- გიორგი, კერძების მომზადება გეხერხებათ?
- ისე რა, შემფასებელს გააჩნია. თავად მე მსიამოვნებს საკუთარი ნახელავის დაგემოვნება.
- ყველაზე გემრიელად რომელი კერძი გამოგდით?
- არასდროს მივყვები დაწერილ რეცეპტს,
- როგორ გგონიათ, ქალები უკეთესი მზარეულები არიან თუ მამაკაცები?
- ცალსახად რომელიმეს ვერ მივემხრობი. ჩემი აზრით, სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ქალბატონები უფრო აკურატულები არიან, ეს აშკარაა. კაცი სამზარეულოში ყველაფერს თავდაყირა აყენებს.
- დღის რა მონაკვეთში ახერხებთ სამზარეულოში ტრიალს...
- დილას, მაგრამ არცთუ ხშირად. უმეტესად მაშინ, როცა ნაბახუსევი მაწუხებს.
- სად ყიდულობთ პროდუქტს?
- არასდროს დავდივარ ბაზარში, ვერ ვიტან ვაჭრობას, მირჩევნია მარკეტში შევიდე. ხშირად ვსტუმრობ ''ნიკორას''.
- რატომ მაინცდამაინც ''ნიკორა''?
- პირველ რიგში, იმიტომ, რომ ხარისხიანი და ახალი პროდუქტი აქვთ. მომწონს მათი მაღალი დონის მომსახურებაც. აგრეთვე, ''ნიკორას'' მაღაზიის ლოკაცია ხელსაყრელია ჩემთვის, ახლოსაა ჩემს სახლთან.
- რაიმე ''საფირმო'' კერძი გაქვთ, რომლითაც მეგობრებს სიამაყით უმასპინძლდებით?
- მწვადი, რომლის შეწვაც კახეთში მასწავლეს და წვნიანები.
- კერძის შეფასებისას კრიტიკული ხართ?
- ძალიან, თან ჩემს მოსაზრებას ყოველთვის ხმამაღლა გამოვთქვამ და ოფიციანტს ვუზიარებ. თუ საჭმელი მომეწონება, ქება-დიდებას ვაგზავნი სამზარეულოში, ხოლო თუ დავიწუნებ... ვაი!!!
- ჩამოთვლილი პროდუქტით რა კერძს მოამზადებდით?
- მოხარშულ ძეხვს ტაფაზე შევწვავდი პურთან ერთად (პური ერთი თვეა არ მიჭამია, ძალიან მიყვარს, მაგრამ ფიგურას ვუფრთხილდები), თეფშზე სალათის ფოთოლს დავაფენდი, შემწვარ მასას მაიონეზს მოვასხამდი და ავურევდი, წვრილად დაჭრილ ზეთისხილს მოვაყრიდი და ბოლოს მდნარ ყველს მოვათავსებდი ზემოდან.
თათული ღვინიანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''