დაგვეთანხმებით, რომ ასეთ საქმიან ადამიანს ტელეფონი და მობილური ინტერნეტი ძალიან სჭირდება იმისთვის, რომ საქმე სწრაფად მოაგვაროს და რაც შეიძლება მეტი დრო დაზოგოს და მოიგოს...
- უნდა გითხრათ,
- აქტიურად ყოფილხარ ჩართუ-ლი და როგორც ვატყობ, კომპიუტერი არც კი გჭირდება...
- კი, ასეა, ისეთ დონეზე ვარ ტელეფონით ამ ყველაფერში ჩართული, რომ იშვიათად ვჯდები კომპიუტერთან.
- ამგვარი დამოკიდებულება რა პრობლემებს გიხსნის და გიგვარებს?
- უპირველესად მიხსნის დროის პრობლემას. მაგალითად, ტელეფონში ინტერნეტის დახმარებით იმეილს ვიღებ, ძალიან სწრაფად ვნახულობ და კომპიუ-ტერთან დაჯდომა, გახსნა არ მჭირდება. თან, მატყობინებს კიდეც, რომ მოვიდა. ასე რომ, საკმაოდ სწრაფად ვხსნი და სწრაფადვე ვპასუხობ. რაც მთავარია, ხომ ვამბობ, დროის პრობლემა იხსნება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგანაც მოგეხსენებათ, დღევანდელ ცხოვრებაში დროის როგორი დეფიციტია.
- რამდენი ხანია, ასე აქტიურად ხარ ჩართული?
- თავიდან რომ შემოვიდა, ასეთი სწრაფი არ იყო და ამ ყველაფერს ვერ ვახერხებდი. ინტენსიურად ბოლო 3-4 წელია, ამასთან, ამ პერიოდში მეტი საქმე დამემატა, ანუ თვითონაც გავხდი აქტიური და მობილური ინტერნეტიც და-მჭირდა. ამაში ხელს მიწყობს ინტერნეტისსისწრაფე. ადრე მობილური ინტერნეტის გამოყენება იმაზე იყო დამოკიდებული, რა ადგილას მოვხვდებოდი და დაიჭერ-და თუ არა კარგად, სხვა შემთხვევაში კომპიუტერს ვიყენებდი. ახლა კი ეს პრობლემა მოხსნილია - ქუჩაში, ფეხით სიარულისას, მანქანით მოგზაურობა-მგზავრობისას შემიძლია, ყველანაირი საქმე მოვაგვარო, - წერილი დავწერო, მიღებული შეტყობინება ჩამოვტვირთო, გავხსნა, შევამოწმო და ავტვირთო.
- რა ფუნქციებს იყენებ?
- ყველაზე საჭირო რაც არის: იმეი-ლი, სხვადასხვა სოციალური ქსელი: ''ფეისბუქი'', ''ვაიბერი,'' რაც ფოტოს, იმეილის გაგზავნაში მეხმარება. ''ვაიბერით'' უფრო სწრაფად შეიძლება, ადრესატს ფოტო მიაწოდო და მისი აზრი იმ გზავნილთან დაკავშირებით მალევე მიიღო. მაქვს ''ტვიტერიც'' და საერთოდ, ყველა ფუნქციას ვიყენებ. ''მიყვარს ნათელი მხარე, სიბნელე არ მომწონს''
- 4G-მ ხომ საგრძნობლად გა-აუმჯობესა ინტერნეტის ხარისხი?
- საგრძნობი განსხვავებაა, რაც სისწრაფეზე შეიმჩნევა. 3G-ის შემთხვევაში შენელებული იყო, დიდი ფაილის ჩამოტვირთვა, ვიდეოს გახსნა ჭირდა, ახლა ვერც კი გრძნობ, ისე აგვარებ ყველაფერს. ძალიან კომფორტულია. ვინც არ არის ამ ყველაფერში ჩართული, ვურ- ჩევ, რაც შეიძლება მალე ჩაერთოს, ამ ფუნქციით ისარგებლოს, დამიჯერეთ, ბევრ რამეს მოახერხებს. რაც შეიძლება, სწრაფად გადმოვიდნენ ამ ნათელ მხარეს, რომელიც ძალიან კომფორტულია, დროის დიდ ეკონომიას გააკეთებთ და საქმეს უფრო მალე მოაგვარებთ.
ლალი ფაცია