13 თებერვალი, 2015
რას ჰპირდებიან ვარსკვლავები ირაკლი ღარიბაშვილს და როდის გამყარდება ლარი
არც ერთი რელიგია არ უშლის ხელს სხვა მრწამსის ადამიანებთან თანაცხოვრებას დღევანდელ საქართველოში მოსახლეობას რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა აწუხებს, მათ შორის ერთ-ერთია ეკონომიკური სიდუხჭირე, განსაკუთრებით კი ლარის კურსის ცვალებადობა. ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილს ამ და სხვა მიმდინარე საინტერესო საკითხებზე ვესაუბრეთ.

- როგორ უნდა მოვიქცეთ უახლოესი თვეების განმავლობაში, რომ ფინანსურად არ ვიზარალოთ?
- ლარის კურსმა თამაში 28 ნოემბრის მერე დაიწყო. საქართველოს მონეტარულ კურსს ქალწულის ზოდიაქო განაგებს, ამჟამად კი შავი მთვარე ქალწულის ზოდიაქოში იმყოფება. 21 მარტამდე ხელისუფლებამ შესაძლოა, მოახერხოს ლარის
კურსის დასტაბილურება, მაგრამ ლარი არასტაბილური იქნება სექტემბრამდე. მერე კურსი დარეგულირდება და დიდი ხნის განმავლობაში გამყარდება. 18 თებერვლიდან 21 მარტამდე პერიოდში მოსახლეობას ვურჩევ, ფრთხილად იყვნენ საბანკო კრედიტების აღებისას. მოსალოდნელია, მოსახლეობის დიდი ნაწილი შეცდეს, ვერ გათვალოს თავისი შესაძლებლობები და მერე კრედიტების გადახდა გაუჭირდეს.

- პოლიტოლოგები ამბობენ, რომ შესაძლოა, პრემიერ-მინისტრი შეიცვალოს...
- პოლიტიკური ცვლილებები მოსალოდნელი იყო 20 იანვრიდან 19 თებერვლამდე. რადგან ჩვენი პრემიერ-მინისტრი ზოდიაქოთი კირჩხიბია, არ მგონია, რომ მას თანამდებობა დაატოვებინონ. შესაძლოა, სამინისტროებში გარკვეული ცვლილებები კიდევ მოხდეს. 19 თებერვლის შემდეგ წინა პლანზე წამოიწევს სოციალური მოთხოვნები. მღელვარება მოსალოდნელია სოციალურ ფონზე. სამართლიანობის აღდგენაზე შეუძლიათ, 19 თებერვლამდე ისაუბრონ. მერე კი მოუწევთ სოციალურ საკითხებზე დაფიქრდნენ და ყველაფერი გააკეთონ მოსახლეობის ფინანსური პირობების გასაუმჯობესებლად. მოსალოდნელია რადიკალური

ცვლილებები სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობაში. ევროპულ ქვეყნებში მიმდინარე ცვლილებები უბიძგებს საქართველოს, თვითონაც რადიკალური ცვლილებები განახორციელოს. 12 აგვისტომდე ნებისმიერი ცვლილება მომავალზე კარგად აისახება. მერე კი დაიწყება ერთწლიანი კარგი პერიოდი და მოსახლეობის ეკონომიკური დონე საგრძნობლად ამაღლდება.

- დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მცდელობა გვექნება?
- დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით სერიოზული ძვრები მხოლოდ 2017-2018 წლებშია მოსალოდნელი. მანამდე სიტუაცია მეტ-ნაკლებად არსებულის მსგავსი დარჩება.

- ბუნებრივია, გვაინტერესებს რა ბედი ელის უკრაინას?
- უკრაინას მართავს კუროს ზოდიაქო. 2014 წელი კუროებისთვის რთული იყო. როდესაც მაიდანზე აქციები დაიწყო, იმ პერიოდში პლუტონი მარსს შეუერთდა. აშკარა იყო, რომ ეს აქციები უკრაინის ტერიტორიების რღვევას გამოიწვევდა. ახლა ფაქტი ისაა, რომ უკრაინა ჯერჯერობით კვლავ იშლება. ქვეყანაში ნათელი სხივი გამოჩნდება 12 აგვისტოს შემდგომ. მხოლოდ მაშინ შეწყდება საომარი მოქმედებები. რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, უკვე ნაკლებადაა მოსალოდნელი. მაგრამ მოხდება მთავარი, მსხვერპლი აღარ იქნება. 12 აგვისტოს მერე შეთანხმების გაფორმებას დაიწყებენ. შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რადგან უკრაინაში არეულობა პლუტონისა და მარსის შეერთების დროს დაიწყო, ისეთი საზღვრები, როგორიც ჰქონდა, აღარ ექნება.

- ზოგიერთი ნათელმხილველი ამბობს, რომ რუსეთი ცეცხლის ალში გაეხვევა. შესაძლოა, რუსეთში საომარი მოქმედებები დაიწყოს?
- მსგავსი არეულობა მოსალოდნელი არაა. რუსეთში სულ სხვა რამაა მოსალოდნელი. გაძლიერდება დემოკრატიული სექტორი. 2015 წელს რუსეთში ოპოზიციური, დემოკრატიული მოძრაობა განვითარდება. სახელმწიფოში ასეთი ცვლილება გარდაუვალია. ის დემოკრატიულ სახელმწიფოდ არჩევნებისა და მიტინგების გზით გარდაიქმნება. პროცესი დასრულდება 2016 წელს. ფართომასშტაბიან ომში არც რუსეთი და არც ამერიკა არ ჩაერთვებიან. ჭკუა ეყოფათ და უკრაინაში დროზე შეწყვეტენ სისხლისღვრას. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინაშიც და რუსეთშიც ბევრი პოლიტიკოსის კარიერა შეეწირება ამ ყველაფერს.

- საქართველოს თუ ვიხილავთ გაერთიანებულს?
- საქართველოს მეოთხე სახლს, რომელიც ტერიტორიებს განაგებს, მართავს მორიელის ზოდიაქო. ეს ზოდიაქო მართავს ასევე საგადასახადო სისტემას, ფისკალურ და საინვესტიციო პოლიტიკას. როგორც კი ეს კომპონენტები გაძლიერდება, თავად ჩვენგან მოწყვეტილი ტერიტორიების მცხოვრებლებისთვის იქნება ხელსაყრელი ჩვენთან ყოფნა, დაახლოება ამ გზითაა მოსალოდნელი და არა ომით.
შემიძლია, შორი ამბების პროგნოზიც გითხრათ. შესაძლოა, ბევრ მკითხველს ჩემი აზრი არ მოეწონოს, მაგრამ მსოფლიო საბოლოო ჯამში მიდის ერთ სახელმწიფოდ გადაქცევამდე. გლობალისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მიმდინარე ტენდენციებს ვაკვირდები და აშკარაა, რომ ერთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებამდე მივდივართ. წაიშლება საზღვრები, შეიძლება, ერთი პარლამენტი იყოს, სადაც ყველა ქვეყნის წარმომადგენელი იქნება. კომუნიკაცია ახლა ძალიან გამარტივდა და უფრო მეტად გამარტივდება.

- ეს რამდენად შორეული პროგნოზია?
- ძირეული ძვრები ამ მიმართულებით 2022 წელს დაიწყება და მისი შექმნა გაგრძელდება 30 წელი. ამას კაცობრიობა ვერ გაექცევა. ისტორია ასე ვითარდება. ადრე თუ კაცობრიობა გამოქვაბულში ცხოვრობდა და ის გამოქვაბული იყო მისთვის სახელმწიფო, მერე ეს გამოქვაბულები გადაიქცა სოფლად და Mმერე გაერთიანდნენ ქალაქებად. ახლა უკვე იმ ეტაპამდე მივედით, რომ სახელმწიფოები უნდა გაერთიანდნენ ერთ სახელმწიფოდ. სამაგიეროდ, ავირიდებთ სისხლისმღვრელ ომებს.

- რელიგიასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეიქმნება?
- არც ერთი რელიგია არ უშლის ხელს სხვა მრწამსის ადამიანებთან თანაცხოვრებას. ძალიან კარგად ვიცი ისლამი, ყურანი ორჯერ მაქვს წაკითხული, მართლმადიდებელი ვარ, უბრალოდ, ინტერესის გამო წავიკითხე. ყურანში არც ერთი სიტყვა არაა, რომელიც ხოცვისა და ჟლეტისკენ მოუწოდებს მოსახლეობას. რელიგია ვერ შეეწინააღმდეგება დედამიწის ერთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. ნოსტრადამუსს აქვს ნაწინასწარმეტყველები, რისაც მე მჯერა. დედამიწაზე დადგება 1000წლიანი ოქროს ხანა. ათასი წლის მერე კი რა მოხდება, ჯერ არავინ იცის. შესაძლოა, ადამიანები სხვა პლანეტაზე გადასახლდნენ.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
!!!!!!!!!
გლობალიზაციის ტალღა მოდის, ჩვენ არავინ გვეკითხება და თუ სწორად მოვიქცევით, გადავრჩებით, თუ არა და ჩვენზე ბევრად ძლიერი ერები გამქრალან. ღელვაში ზღვიდან როგორ უნდა გამოვხვიდე? ტალღებს არ უნდა შეებრძოლო, პირიქით, უნდა მიჰყვე და ხელი სწორად შერჩეულ დროს მოიქნიო, ასე გამოხვალ ნაპირზე, სხვანაირად ვერა. უფლის ნების გარეში ხომ ფოთოლიც არ ვარდება ხიდან, გლობალიზაციაც ალბათ უფლის ნებაა. და ის, რომ მართლმადიდებლები რაღაც განსაკუთრებულნი და გამორჩეულნი ვართ, ცოტა მკრეხელობა ხომ არაა????
12:34 / 14-02-2015
გამოხმაურება / 0 /
pensioneri
19 tebervlamde ramodenime dgea kidev,tsaakitxet garibashvils ikneb mostros rame sasiketo gagviketos!
08:14 / 14-02-2015
გამოხმაურება / 0 /
29
მეც ასე მგონია და ძალიანაც კარგი :) მთავარია აღარ იყოს უაზრო ხოცვა-ჟლეტა ტერიტორიებისთვის და შიმშილით დახოცილი ადამიანები
18:23 / 13-02-2015
გამოხმაურება / 0 /
***
ნოსტრადამუსის სჯერა და არ სჯერა მეორედმოსვლის,თან გვიმტკიცებს მართლმადიდებელი ვარო,როგორ დავიჯეროთ მისი მართლმადიდებლობა,როცა მის ფუნდამენტალურ მცნებებს არ აღიარებს?ათეისტი ხარ და თავგზა გაქვს აბნეული,ეს არის სიმართლე და ნუ სვრი მართლმადიდებლებს,ნუ იფარებ ნიღაბს.
08:31 / 13-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS