11 მარტი, 2015
როგორ ზრდის მსახიობი ნინო ლეჟავა ოთხ ბიჭს
მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ნინო ლეჟავა 4 შვილის დედაა. სამი შვილი ისე გააჩინა, არც დაფიქრებულა, აი, მეოთხე კი ნამდვილად სასწაულებრივად მოევლინა ქვყანას. ნინოს მეუღლე რეჟისორი გოგა ქაჩიბაია გახლავთ. წყვილმა შვილები 2 წლამდე დამოუკიდებლად გაზარდა, ორივე მუშაობდა, მაგრამ ერთმანეთს ხელს ისე უწყობდნენ, რომ კარიერისა და ოჯახის შეთავსება, მრავალშვილიანი მშობლებისთვისაც კი შესაძლებელი ყოფილიყო.

- ნინო, რა ასაკში გახდით დედა და როგორ ფიქრობთ, მზად იყავით ამისთვის?
- 20 წელი არც ისე პატარა ასაკია დედობისთვის, 30 დეკემბერს გავაჩინე შვილი
- ნიკოლოზი, 10 იანვარს კი 21 წლის გავხდი, ეს ყველაზე დიდი საჩუქარი იყო ღვთისგან. ეტყობა, დედობრივი ინსტინქტი თავიდნავე განვითარებული მქონდა, ბავშვები პატარაობიდნავე ძალიან მიყვარდა. მე დედისერთა არ ვარ, მყავს ნახევარძმა მამის მხრიდან, რომელთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ იმის დანაკლისი სულ მქონდა, რომ და-ძმები ერთად არ ვიზრდებოდით, ყოველთვის მენატრებოდა პატარა ბავშვები. 20 წლის გავთხოვდი, სტუდენტი ვიყავი, მაგრამ ერთი წუთით არ მიფიქრია იმაზე, რომ შვილის გაჩენა ადრე იყო, დავფეხმძიმდი და გავაჩინე, ავიღე ერთწლიანი აკადემიური, ის დრო გავატარე ბავშვთან, მერე დავბრუნდი ისევ მეორე კურსზე, პარალელურად ვმუშაობდი, მეხმარებოდა დედა, ძალიან რომ არ გადაღლილიყო, მყავდა დამხმარე ძიძაც და მეც ყველა თავისუფალ წუთს ბავშვთან ვატარებდი. ცოტა რომ წამოიზარდა, ყველგან დავდიოდით ერთად და სხვათა შორის, ჩემს შვილს ის პერიოდი ყველაზე ბედნიერ წლებად მიაჩნია. მაშინ ახალი გახსნილი იყო თეატრალური სარდაფი, სადაც დროის დიდ ნაწილს ჩემთან ერთად ატარებდა, არც ერთი სპექტაკლი არ გამოუტოვებია და სწორედ მაშინ მოიწამლა თეატრის სიყვარულით. ნიკოლოზი პირველი ქორწინებიდან მყავს, ახლა უკვე 20 წლისაა, ჯარი მოიხადა და მსახიობობაზე ოცნებობს. მე კი მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში, თუ პატრონი არ გყავს ან იღბალი არ გაქვს, ძნელია ამ პროფესიით "გაქაჩო". ვთხოვ, რომ უცხო ენებზე გააკეთოს აქცენტი და საზღვარგარეთ წავიდეს სასწავლებლად, თუნდაც პოლონეთის ჰოლივუდის სკოლაში, სადაც ორწლიანი სწავლებაა, მაგრამ სანდო წყაროებიდნ გავიგე, რომ შესაძლოა 2016 წელს ამავე სკოლის ფილიალი ჩვენთან გაიხსნას და თუ ასე მოხდა, რასაკვირველია, მირჩევნია აქ ისწავლოს. ყველაფერი უფლის ნებაა და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
]
- მეორე შვილი რამდენ ხანში გააჩინეთ?
- 11-წლიანი შესვენების შემდეგ. მეორე ოჯახი 30 წლის ასაკში შევქმენი და სამი შვილი გავაჩინე, მადლობელი ვარ ღმერთის, რომ სიყვარულით სავსე ოჯახი გვაქვს.

- მართალია, თქვით, რომ ბავშვები ყოველთვის გიყვარდათ, წინასწარ ფიქრობიდთ, რომ ოთხ შვილს გააჩენდით, თუ უბრალოდ ასე მოხდა.
- მესამე შვილის გაჩენაზე ნამდვილად არ დავფიქრებულვარ, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის მილიონი საშუალება არსებობს, მინდოდა და გავაჩინე. ძალიან გაჭირვებული პერიოდები გვქონდა და ეს არავის უკვირს, დღესაც არ ულხინს ხალხს, მაგრამ ვცხოვრობ ასეთი დევიზით: სხვა ხომ ჩემზე უარესადაა, სხვა ხომ ზრდის ჩემზე მეტ გაჭირვებაში ჩემზე ბევრ შვილს?! თუ უფალი დაუშვებს იმას, რომ შვილი უნდა გაგიჩნდეს, მის ლუკმასაც გამოგიგზვანის. რატომღაც ასეთი იმედით და რწმენით ვარ ხოლმე. ამის მიუხედავად, მეოთხე შვილის გაჩენა ნამდვილად არ მქონდა დაგეგმილი, თან მარტო ჭამა და ჩაცმა-დახურვა ხომ არაა? უნდა მისცე კარგი განათლება, ატარო წრეებზე, დააბინავო და ა.შ. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გეტყვით, რომ მეოთხე ორსულობა ჩემთვის იყო შოკი და გასაოცარი. მესამე შვილი საკეისრო კვეთით გავაჩინე და გადავიკეტე ორივე მილი, რაც იყო აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ მეოთხედ აღარ დავრჩებოდი. ზუსტად ერთი წლის რომ გახდა ანდრია, შემდეგ სასწაულებრივად დავრჩი ორსულად. ჩაჩავას კლინიკა ფეხზე დადგა, ამბობდნენ, 15 წელია ასეთი რამ პრაქტიკაში არ გვქონია, რომ მილებგადაკეტილი ადამიანი დაფეხმძიმებულიყოსო. რეალურად მქონდა გადაკეტილი მილები, არავის მოვუტყუებივარ, მაგრამ მივხვდი ერთ რამეს - 5 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა მამა, მსახიობი გია ლეჟავა გარდამეცვალა, წავიდა გია, მაგრამ 6 მაისს, გიორგობას გაჩნდა ჩემი მეოთხე შვილი – გიორგი, როგორც ჩანს, ეს იყო ჩანაცვლება, უნდა დაბადებულიყო და ასე სასწაულებრივად დაიბადა გიორგი.

mshoblebi
- 4 ბიჭის გაზრდა მარტივი არაა, როგორი მეთოდები გაქვთ?
- ოთხივეს სხვადასხვა ენაზე უნდა დალაპარაკება, მაგრამ ოთხივეს ერთნაირად ვზრდი, ერთსა და იმავე ლექციას ვუტარებ ამა თუ იმ საკითხზე. ყველას თავისი ხასიათი აქვს, ზოგი მეტად ჯიუტია, ზოგი – ნაკლებად ამყოლი და ა.შ. ჩემთვის ცემა მეთოდი არ არის, ყველანაირი ძალისხმევის გამოყენებით ვცდილობ, ავუხსნა, ვთხოვო, თბილი და ტკბილი სიტყვით მივაღწიო მიზანს, ვიდრე ბრძანებით, დამონებით და ჩაგვრით. მაგრამ როცა ვერაფერს აგებინებ, ტონის აწევა და უკანალზე პატარაზე მოცხება შეიძლება, თუნდაც იმიტომ, რომ იგრძნოს, მე უფროსი ვარ და უნდა დაემორჩილოს რაღაც კანონებს, მაგრამ ესეც იშვიათად. რასაც ძალადობა ჰქვია, სახეში გალაწუნება, ქუჩაში რტყმა, საშინლად მაღიზიანებს და ჩემთვის მიუღებელია. ბავშვს ჩვილობიდან მოყოლებული უნდა ჩააგონოს ყველა მშობელმა, რომ ის პიროვნებაა, არავის აქვს უფლება, მას შეურაცხყოფა მიაყენოს, ბავშვს უნდა მიუდგე მისი ასაკის შესაბამისად და უნდა უნდა ელაპარაკო მისთვის გასაგებ ენაზე. მე ამ მეთოდით მოვიგე უფროს ვაჟთან, მისი მეგობრები მთვლიან მეგობრად და არა ძმაკაცის დედად, მეკითხებიან რჩევებს თუნდაც პირად საკითხებზე, ქუჩის ამბებზე და ა.შ. 

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS