- ნინი, პროექტში მონაწილოების დროს ბებო გაგიხდა ცუდად, როგორაა ახლა?
-
- ახლა საავადმყოფოში რჩება?
- არა, საავამდყოფოდან გამოგვწერეს, ეს ისეთი მდგომარეობაა, რაც შეიძლება წლები გაგრძელდეს, შესაბამისად ჯობდა სახლში ყოფილიყო. როდის აღუდგება სხეულის ნაწილები, ექიმები ვერ განსაზღვრავენ, ამიტომ გამოვიყვანეთ და სახლში ვუკეთებთ ყველაფერს, ექიმიც აქ მოდის და არ აკლებს არაფერს.
- ყველა შვილიშვილს უყვარს ბებია, მაგრამ როგორც ვიცი, შენ კიდევ უფრო განსხვავებული დამოკიდებულება გაქვს მის მიმართ...
- კი, იმიტომ რომ მისი გაზრდილი ვარ და განსაკუთრებულად მიყვარს. დანარჩენებს არ ეწყინოთ, მაგრამ ბებო ახლაც მათამამებს, თან პირველი შვილიშვილი ვარ.
- დღევანდელ დღეს შენი გათამამება რაში გამოიხატება?
- ყოველთვის აკეთებს იმას, ნინის რაც უნდა, ნინის როგორც უნდა... (იღიმის)
- მისგან დასჯა ან გაბრაზება გახსოვს?
- არა. ბებიაჩემი იმ კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნება, რომელიც არასდროს არ ბრაზდება, ქართულ-რუსული ენის ფილოლოგია, პედაგოგი და ძალიან გაწონასწორებულია. არასდროს არ დაუყვირია ჩემთვის, ცემაზე ხომ ლაპარკიც ზედმეტია, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ბევრჯერ ვიმსახურებდი კიდეც, მაგრამ მისგან მაღალი ტონით საუბარი არ მახსოვს, შენიშვნა მოუცია, რა თქმა უნდა, ოღონდ ისე გაუკეთებია ეს, რომ მე მეტჯერ აღარ გამიმორებია ის, რის გამოც შენიშვნა მივიღე.
- ხიფათიანი ბავშვი იყავი?
- ცელქი ვიყავი-მეთქი ვერ ვიტყვი, უფრო ხიფათიანი მეთქმის, სულ დენი მარტყამდა, თმის "შპილკებს" ვუერთებდი ხოლმე "შტეფსელში" (იღიმის). მართლა ძალიან ბევრჯერ დამარტყა დენმა. ერთხელ ბაბუამ სიკვდილს ხელიდან გამომგლიჯა, ეს "შპილკა" რომ შევაერთე, იმდენად დიდმა დენმა დამარტყა, მთელ უბანს გაეთიშა ელექტროენერგია ჩემ გამო. ბაბუა რომ არ ყოფილიყო იქ და არ გამოვეგდე უკან, ვერ გადავრჩებოდი ალბათ. ყველაზე საოცარი ისაა, დასასვენებლად რომ მივდიოდი, იქაც დენი მირტყამდა, დედაჩემი დატანჯული მყავდა. მაშინ სპირალიანი "პლიტები" იყო და ამ სპირალს ხელებს ვადებდი. არ ვიცი, რატომ ვაკეთებდი ამას და რატომ მიჩნდებოდა დენთან ურთიერთობის სურვილი.
დროთა განმავლობაში დენის, შესაერთებლების შიში არ ჩამოგიყალიბდა?
- შენ წარმოიდგინე, არა.
- მოზარდებისთვის ყველაზე რთული პერიოდი გარდატეხის ასაკია, როგორ გახსენდება ის დრო, როგორი იყავი?
იხილეთ გაგრძელება