11 მარტი, 2015
როდის მიირთვა კოტე თოლორდავამ კუს სუპი
მსახიობი კოტე თოლორდავა უპირატესობას იტალიურ-ფრანგულ სამზარეულოს ანიჭებს, თუმცა ამჟამად დიეტაზეა და საყვარელ ქართულ კერძზეც უარს ამბობს. კოტეს კულინარიის თემაზე რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.

- შენი წიგნების თაროზე ან სამზარეულოში მოიძებნება ადგილი კულინარიული წიგნებისთვის?
- აუცილებლად.

- ვინ ყიდულობს ხოლმე მათ?
- მე.

- ...და ხშირად იყენებ?
- კი.

- რომელი ქვეყნის სამზარეულო გირჩევნია?
- იტალიურ-ფრანგული.

- ყველაზე ეგზოტიკური რა გაგისინჯავს?

- რვაფეხა, არა, ამაზე ეგზოტიკურიც დამიგემოვნებია, მაგალითად, კუს სუპი.

- როგორ გემოს ანიჭებ უპირატესობას?
- ცხარეს.

- რომელი კერძი გამოგდის ყველაზე გემრიელად?
- სტეიკი, შამპინიონების სოუსით.

- კულინარიულ გადაცემებს უყურებ?
- დრო არ მაქვს.

- ქალის გულის მოსაგებად კერძი მოგიმზადებია?
- კი და სხვათა შორის, გაჭრა კიდეც.

- რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქალი კარგი მზარეული იყოს?
- სასურველია, რომ კერძების მომზადება ეხერხებოდეს, თუმცა ეს მისი მთავარი ღირსება არ უნდა იყოს.

- გურმანად მიგაჩნია თავი?
- დიახ.

- ეთანხმები მოსაზრებას, რომ ხორცეულს მამაკაცი უკეთესად ამზადებს, ვიდრე ქალი?
- კი.

- რომელ მაღაზიაში ყიდულობ საკვებს?
- ძირითადად, ''ნიკორაში''.

- რატომ?
- კარგი თევზეული და ნეკნები აქვთ, თევზეულიდან განსაკუთრებით ქაშაყი მიყვარს, უგემრიელესია და ვიცი, რომ ხარისხიანი და სანდოა. თან ახლოს არის ჩემს სახლთან.

- ჩამოთვლილი პროდუქტით რა კერძს მოამზადებდი?
- ყველაფერს ერთმანეთზე დავალაგებდი და ორ შებრაწულ პურს შორის მოვაქცევდი.

ინგრედიენტები:

მოხარშული ძეხვი
მაიონეზი
პური
ზეთისხილი
ზეთი
სალათის ფოთოლი
მდნარი ყველი

თათული ღვინიანიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS