04 მარტი, 2015
გოგონა 7 ზომა მკერდით ტელევიზიას დაუბრუნდა – ''შორენა ბეგაშვილივით არ დამიწყია...''
ვაკაჭი შოუბიზნესის მამაა, ილოც ამ ბოლო დროს პოპულარული გახდა ნინო ადამაშვილი წლების წინ პოპულარული სახე გახლდათ, ამიტომ მაყურებელმა ადვილად გაიხსენა გოგონა 7 ზომა მკერდით ტელეკომპანია ''202''- დან. ახლა ''იმედზე'' შალვა რამიშვილის შოუში და ტელეპროექტ ''ერთხელ საქართველოში'' სკეტჩებში იღებენ.

- პროფესიით მსახიობი ვარ და წლების წინ ეთერში პირველად გამოვჩნდი ''202''-ზე სერიალში ''დიდი სახლი''. შემდეგ იყო გადაცემა ''შმატრული'', სადაც ძალიან ბევრი სერია ვითამაშე. მოგვიანებით სატირულ-იუმორისტული ჯგუფ ''ვიაგრა სუპერლაითის'' დამფუძნებელი და წევრი ვიყავი, ვიდეოარტებს ვიღებდით და პრეზენტაცია ყოველთვის
''იმედზე'', გადაცემა ''დროებაში'' გვქონდა. ვოკალზე პრეტენზია არასოდეს მქონია, ეს იყო ხუმრობა და ზოგმა სხვანაირად გაიგო. შალვა რამიშვილის დაკავების შემდეგ ჩემს საქმიანობას დროებით ჩამოვშორდი. თან, მალე გავთხოვდი კიდეც. მე და ჩემი მეუღლე შეუღლებამდე ორი წელი შეყვარებულები ვიყავით. ახლა ორი შვილი გვყავს.

- მეუღლეს მოსწონდა შენი საქმიანობა?
- სხვა მსახიობებსაც ჰყავთ მეუღლეები, შეიძლება, რაღაც არ მოსწონდეს, მაგრამ იცის, რომ ამას პროფესიის გამო ვაკეთებ და პატივს სცემს ჩემს საქმიანობას, ისევე, როგორც მე - მისას. დედამთილი კი არასოდეს ჩარეულა ჩვენს ურთიერთობაში. თან ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. პირიქით, ზოგჯერ უცინია კიდეც ჩემი მონაწილეობით სკეტჩებზე.

Rating

- შენი მკერდი, ფიზიკური მონაცემები ალბათ, დაგეხმარა პოპულარობაში.
- გარეგნობას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მარტო ამის ხარჯზე არ გავმხდარვარ პოპულარული. ჩემი მკერდი სილიკონისაც ეგონათ, მაგრამ ასეთი ჯიში გვაქვს და მამის დედასაც დიდი მკერდი ჰქონდა, უკრაინელი იყო, გვარად იუშჩენკო, მას ვგავარ. 13-14 წლის ასაკში ჩემი ფოტოები რომ ნახოთ, უკვე ამხელა მკერდი მაქვს და მაშინ, ასეთ პატარას, ოპერაციას რომელი მშობელი გამიკეთებდა. მკერდის გამო მეფიქრა, პამელა ანდერსონი ან ანნა ნიკოლ-სმიტი ვარ და ამით გავქაჩავ-მეთქი, ამის ილუზია არ მქონია.

- ასეთი ზომის მკერდი დისკომფორტს არ გიქმნიდა?
- თავიდან მქონდა კომპლექსები, რადგან ყველასგან გამოვირჩეოდი, მერე საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ღმერთმა მომცა და უბრალოდ, მე ასეთი ვიყავი. ისე, მხრების ტკივილი კი მქონია სიმძიმის გამო.

Rating

- დაპატარავებაზე არ გიფიქრია?
- საქართველოში ძირითადად იდიდებენ, მაგრამ ამ ზომაზე - არავინ. ადრე მიფიქრია დაპატარავებაზე, მაგრამ ახლა ნაკლებად. რაც ბუნებრივად მაქვს და ღმერთმა მომცა, უნდა მქონდეს.

- რამდენი წლის შემდეგ დაუბრუნდი ტელევიზიას?
- შალვამ რაც ''იმედზე'' დაიწყო გადაცემა, თუმცა მანამდეც მიმიწვია, თავისი კომპანია ჰქონდა და პროექტ ''პლანეტა ლაზიკაზე'' მუშაობდა, მაგრამ დაიხურა. ''შალვა რამიშვილის შოუს'' ეთერში გასვლის შემდეგ ისევ დამირეკა და ზვიოს წინასაარჩევნო იუმორისტულ პროექტ ''დემურ თვაურში'' ვმონაწილეობდი. კარგი გამოვიდა, მაგრამ არჩევნების დამთავრების შემდეგ ეს რუბრიკა, ჩემდა სამწუხაროდ, დაიხურა. ახლა როცა სჭირდებათ ხოლმე, ისევ მეძახიან. გულახდილად რომ გითხრათ, შალვასნაირი პროდიუსერი და შოუმენი საქართველოში არ არსებობს, ბედნიერი ვარ, რომ მასთან თანამშრომლობა მიწევს.

- ილო და ვაკაჭი როგორი პარტნიორები არიან?
- ძალიან სასაცილოები და საყვარლები. მათთან არასოდეს მოიწყენ. ვაკაჭი შოუბიზნესის მამაა, ილოც ამ ბოლო დროს პოპულარული გახდა. მომწონს გადაღებები. მომავალში კიდევ ერთ პროექტზე აპირებენ მუშაობას და მითხრეს, რომ მეც მიმიწვევენ. იმ პროექტში სხვადასხვა ტიპაჟის გოგონა იქნება და ერთ-ერთი მეც. თუ გამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ამ წლების განმავლობაში, სანამ შალვა გამოვიდოდა და დამირეკავდა, არც ერთ არხზე არ მივსულვარ. არადა, შემეძლო, სხვა იუმორისტულ პროექტებში დავკავებულიყავი, ყოველ შემთხვევაში, მეცადა მაინც. ამდენი წელი მასთან ვთანამშრომლობ და ჯერ არაფერი მწყენია.

Rating

- თუმცა განაწყენებული თანამშრომლებიც ჰყოლია...
- მარგო ლუჩკოს გულისხმობთ, ალბათ? - იცით, როცა ეს დაპირისპირება მოხდა, მე იქ არ ვყოფილვარ და დეტალებს არ შევსწრებივარ. დანამდვილებით ერთი რამ ვიცი, რომ შალვას შეუძლია, ყველა თემაზე იხუმროს, ოღონდ არა ინკლუზიურ ბავშვებსა და შეზღუდული შეს-აძლებლობის მქონე ადამიანებზე. უბრალოდ, მორალი არ მისცემს ამის საშუალებას! როგორც ვიცი, მარგოს ჯართის ჩამბარებლებზე უნდა გაეკეთებინა რეპორტაჟი და ეს ორი რამ სულ სხვადასხვა თემაა.

- არსებობს შენთვის მიუღებელი როლები?
- აქამდე რაც შემოუთავაზებიათ, ასეთი არაფერი ყოფილა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არის. შორენა ბეგაშვილი რითიც გახდა პოპულარული, ყველამ იცის, მე მსგავსი რამ არ მჭირდება. ძალიან მინდა, მომავალში თეატრშიც ვითამაშო. ვნახოთ, რა გამოვა. მე საერთოდ თეატრის მსახიობი ვარ. ეს სულ სხვა სამყაროა, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიაც ძალიან მიყვარს.

- შენ პირადად რა მოგცა სკანდალურმა პროექტმა ''ვიაგრა სუპერლაითი
''?
- მაშინ ვაჟიშვილებზე ვხუმრობდით და ეს თემა აქტუალური იყო, მაგრამ მარტო მაგით არ გავუცვნივარ ხალხს. თან, ხუმრობით გადავიღეთ ეს ორივე კლიპი.

- მგონია, რომ გათხოვებამ შეგცვალა და უფრო თავშეკავებული გახდი...
- (იღიმის) ჰო, ალბათ, ისეთ კლიპს აღარ გადავიღებ. და საერთოდ, შორენა ბეგაშვილივით არ დამიწყია და არც მომავალში ვაპირებ. თუმცაღა ადრე იყო შემოთავაზება შოთა კალანდაძისგან ფილმში მონაწილეობაზე, მაგრამ მის შემოქმედებას, შოთასგან განსხვავებით, კლასიკად არ მივიჩნევ, თან, უბრალოდ, მე ეს არაფერში მჭირდება. მსახიობი ვარ, თანაც უფრო იუმორისტული, უბრალოდ, რაღაცნაირად მკერდიც (არამიზნობრივად) დაემთხვა ამ ყველაფერს, სულ ესაა (იცინის).

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 39 /
ტაფარელი
რა ძუძუებზე ლაპარაკობტ რა
22:38 / 11-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ხატია
ვერ ვხდები შორენას რატომ უკბინავებს :) ზოგი როგორ ზოგი როგორ აღწევს წარმატებას :)
14:21 / 11-03-2015
გამოხმაურება / 0 /
@@@
შალვას მეხოტბე სხვანაირი ვერ იქნები შალვას გარეშე არავინ ხარ მსახიობი კი არა მკერდიან ხე ხარ
17:23 / 10-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
შორენა ლამაზია.მომწონს ვიზუალურად.მაგრამ როგორც მსახიობი უნიჭოა.ეს გოგო უფრო ნიჭიერია
17:20 / 10-03-2015
გამოხმაურება / 0 /
@@@
აუ ეს ვინ არის რა დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე და შალვაზე. ვაზელინი გამახსენდა.. შორენას რომ შეედრება სირცხვილი არ არის? ვაკაჭი როა შოუბიზნესის მამა და შალვა ნათლიმამა იმიტომ არ გვაქვს შოუბიზნესი საქართველოში გოგონი.მკერდი რომ აქვს მაგხელა იმიტომ გახდა შესამჩნევი თორემ იქნებოდა დიასახლისი ჩვეულებრივი.თავს რო არ უყადრის პამელა ანდერსონს და შორენას.:)სასაცილოა სატირელი რომარ იყოს
17:19 / 10-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მ...
სად შენ და სად შორენა ბეგაშვილი :)) რას გავხარ... ფაქტია რომ გშურს მისი, მაგრამ სულ რომ შუაზე გაიხე ვერასოდეს ვერ გახდები მისი ნახევარიც კი :)))
16:28 / 10-03-2015
გამოხმაურება / 0 /
....
სად შენ და სად შორენა ბეგაშვილი :)) რას გავხარ... სულ რომ ლანძღო მაინც ვერასოდეს ვერ გახდები მისი ნახევარიც კი, ეს შედარებები ერთ რამეს ამტკიცებს მარტო, გშურს მისი :))
16:24 / 10-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ლილი
შეიძლება შორენა ლამაზია მაგრამ უნიჭოა როგორც მსახიობი .
15:04 / 10-03-2015
გამოხმაურება / 0 /
სალო
კაი რაა შორენას ასი წელი ვერ დაემსგავსები მის ფეხის ფრჩხილადაც არ ღირხარ.სირცხვილია ასე რო კბენს ეს ხალხი..შორენა ერთ ერთი უმშვენიერესი ქართველია და ვამაყობ ამით.მისი პირადი ცხოვრება კიარა ფიზიკური სილამაზე მხიბლავს.სიცხვილია ესეთი ბოღმა და ეგოიზმი
23:04 / 09-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ბარბარე,
როგორ შეიძლება, ვინმემ შეგაქოს ვინმეს ლანძღვის ფონზე,- შორენას დიდი მოტრფიალე არ ვარ მაგრამ- მილიონი ოპერაცია ,რომ გაიკეთო იმის ნახევარიც ვერ დადგები, ოპერაციის შემდეგ თუკი ვინმე ლამაზია ამისი საფუძველიც უნდა ჰქონდეს მის სხეულს, თორემ რამდენიც გინდა გაიკეთე მხოლოდ დამახინჯდები და ამის ბევრი მაგალითი არსებობს - ასე,რომ ფიზიკურად ერთი მდაბიო გამომეტყველება გაქვს - და ცჰვენც ვიციტ ასეთ შემთხვევაში ყველაფერი ნაცნობობითაა არაფერი გაქვს ფიზიკურად ისეთი რის გამოც ბეგაშვილს შეედარო- შენი მკერდი ჩემთვის პირადად ავადმყოფობაა და მეტი არაფერი, მაგის ნახევარი მკერდი მაქვს და ერთი სული მაქვს როდის გავხდები კიდევ ,რომ ცოტათი დამიპატარავდეს- მეტის თქმა არ არის საჭირ ისედაც ვიცით შენნაირი უტვინოებითაა ტვ-ბი სავსე
16:30 / 09-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS