07 მარტი, 2015
გივი ბერიკაშვილის შვილიშვილის თეატრალური ქორწილი და კითხვა, რომელიც ბაბუამ დაუსვა
ერთად თავს კარგად ვგრძნობდით და ''სხვა'' ეტაპი დაიწყო მანანა ბერიკაშვილის ქალიშვილმა ანო მაისურაძემ და მსახიობმა ნიკა ნანიტაშვილმა ხელი იმ სცენაზე მოაწერეს, სადაც ერთმანეთი გაიცნეს.

- მე და ნიკამ ერთმანეთი ერთი წლის წინ გავიცანით, როცა დედაჩემმა მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიწყო სპექტაკლის''ჩვენ გველის დიდება'' დადგმა. თავიდან ყველა მსახიობი ერთად გავიცანი და ნიკას მიმართ რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება არ მქონია, რეპეტიციების დროს დავმეგობრდით. როცა მეკითხებიან, როდის გადაიზარდა თქვენი მეგობრობა სიყვარულშიო, პასუხს ვერ ვცემ, იმიტომ, რომ ნამდვილად არ მახსოვს. სპექტაკლის
მზადების პერიოდში თითქმის 24 საათი ერთად გვიწევდა ყოფნა, მივეჩვიეთ ერთმანეთს, მერე კი მივხვდით, რომ ერთად თავს კარგად ვგრძნობდით და''სხვა'' ეტაპი დაიწყო.

- დედა იცნობდა ნიკას, მაგრამ ოჯახის დანარჩენი წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?
- სანამ ჩვენი ურთიერთობა ოფიციალურ სახეს მიიღებდა და მანანა ჩვენი გრძნობების შესახებ გაიგებდა, ნიკას მიმართ ისედაც დიდი სიმპათია ჰქონდა. როცა ჩვენი სიყვარულის შესახებ შეიტყო, ძალიან ბუნებრივად მიიღო, ერთად დიდი დროის გატარება გვიწევდა, რამაც დედას მისცა საშუალება, ნიკა კარგად გაეცნო. რაც შეეხება ოჯახის სხვა წევრებს, ნიშნობამდე ცოტა ადრე გივიმ იკითხა, ეს ბიჭი ასე ხშირად რატომ დადის ჩვენს სახლშიო?! ყველა კი ხვდებოდა, რაშიც იყო საქმე, მაგრამ ეს ხუმრობით თქვა. როცა გამოვაცხადეთ, რომ დაქორწინება გვინდოდა, ოჯახის წევრებისთვის ეს ალბათ პატარა შოკი იყო, ჩვენთვის კი ვმსჯელობდით უკვე ოჯახის შექმნაზე, მაგრამ დანარჩენებისთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა. ყველას გაუხარდა, მაგრამ მოვლენები სწრაფად განვითარდა და გააზრება, გათავისება ცოტა გაუჭირდათ.

- ყველაფერი რომ ტრადიციების დაცვით მომხდარიყო, ეს თქვენი გადაწყვეტილება იყო?
- პომპეზური და დიდი ქორწილი ჩემი ოცნება არასდროს ყოფილა, ზოგადად, ქორწილი რომც არ მქონოდა, გულიც კი არ დამწყდებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი ქორწილი ისეთი გამოვიდა, ნამდვილად ვინანებდი, რომ არ გვქონოდა.

- თეატრში ხელისმოწერა ვისი იდეა იყო და ვინ გაუკეთა ორგანიზება?
- ყველამ ერთად მოვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ხელი თეატრში მოგვეწერა, მაგრამ ორგანიზება საკუთარ თავზე მანანამ აიღო. მეგობრები ძალიან დამეხმარნენ, სცენა ჩემმა მეგობარმა, ნიჭიერმა მხატვარმა ნიკა სახამბერიძემ გააფორმა. ჯვრისწერის შემდეგ მივედით მოზარდ მაყურებელთა თეატრში და სიმბოლურად იმ სცენაზე მოვაწერეთ ხელი, სადაც ერთმანეთი გავიცანით.

- ოჯახის რომელ წევრს გაუჭირდა ყველაზე მეტად სახლიდან შენი წასვლა?
- საქმე ისაა, რომ არსად წავსულვარ (იღიმის). გათხოვებამდე ოჯახში მე, გივი, ლეილა, მანანა და ჩვენი ძაღლი ვცხოვრობდით, ქორწილის შემდეგ კი ბებია-ბაბუა ჩვენს ძველ სახლში გადავიდნენ, ძაღლიც თან წაიყვანეს, მე, მანანა და ნიკა კი ერთად ვცხოვრობთ. გივისა და ლეილასთან ცხოვრებას ძალიან ვიყავი შეჩვეული, დიდ კომფორტს მიქმნიდნენ, ალბათ, ცოტა ხანს მეც და მათაც გაგვიჭირდება, მაგრამ ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობთ და ჩვენ შორის დისტანცია არ გაჩენილა.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
.......
ეს კაი, ჰო, მაგრამ დედამისი როგორ გათხოვდა?
11:22 / 08-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მოქალაქე
აქ რომ იმოძღვრებით სიკეთის კეთებაზე, თვითონ რას გასცემთ ცოტა იმაზეც იფიქრეთ. რა თქმა უნდა ხალხს ძალიან უჭირს, არავინ დაობს ამაზე, მაგრამ ადამიანს ქორწილის უფლება ნამდვილად აქვს და ეს ცხოვრებაში ერთხელ ხდება და იქნებ შევარგოთ.ბატონი გივი დამსახურებული არტისტია და ასე ადვილად ნუ განიკითხავთ მის ოჯახს...
01:51 / 08-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
მშვენიერი გოგოა,კიდევ კარგი დედამისს არ გავს :D ეგ არის რომ ძალიან პარტიული გახდა ამათი ოჯახი და მანანამ ძალიანაც შეირცხვინა თავი :((
16:52 / 07-03-2015
გამოხმაურება / 0 /
hiugo555
ხლისტებო--- ნუთუ ამოწყდით და პროტესტის გრძნობაც აღარ დაგრჩათ,დასკვნებს ვერ აკეთებთ,მომავალს როგორ დაინახავტ?/.Yველა გასაკეტებელს რომ შვილებს უტოვებტ....????? ყველა შევარდნაძე მილიონერია(ახვლედიანიც),მიშას ნათესაობა,(ნაცები ყველა დასაქმებულია).ეს ქოცებიც 2წ გამდიდრდენ.ღმერთმა ყველას დიდი ქორწილი გადაახდევინოს.მაგრამ ვინც მომაკდავი ხალხის გადსარჩენი ფულიდან (ბიუჯეტიდან)რაიმე სახით თუნდაც თეთრს ღებულობს სამუდამოდ იღებს წყევლას იმ პატარების(305ბავშვი0) სულებიდან ,ვინც დაიღუპა მთავრობის უსულგულო (დანაშაულებრივი )დამოკიდებულობის გამო. სიმსივნიანი 2ჯგ პენსიონერის პენსია 100ლარია.ნუთუ აუცილებლად უნდა მოგივლინოთ ღმერთმა რომ მიხვდეთ თუ რა ცოდვას ჩადიხართ.
11:44 / 07-03-2015
გამოხმაურება / 0 /
გია
მწარე ღნაცი ხარ,გეტყობა,ქართველების უსაყვარლეს მსახიობს რომ შვილიშვილის ქორწილს აყვედრი! ბერიკაშვილების მთელი ოჯახი შრომობს,ცნობილები არიან და არც არავის ხარჯზე უცხოვრიათ გნაცებივით! ვინ მოგცა უფლება ასაყვედურო და ''დამოძღვრო'' თავისი ნაშრომი როგორ დახარჯოს ამ ოჯახმა? მანიაკი მეგის ქარდავას ქორწილი არ გაგხსენებია რატომღაც და ნეტავი რატომ? არც უგულავას ცოლის ვოიაჟები გახსენდება და არც მთლიანად,ნაცნაძირლების აურაცხელი ქონება,რომლრბმაც სწორედ იმ დამიანებს წაგლიჯეს,დღეს რომ ნაგვის ურნებში იქექება! უსინდისო ღორები არიან გნაცები და მასზე დიდი უსინდისოები,მათი დამცველმონები!
21:15 / 06-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS