- ჩემს ცხოვრებაში პირველად წიწილები ''შემოვიდნენ'', ცოტა ხნით, რამდენიმე საათით მოჰყა-ვდათ, ესეც ალბათ ბავშვის
- რაც შეეხება პირველ ძაღლს...…
- ძაღლი ყოველთვის მინდოდა, უბრალოდ, არავინ მაძლევდა სახლში მიყვანის ნებას. კორპუსის ბინაში მართლა ძალიან რთულია ძაღლის მო-ვლა, ცოდოა ოჯახიც და ძაღლიც. ადრე უნდა ადგე, გაასეირნო სამი საათით მაინც, ჩემს ოჯახში კი ამისი დრო არავის აქვს, თუმცა გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა მაშინ, რო-დესაც ძაღლი მაჩუქეს. ეს იყო სამი კვირის ლულუ, ძალიან საყვარელი და უსუსური, ამერიკული კოკერსპანიელი, რომელიც 8 წელი მყავდა. ოჯახის წევრების წინაშე დავდე პირობა, რომ თავად მოვუვლიდი, ვაჭმევდი, გავასეირნებდი და სხვებს არ შე-ვაწუხებდი. რაღას იზამდნენ?! მივიყვანე სახლში, ჩემი ოჯახის ყველა წევრი მთელი ერთი დღე დაღვრემილი სახით დადიოდა, როცა ჩემი მეგობრები მოდიოდნენ ლულუს სანახავად, იყო ჟრიამული და მხიარულება. ოჯახის წევრების მოწყენილობამ მხო-ლოდ ერთ დღეს გასტანა, მეორე დღესვე დედაჩემს ისე შეუყვარდა ლულუ, შენი ნინო აღარავის ახსოვდა, მესამე შვილად მიიღო. ძალიან უზნეო გამოდგა, შავი ხახა ჰქონდა, საშინლად იკბინებოდა, ჩემს ვერც ერთ მეგობარს ვერ იტანდა, ყველა დაკბენილი ჰყავდა. სტუმარი ვერ მოდიოდა, იწყებოდა გაუთავებელი ყეფა, შეიძლებო-და, ვიღაცისთვის ფეხი მოეჭამა. ერთ ჩემს მეგობარს შუბლზე დაეკიდა, საოცარია, ვიცი, მაგრამ მართლა ასე იყო, კრიჭა თუ შეეკვრებოდა, მტრისას. მისი მოყვანიდან პირველი ერთი წლის განმავლობაში სახლში ყველაფერი დახეული იყო. ორი წლის ლულუ შევაჯვარეთ, მაგრამ ძალიან არ გაგვიმართლა, ლეკვები ანომა-ლიებით გაჩნდნენ, ძალიან იწვალა, სამი ლეკვი დაყარა და სამივე ეგრევე მოკვდა, ამაზე ისე ინერვიულა და ისე იდარდა, 2 თვის განმავლობაში დადიოდა, ტიროდა და ეძებდა. ამის შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო დაჭკვიანება, მაგრამ სულ დაღონებული იყო. ამ ყველაფრის შემდეგ დაეწყო ჰორმონალური დარღვევები, ამას დაემატა კა-ნის, ყურის პრობლემები, ეს ყველაფერი კი მოდიოდა ჰორმონებისგან, შეჯვარება ნამდვილად აღარ მინდოდა და არც შეი- ძლებოდა, 6 წლის განმავლობაში ექიმიდან ექიმთან დავდიოდით, საბოლოოდ ძალიან კარგ ექიმს მივაკვლიეთ, რომლის დამსახუ-რებითაც ლულუმ კიდევ ერთ წელიწადს იცოცხლა. ოპერაცია გავუკეთეთ, რომე-ლიც ვეღარ გადაიტანა. ძალიან რთული აღმოჩნდა ლულუს გარეშე ყოფნა.
- თუმცა ახლა გყავს სხვა ძაღლი.
- ლულუ 18 იანვარს გარდაიცვალა, ექიმთან რომ დამყავდა, იმ დროს ჩვენს ვეტერინარ ნათიას მიუყვანეს პატარა ლეკვი. მე რომ ლულუ გადასხმებზე დამყავდა, მესმოდა ამ ლეკვის ტირილი, ანგრევდა ყველაფერს. მისმა ტირილმა ძალიან შემაწუხა, გამოვიყვანე გალიიდან, მოვეფერე და რა- ღაცნაირად დაწყნარდა, ჩემი დადგმული საჭმელი შეჭამა, მიუხედავად იმისა, რომ საჭმელს არ ეკარებოდა. ამ ყველაფრის ფონზე დედამ მითხრა, ლულუს შემდეგ რომ დაწყნარდე, თუ გინდა წავიყვანოთო. მეგონა, სახლში ძაღლს აღარ მივიყვანდი, მაგრამ იმ დღესვე წამოვიყვანე და ახლაც ჩემთანაა, თუმცა ჩემი არაა, ფოთში მიდის 13 მარტს, სხვა პატრონი მოუძებნეს, მა-გრამ ისე მიყვარს, როგორ უნდა გავუშვა, არ ვიცი.
- ნინო, ჩიტი ან რაიმე ფრინველი არ გყოლია?
- მე არ მყოლია, მაგრამ ჩემს დეი-დაშვილს ჰყავს. ერთი თვის განმავლო-ბაში წასული იყო და მე დავიტოვე. თავი-დან გამიჭირდა შეგუება, რადგან თავის პატრონს მიჩვეული უზნეო თუთიყუში იყო და მე არ მეკონტაქტებოდა, არადა, ძალიან ჭკვიანი ფრინველია, ლაპარაკობს კიდეც. რა არ დამჭირდა, რომ შემჩვეოდა, ვიხტუნავე და ვიცეკვე მის გარშემო, ერთი-ორჯერ ოთახშიც გამოვუშვი და ნელ-ნელა მიხვდა, რომ შინაური ვიყავი. ამასობაში ცუდი სიტყვებიც ვასწავლე, არადა, კატეგორიულად ვიყავი გაფრთხილებული, ეს არ გამეკეთებინა. მაინც ვასწავლე ''ბოზო''. თან ასე ამბობდა, ''მოდი, გაკოცო ბოზო'', ჩემი დეიდაშვილი და მისი მეუღლე რომ და-ბრუნდნენ, შეაღეს თუ არა სახლის კარი, თუთიყუშმა დაიძახა ჩემი ნასწავლი ფრაზა, გადაირივნენ, დამირეკეს, მაგრამ გვიანი იყო, ფრინველი უკვე გარყვნილი მყავდა (იცინის).
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''