A ამის შემდეგ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მოსამართლე პროცესს იქვე დაასრულებდა და ბრალდებულებს დარბაზიდანვე გაათავისუფლებდა.
- მოსამართლე ვინ არის და რა რეაქცია ჰქონდა მას მომხდარზე?
- მოსამართლე გახლავთ ბადრი კოჭლამაზაშვილი. კომპეტენტურმა ადამიანებმა ჯერ კიდევ ორი თვის წინ მითხრეს მასზე, ეს მოსამართლე იმითია ცნობილი, რომ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მისი განაჩენების 99% გამამტყუნებელი შედეგით და გაუმართლებლად დიდი სასჯელის ვადებით სრულდებოდა.
- თქვენ ფიქრობთ, ცოტნე თქვენი პოლიტიკური შეხედულებების გამოა დაპატიმრებული?
- სხვა ახსნა არ გამაჩნია. თავად იმსჯელეთ, საქმეში არ არსებობს არანაირი უტყუარი მტკიცებულება და სასამართლოც გაუმართლებლად ჭიანურდება. საქმე, რომელშიც მხოლოდ თორმეტამდე ადამიანი ფიგურირებს, ოთხთვენახევარი გაწელეს და არ დაუსრულებიათ. პირველ ივლისს მოსამართლემ გამოაცხადა, რომ შვებულებაში გადის და შემდეგი პროცესი 3 სექტემბერს ჩანიშნა. თანაც, ყველაფერთან ერთად, მეორე „საქმეც“ შეუერთეს. იქ კი ორჯერ მეტი მოწმეა, ვიდრე პირველში. საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ჯაბა ლომიძე პოლიციაში აწამეს და ეს ამბავი გასაჯაროვდა, მისი სახით საკვანძო მოწმე დაკარგეს და საქმე ეშლებოდათ, ამიტომ ჯაბა ლომიძეზე ზეწოლის მიზნით მის წინააღმდეგ ახალი საქმე გამოაცხვეს - ე.წ. ლეპტოპის საქმე". თითქოს ლომიძემ საკუთარ მამიდას სახლიდან მოჰპარა ლეპტოპი, რომელმაც ამის გამო პოლიციაში უჩივლა. საქმის მიხედვით, მამიდის საჩივარი პოლიციაში 7 თებერვალს შევიდა, პროკურატურამ კი ეს ამბავი მხოლოდ თვენახევრის მერე გაიხსენა. ეს იყო ბოლო მცდელობა ჯაბა ლომიძეზე ზეწოლისა, რათა თავდაპირველ ჩვენებას დაბრუნებოდა. ლომიძესთან პროკურორი შევიდა და უთხრა, რომ ყაჩაღობის ბრალდებიდან თავი რომც გამოეხსნა, ციხეში მაინც მოუწევდა ჯდომა ლეპტოპის გამო, მაგრამ თუ თავდაპირველ ჩვენებას დაუბრუნდებოდა, ამ საქმეს გააქრობდნენ. მიუხედავად პროკურატურის შანტაჟისა, ჯაბა ლომიძეზე ამ ზეწოლამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. საინტერესო კიდევ ისაა, რომ პროკურატურისვე ვერსიით, დაყაჩაღება ამა წლის 21 იანვარს მოხდა, ბიჭები კი 14 თებერვალს აიყვანეს, ანუ 21 დღის შემდეგ. არ გაინტერესებთ, ლეპტოპზე მამიდის საჩივარი როდისაა პოლიციაში შესული? 7 თებერვალს... იბადება ლოგიკური კითხვა - თუ შვიდში მამიდამ საჩივარი შეიტანა და 14 თებერვალს ჯაბა დააკავეს, რატომ მაშინვე არ წაუყენეს მეორე საქმეზეც ბრალი? თვენახევარი რას ელოდებოდნენ, თუ საჩივარი ნამდვილი იყო და არა ლომიძეზე და, სავარაუდოდ, მამიდამისზე უხეში ზეწოლის შედეგი.
Rating
- თუ გაქვთ ეჭვი კონკრეტულ ადამიანზე, ვინ შეიძლება, გამოეყენებინათ თქვენი შვილის წინააღმდეგ?
- როდესაც ლაშა ჯამბაზიშვილი მისი ბოლო სასამართლოდან ციხეში გადაჰყავდათ, მასთან ერთად მანქანაში მამუკა ბაყაშვილი და ჯაბა ლომიძე ისხდნენ, ცოტნე იმ მანქანაში არ ყოფილა. ბიჭებს უთქვამთ ლაშასთვის, ეს ყველაფერი რატომ იკადრე, რატომ დაიბრალე ეს საქმე და ჩვენც რატომ დაგვღუპეო? რაზეც ჯამბაზიშვილს უპასუხია - რა ვქნა, მეც გამიგეთ, პროკურატურა ოჯახის წევრებით მემუქრებაო!
ცოტნემ და ლაშას ძმამ - კახა ჯამბაზიშვილმა, რომელიც დღეს დედის გვარს - ლომსაძეს ატარებს, ერთმანეთი 1998 წელს ლოსანჯელესში გაიცნეს. მე მაშინ ამ ქალაქში ვცხოვრობდი და ცოტნე ერთი თვით ჩემთან იყო ჩამოსული, რადგან იმხანად უკვე დაოჯახებული იყო და თბილისში ცხოვრობდა. კახაც ცოტა ხნით იყო ჩამოსული საქართველოდან და იქ გაიცნეს ერთმანეთი. მოხდა ისე, რომ კახა ლოსანჯელესში დიდ შარში გაეხვა და მოკლედ რომ გითხრათ, ძალა არ დავიშურე და ამერიკის ციხის მრავალწლიანი პატიმრობისგან ვიხსენი, რადგანაც ვიცოდი, რომ უდანაშაულო იყო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ცოტნე და კახა ამხანაგობას აგრძელებდნენ. წინა ხელისუფლების დროს, 2012 წლის გაზაფხულზე, კახამ თბილისში რამდენიმე პოლიკლინიკა შეისყიდა სახელმწიფოსგან. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კი ექიმები აუჯანყდნენ და კახას ცხოვრებაც აირია. ფინანსურ პოლიციასა და პროკურატურაში დაარბენინებდნენ. ეს ცოტნესგანაც ვიცოდი და ტელევიზიითაც ვნახე სიუჟეტი.
ბანკში ჩადებული ჰქონდა საკუთარი და მშობლების ბინები და არა მხოლოდ პოლიკლინიკების, ბინების დაკარგვის რეალური საშიშროების წინაშეც დააყენა ფინანსურმა პოლიციამ და პროკურატურამ. ეჭვი მაქვს, რომ პატიმრობითაც დაემუქრნენ. „ყაჩაღობის“ საქმეზე ბიჭების დაკავებიდან მთელი წინასწარი პატიმრობის განმავლობაში კახას ძმა, ლაშა, ბრალს არ აღიარებდა, შემდეგ კი უცბად, ერთ დღეში, წინასაწარ სასამართლომდე ზუსტად ერთი კვირით ადრე ძველი ადვოკატი შეუცვალეს და ახალი, პროკურატურის „ნასედკა“ ადვოკატის მეშვეობით ჯამბაზიშვილმა დანაშაული „აღიარა“ და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დათანხმდა. საინტერესო ისიცაა, რომ ლაშა ჯამბაზიშვილის დაპატიმრების დღიდან მისი ძმა არსად ჩანდა და მხოლოდ ლაშას წინასწარი პატიმრობის ვადის მიწურულს გამოჩნდა. მითხრა, რომ ბულგარეთში იყო წასული პროკურატურისა და ფინანსური პოლიციისგან თავდასაღწევად. კახას ჩამოსვლიდან ორი დღის შემდეგ აღიარა ლაშამ.
გლდანის ციხეში თავისი ძმის უეცარი „აღიარების“ შემდეგ კახა მოულოდნელად სახლში მესტუმრა და მითხრა - მოდით, ცოტნემაც აღიაროს ლაშასთან ერთად და ორივეს წელიწადნახევარს მისცემენ, პროკურატურაში საქმე ჩავაწყვეო. გაოგნებულმა ვუთხარი - შენი ძმის შენ უკეთ იცი და ცოტნე ნამდვილად უდანაშაულოამეთქი. თანაც რატომ უნდა აღიქვან ცოტნემ და ლაშამ წელიწადნახევარი ციხეში ჯდომა, როგორც საჩუქარი პროკურატურისგან, მაშინ, როდესაც საქმე პრაქტიკულად დაშლილია, მთავარი მოწმე კი, ვისი ჩვენების საფუძველზეც საქმე იყო შეთითხნილი, დაკარგეს და არანაირი უტყუარი სამხილი არა აქვთმეთქი? ყველაზე მიკერძოებული მოსამართლეც კი ვერ ცნობდა მათ დამნაშავეებად ასეთ ვითარებაში და რაში სჭირდება ამ ფონზე ცრუ ბრალის აღიარება და ამით დანარჩენი ბიჭების გაწირვამეთქი? ამაზე კახამ არაფერი მიპასუხა, მოულოდნელად დამეთანხმა და დავშორდით.
მაშინ კიდევ ვერ ვუშვებდი, რომ ნამდვილი მიზეზი კახა იყო, რომელიც იმდენად შეაშინეს, რომ საკუთარ ძმას შეუთვალა ციხეში, თუ ბრალს არ აღიარებ, ციხიდან როცა გამოხვალ, ბინაც კი არ გექნება, ღამე რომ გაათიოო. ეს ყველაფერი მოგვიანებით გახდა ცხადი და ლაშა ჯამბაზიშვილის მიერ ადვოკატ მიქაუტაძისთვის ნათქვამი ფრაზა ბოლოს გახდა გასაგები, „მე ყოფილი პოლიციელი ვარ და კარგად ვიცი ამ უწყების სტრუქტურა, სხვა გზა არა მაქვს გარდა იმისა, რომ დანაშაული ვაღიაროო"...
ადამიანები დააშინეს, ბიზნესის, ბინებისა და თავისუფლების დაკარგვით დაემუქრნენ და ჩემი და ჩემი შვილის წინააღმდეგ გამოიყენეს. ვერანაირი ხელისუფლების ცვლა ვერ გამოიწვევს მდგომარეობის გაუმჯობესებას, სანამ ახალი ხელისუფლება მხოლოდ აბრას გამოიცვლის და ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული მანკიერი სისტემის მთავარ დასაყრდენს, ამ სისტემებში ჩაბუდებულ ადამიანებს არ შეცვლის, რომლებიც მხოლოდ ერთ რამეში არიან „პროფესიონალები“ , როგორ შეასრულონ ზემდგომ თანამდებობის პირთა ნებისმიერი შავბნელი შეკვეთა. ნორმალურ ქვეყნებში სასამართლო დამოუკიდებელი ინსტანციაა, ჩვენში კი საიდუმლო არაა, რომ ტრადიციულად იგი ძირითადად შსსსა და პროკურატურის ნების აღმსრულებელია.
და თუ დღეს გარკვეულ წრეებში მოდურია „სისტემურ დანაშაულზე“ საუბარი, იმდენი სინდისი და გულწრფელობა კი უნდა ეყოთ, რომ დაინახონ, ეს სისტემა წინა ხელისუფლებიდან კი არა, ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან მოდის და მას შემდეგ არ შეცვლილა. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ კომუნისტების დროიდან მოყოლებული ამდენი ხელისუფლება შეიცვალა და სამთავიანი მონსტრი კი ისევ ცოცხალია და ძირითადად თანამემამულეთა გამწარებითა და ტანჯვით არის დაკავებული.
დარწმუნებული ვარ, სანამ შსს, პროკურატურა და სასამართლო სხვა თაობისა და აზროვნების ხალხით არ დაკომპლექტდება, ნებისმიერ
სისტემურ ცვლილებაზე საუბარი მხოლოდ პოპულიზმად და საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრად დარჩება.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 36 /
სანდრო
დუტა-ჭუტა,ალიბი როგორ არ ექნება,როდესაც უდანაშაულოა,მაგრამ შენს თავში არ შედის ის რისიდ ანახვაც არ გაწყობს.დედემისი ვერ ილაპარაკებს ალიბიზე,რადგანაც სასამართლო ჯერ არ დამთავრებულა და სასამართლოზე დაკითხვამდე დაცვის ინტერესებში ამაზე არ ისაუბრებდა.ვითომ არ გესმის მაგდენი ხომ?რამდენი რამეა საჭვო ამ საქმეში ბრალდების საწინააღმდეგოდ,თუნდაც ის რომ საქმეში ბრალდების მხრიდან ორი ყოფილი პოლიციელია,ერთი ლომბარდის მეპატრონეა და მეორე ის,ვინც ვითომ დააყაჩაღა და მერე "აღიარა".ეს არ იწვევს შენში ეჭვს ხომ?ყველა ნორმალურ ადამიანში იწვევს და შენ პირიქით,მამულაშვილის დედის ინტერვიუში დაინახე საეჭვო დეტალები? ამის მერე რომ გეტყვი,სინდისთან მწყრალად ხარ-თქო,გეწყინება? ეს ამბავი რომ მიშას დროს მომხდარიყო პირველი შენნაირები გამოხტებოდნენ წივილ-კივილით,ვიცი დანამდვილებით.აი ამიტომ არ შეიძლება შენისთანა ხალხს რაიმე დაუჯერო და პატივი სცე და რუსეთი აქ ნამდვილად არაფერ შუაშია.თქვენისთანა ხალხისთვის ის კი არაა მთავარი,მამულაშვილი დამნაშავეა თუ არა,არამედ ის თუ ვისი შვილია და მხოლოდ ამის მერე "მსჯელობ" დამნაშავეა თუ არა ვინმე.დღეს უკვე მიშას მოწინააღმდეგეებიც კი წერენ რა განუკითხაობა ხდება შსს-ში და პროკურატურაში,იმაზე რომ საქმეები ისევ ისე იკერება და ხალხს ისევ ისე აწამებენ,მამაუკა მიქაუტიძის ამბავი ამის დასტურია და არა მხოლოდ ის. დათო გელაძე პოლიციის მაღალჩინოსანმა ამა წლის 26 მაისს 18 წლის ბექა სვანს ესროლა იარაღი სახეში და ის შემთხვევით გადარჩა,ეს ნაგავი გელაძე გირაოთი გამოუშვეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.მამულაშვილი კი,რომელსაც თურმე ფულიც კი არ აუღია,ხუთი თვეა ზის და სასამართლოს დამათავრება არ აღირსეს.ეგაა "კანონზე მაღლა არავინ იდგება და ყველა თანასწორია კანონთან"?ეს არ გეჩვენება "საეჭვოდ"?ამაზე რა მიპასუხებ? ბედუკაძე და მისი 16 ბანდის წევრებს მინიმალური სასჯელები რომ მისცეს და ბევრიც გამოუშვეს ამაზე რას იტყვი?ესაა მართლმსაჯულება? მაგრამ რას მიპასუხებ,როდესაც პასუხი ვერ გექნება და ისევ დემაგოგიას მოყვები.
15:54 / 16-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სანდროს
სანდრო, ცოტა კორექტულად, ზრდილობიანად და ჭკვიანად ილაპარაკე. რატომ გადადიხარ სხვის ლანძღვაზე? არაადეკვატური პიროვნება რომ ხარ ისედაც ნათელია. საერთოდ რამე ვთქვი რომ დამნაშავეა ეს ბიჭი, ან მსგავსი? უბრალოდ ბევრი კითხვა დამებადა და დავსვი. რა შუაშია აქ ან რუსეთი, ან სხვა აბდაუბდა? ხომ ხედავ რომ სხვაგან წახვედი? ბოღმა და ღვარძლი რატომ გახრჩობს? უბრალოდ ვიკითხე, მაინტერესებს, ამდენ პოლიტიზერებას არ ჯობდა პირველივე წინადადება ალიბით დაწყებულიყო? თუ აქვს ალიბი ეს ხომ ყველაზე ადვილი სათქმელი იყო? ამხელა ინტერვიუა და ერთი სიტყვა არ არის ალიბზე ნახსენები. საერთოდ ადამიანის ცუდი როგორ უნდა გაგიხარდეს თუ ნორმალური ხარ თვითონ? რატომ ითხოვს ეს ქალბატონი კამერის ჩანაწერს თუ ამ ბიჭს ალიბი აქვს? და კიდევ, წესიერად წაიკითხე ინტერვიუ და მიხვდები რომ უამრავი კითხვა ჩნდება, რასაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება. კიდევ გირჩევ წაიკითხო დუტას კომენტარი. მაგრამ საეჭვოა რამე გაიგო, შენს კომენტარებში იმდენი ღვარძლი და ბოღმაა, ღმერთმა გვაშოროს შენისთანა ადამიანი მთავრობაში. უბრალოდ ჯერ უკეთესია შენი კომენტარი წაიკითხო და დაფიქრდე რა დაწერე. თუ ეს ადამიანი უდანაშაულოდ ისჯება ძალიან ქვეყანას დააზიანებს, მაგრამ შენივე ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ შენ მზად ხარ ყველა ადამიანს პასუხი აგებინო მხოლოდ იმის გამო, რომ დასვა შეკითხვა და აქვს განსხვავებული აზრი. აქ არავის უნდა ეს ადამიანი ციხეში იჯდეს, უბრალოდ არის ინტერვიუ, სადაც ყველას სხვადასხვა კითხვა გაუჩნდა და იმის მაგივრად რომ ბოლომდე და ზუსტად უპასუხო გადადიხარ ლანძღვაზე, პასუხებს თავს არიდებ და ყველა "რუსეთუმე" გეჩვენება. ამიტომ თავი დაანებე პოლიტგანცხადებების გაკეთებას და თუ მართლა გაქვს პასუხები კითხვებზე დადე კომენტარებში და იყავი კორექტული. ერთხელ და სამუდადოდ იქნებ ვეღირსოთ ღირსეულ კამათს, სადაც თემის გარშემო იქნება საუბარი და სადაც ყოველი კითხვა, განსხვავებული აზრი დაპირისპირებას არ გამოიწვევს.
12:01 / 16-07-2013
გამოხმაურება / 0 /
დუტა
თეაჯან,საქართველო მანიაკ მიშას ხელში არ გეცოდებოდა? სანდრიკ-გოჩა,სად დაინახეთ თქვე ტვინატროფირებულებო,რომ მე ამ კეკელა დედაკაცის-ორჯონიკიძის შვილზე თუნდაც ერთი სიტყვა ვთქვი? ბიჯოოო!!!ყველა ერთნაირი დუპლეტები როგორ ხართ ეს ნაცმონები :))))) და რამდენი უდანაშაულო,მშიერი და საცოდავი ჩაყარეს ციხეში მაგ დედააფეთქებულმა ნაცფაშისტებმა, დაგითვლიათ?რამდები ბავშვი დააობლეს,რამდენი დედა აატირეს,გიფიქრიათ? არ გიფიქრიათ და ვერც იფიქრებდით,იმიტომ,რომ გამოქლიავებული მიშას თაყვანისმცელები ხართ და იმდენი არ გესმით,რომ მიშამ გაგვიყიდა ქართული წყალი,ტყე და მიწა,რაც ხელშეუხებელია და სახელწიფოს,ხალხის საკუთრებაა.იდიოტთა ხროვა ხართ,რა უნდა გელაპარაკოთ.მიშამ მიწის ის ფენაც კი მიყიდა ირანს,რომელიც მოსავალს იძლევა და კიდევ რომ ნაყოფიერი გახდეს,საუკუნეები ჭირდება.კრეტინთა ხროვა,ერთ ნავში უნდა ჩაგყაროთ და შუა ოკეანეში ზვიგენების დასანაყრებლად გისრიალოთ.ერთ კეთილ საქმე მაინც გააკეთებთ ცხოვრებაში :))))
06:06 / 16-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თეა
ამ ქოცისტანის კომენტარებს რომ ვკითხულობ,მათ მაგივრად მე მცხვენია.რა უგულო და უთავმოვარეო უნდა იყო,რომ ამ პოსტებს წერდე.ჩემი ქვეყანა მეცოდება თქვენს ხელში თორემ თქვენისთანა ვაი ქართველები გინდ ყოლია ქვეყანას და გინდ არა.პუწინი არ გამიბრაზოთ და ბიძინა ჩეიდევით,ბიძინა!
03:42 / 16-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სანდრო
შე მართლა გაუგებარო,ვინ გითხრა და საიდან მოიტანე რომ ცოტნე მამულაშვილს ალიბი არა აქვს?რა დიდი მიხვედრა უნდა იმას,რომ აქ მთავარი მიზანი "სროკის" მისჯა კი არ იყო,არამედ ქალბატონ მაიას,ცოტნეს დედის რეპუტაციის გაფუჭება და ამით მისი დასჯა.იმიტომაც შეუთვალეს კახა ჯამბაზისვილის პირით,რომ თუ ცოტნე აღიარებდა,მცირე ვადას მისცემდნენ.და რომ აღიარებდა,იმას ნიშნავდა რომ მაია ორჯონიკიძემ შვილი ვერ გაზარდა,ყაჩაღი გაუზრდია და ეს იყო მთავარი მიზანი-დიდი ჭკუა უნდა ამის მიხვედრას შე მართლა გაუგებარო და უტვინო? ამ ქოცებს ისე გახრჩობთ ბოღმა და ღვარძლი,რომ მზად ხართ უდანაშაულო კაციც დამნაშავედ აღიაროთ უპირობოდ,რადგან ის თქვენთვის საძულველი მაია ორჯონიკიძის შვილია.ღმერთს ვთხოვ,ქალბატონი მაიასნაირი ბევრი ყავდეს ამ სულგაყიდული რუსეთის მონებით დასახლებულ ქვეყანას. თქვენ კი უბრალოდ გულისამრევები ხართ და საკუთარ ღვარძლში დაიხრჩობით ბოლოს!
03:01 / 16-07-2013
გამოხმაურება / 0 /
დუტა
გაიხარე ირინა დაიკო :) სანდრიკას კი ვეტყოდი,რომ ნაცმონებს ერთი უბედურება გჭირთ-თავის დროზე ამართლებდით ნაცების არაკაცობას,ციხეების უდანაშაულო ადამიანებით გამოტენას,26 მაისს, 7 ნოემბერს,სანდროს,ბუტას და ვინ მოთვლის რამდენ უბედურებას,ამართლებდით და მკერდით იცავდით მათ არაადამიანობას,სწორედ ეგ მოგწონდათ ,რომ ადამიანების ბედი ფეხზე არ ეკიდათ ნაცმანიაკებს.ამიტომ რითი განსხვავდებით შენ და შენისთანები ნაც კაცისმკვლელებისგან?-არაფრით.თქვენც დამნაშავეები ხართ,რომ თქვენი ტუტრუცანული კერპთაყვანისმცემობით გასჯღაოდით ''მიშა-მიშას'',ნაცვლად იმისა,საქართველოზე და ქართველ ხალხზე გეფიქრათ.ამიტომ და იმიტომ,მე ვფიქრობ,შენც არამზადა და საქართველოს მუწუკი ხარ.შენნაირებს გავლანძღავ კი არა, ცემაში გავხეთქავდი,მაგრამ რათ გინდა,მაინც ვერაფერს მიხვდებით ტვინამოყირავებული მონებო:)
02:39 / 16-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ირინა
დუტა 100% -ან სიმართლეს ამბობ,ყველაფერში გეთანხმები,წაიღეს ტვინი ამ ნაცებმა რააააა.
23:03 / 15-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
როგორც მახსოვს, ეს ქალბატონი ძველ ხელისუფლებას ბევრ რამეში ამრთლებდა. ასე იქცეოდნენ ნაცები სხვების მიმართაც და რა გაუკვირდა, კიდევ ნაკლები მიუციათ,მაგას დაგაჯერებდნენ ადრე?
21:18 / 15-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გაუგებარია
გაუგებარია ეს ყველაფერი. თუ "ვიღაც კახამ" (ვიღაცა ცუდად არ გამიგოთ, ვიღაცას მხოლოდ იმიტომ ვამბობ, რომ პროკურატურასთან საქმე ჩააწყო) პროკურატურასთან საქმე ჩააწყო და ყველას წელიწადნახევარში გამოუშვებენ გამოდის, რომ ამ ხალხის დიდი ხნით ციხეში ჩასმა არ ყოფილა განზრახული. საერთოდ პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებისას 5-6 წელზე ნაკლებს არ ითხოვენ (ანუ მინიმუმ ერთი საარჩევნო ციკლი), ნაცების პერიოდში მინიმუმ 8 წლით აპატიმრებდნენ და ციხეშივე უმატებდნენ წლებს თავიანთი "გემოვნებით". აქედან გამომდინარე შეიძლებოდა იმის ვარაუდი, რომ "ცოტნე" დედის პოლიტიკური შეხედულების გამო დაიჭირეს და ამისთვის "კახას" ბიზნესთან პრობლემა გამოიყენეს რაშიც ძმა და ძმის ძმაკაცების ჩართვაც გახდა საჭირო, მაგრამ ეს "კახა" ცხადდება საინტერესო წინადადებით - "აღიარე და წელიწადნახევარში თავისუფლება". თანაც ეს "კახა" ამერიკაშიც კი "უდანაშაულოდ" უნდა ჩაესვათ მრავალი წელი ციხეში და ამ ქალბატონმა ის "იხსნა ამერიკის ციხეში მრავალწლიანი პატიმრობიდან" - ეს საერთოდ რას ნიშნავს? და ყველაზე დიდი კითხვისნიშანი არის ის ფაქტი, რომ აპელირება მიდის დედიდ პოლიტიკური შეხედულების გამო შვილის დაპატიმრებაზე და არ ამბობს, რომ ჩემი შვილი ამ ძარცვის დროს იმყოფებოდა კონკრეტულ ადგილას, ანუ მხედველობაში მაქვს ალიბი. საერთოდ ყველა ნორმალურ შემთხვევაში პირველ რიგში ყველა იტყოდა რომ აქვს ალიბი და არავინ დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ დედის პოლიტიკური შეხედულების გამო დააკავეს. როგორც ჩანს ამ ქალბატონის აზრით მისი პოლიტშეხედულების გამო შვილის დაკავება არის არგუმენტი, ეს არის მტკიცებულება და მხოლოდ აღიარებითი ჩვენება არაფერს ნიშნავს? კიდევ ბევრი რამ არის გაუგებარი, მაგრამ ჩამოთვლილიც საკმარისია
16:53 / 15-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლოლო
ნამდვილად ნაცმოს ხალხის გაკეთებულია ეს საქმე,რომლებიც შსს-ში კიდევ ბევრია.ამით უნდათ დისკრედიტაცია გაუკეთონ ბიძინას მთავრობას. რაც შეეხება ცოტნეს,დარწმუნებული ვარ მის უდანაშაულობაში და იგი თავისუფლების ღირსია. ის ნამდვილად კარგი ახალგაზრდაა ციხეში მისი ადგილი არაა.
15:26 / 15-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS