სალომეს გამარჯვების ამსახველი ფოტო პროექტის ''ფეისბუქის'' გვერდზე დაიდო, რის შემდეგაც მის გულშემატკივრებსა და სხვა კონკურნსატების ქომაგებს შორის ნამდვილი სიტყვიერი დაპირისპირება წარიმართა. ერთ-ერთი თემა ის გახლდათ, რომ სალომეს მეუღლე, ლაშა ბასლანძე, ''ჯიდიესზე'' მუშაობს და ეს იყო მისი გამარჯვების განმაპირობებელი. ამას წინათ ბერა ივანიშვილმაც ისაუბრა ''ერთი
მომღერალს გამარჯვება მივულოცეთ და, რა თქმა უნდა, ამ თემებზეც დავუსვით შეკითხვები.
- ვერ ვიტყვით, რომ არ მოელოდი გამარჯვებას, ვინაიდან მთელი დღის განმავლობაში, საღამომდე, ლიდერი იყავი მესიჯებით.
- სასიამოვნო იყო ეს გამარჯვება, მაგრამ მაინც სანერვიულო. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ფინალში ვიყავით და ყველა საპრიზო ადგილი კარგი იყო. ჩემს მეგობართან, ნინი წიკლაურთან ერთად დავრჩი და ჩვენგან რომელი გაიმარჯვებდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა, როგორც აღმოჩნდა, მღელვარებას ვერსად წაუხვალ. ნერვიულობისგან ვკანკალებდი. როცა ორი ადამიანი რჩება, ელოდები, რომ ან შენ გაიმარჯვებ, ან - ის, და გამარჯვებას უდიდესი სიხარული მოაქვს.
- თავიდან თუ ფიქრობდი, რომ გაიმარჯვებდი?
- არა, თავიდანვე გამარჯვებაზე არ მიფიქრია და მიზანმიმართულად არ განმიცხადებია, აქ მოსაგებად მოვედი-მეთქი. მინდოდა საკუთარ თავში დარწმუნება, მსურდა, რომ ყველა გამოსვლა დასამახსოვრებელი და კარგი ყოფილიყო. ყველას ჰქონდა გამარჯვების შანსი, მე ჩემი გამოვიყენე და აღმოვჩნდი გამარჯვებული.
- ალბათ, ბინა ჯერ არ გინახავს.
- ბინა დიღომშია, ვიცი, რომ არის ოროთახიანი, მეტი ინფორმაცია ჯერ არ მაქვს. კონკურსის ღამეს საერთოდ არ მიძინია. სახლში დავბრუნდი თუ არა, საკუთარი თავის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოყვანა ვერ მოვასწარი, რომ მაღვიძარამ დარეკა და გავიექცი რადიოში, სადაც გადაცემა მიმყავს. ვიმუშავე რვა საათიდან, შემდეგ ტელევიზიაში ვიყავი სტუმრად, ასე რომ, 20 წუთიც არ მქონია დასაძინებლად.
- შენ და ლაშას ბინა გქონდათ, თუ მოგებულში გადახვალთ საცხოვრებლად?
- მე და ლაშას ბინა გვაქვს, ამიტომაც არ გვიფიქრია, იქ გადავალთ თუ არა, სხვა საფიქრალი გვქონდა და არ დაგვიწყვია გეგმები.
- შენი აზრით, შენი საუკეთესო გამოსვლა რომელი იყო?
- ვერც ერთს ვერ გამოვყოფ, არ ვიცი, ვინ არის თავისი შესრულებით ბოლომდე კმაყოფილი, მე ნამდვილად არა. საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ. ყოველთვის მგონია, რომ მეორედ და მესამედ უკეთ გავაკეთებდი. ზოგ შემთხვევაში პროგრამა მინიმუმი, ზოგან კი – მაქსიმუმი გავაკეთე. ამა თუ იმ გამოსვლისას ზოგჯერ ეფექტური ნომერი არ მქონდა. ყველაზე მეტად მაინც გამოვყოფდი მისი ელიოტის ნომერს, სადაც გავრეპე, არც ერთი სიტყვა და მოძრაობა არ შემშლია. ალბათ, ეს დავალება დავძლიე ყველაზე კარგად. ამ ნომრით გავხდი ესემეს-ლიდერი პირველად და ამიტომაც დამამასხოვრდა.
- სანერვიულო ასეთ დროს რა არის - ვოკალის თუ გარეგნული მსგავსება?
- გრიმი გაძლევს სტიმულს, როცა სარკეში იხედები და ხედავ, რომ პერსონაჟს ჰგავხარ, შესრულებისას გეხმარება. თუმცა ეს პროექტი იმით არის ძალიან საინტერესო, რომ რომელიმე ერთი კომპონენტის გამოკლებით ნომერი აღარ გამოდის სრულყოფილი. შეიძლება, ბოლომდე ერთი ერთში არ იყოს და, ბუნებრივია, ზუსტად იმ ადამიანად ვერ გადაიქცევი, მაგრამ იყოს ძალიან მიმსგავსებული. ამ ყოველივეს კი ძალიან ბევრი სირთულე ახლავს, ვიზუალიც კარგი უნდა იყოს, ხმაც და დადგმაზეც გაქვს სანერვიულო. მერე ფიქრობ, როგორ აარიდო ხელოვნურობას თავი, რომ მხოლოდ მიმბაძველობა არ გამოვიდეს.
- კონკურსებზე თითქმის არავინ აღიარებს, მაგრამ მაინც არის შიდა დაძაბულობა.
- დაძაბულობა ყველა კონკურსს ახლავს. რაც უნდა თქვა, კონკურსი თავისთავად გულისხმობს შეჯიბრებას, მაგრამ მთავარია, კონკურენტი მტრად არ აღიქვა. უბედურება ნამდვილად არ მომხდარა, მაგრამ იყო კონკურენცია და ცოტა გულის წყვეტაც.
- ''ერთი ერთშის'' ''ფეისბუქ-გვერდს'' თუ გადახედე? ბევრი არასასიამოვნო კომენტარი იყო შენს გამარჯვებაზე. ამას რა მნიშვნელობას ანიჭებ?
- პირველ რიგში, ჩემს გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი. ვფიქრობ, რომ მყავს ყველაზე ლოგიკური გულშემატკივრები, რომლებიც თანადგომას გამოხატავენ მესიჯებით, სხვანაირი გამხნევებით და არა სხვა კონკურსანტების ლანძღვით, რითაც ვერავინ ამაღლდება. ჩემთვის ასეთი რამ მიუღებელია, გაუგებარია და შორს დგას, ამას არავითარ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. იმ ადამიანების სითბო და სიყვარულია მნიშვნელოვანი, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობ და თავად მეუბნებიან. თორემ ასე სოციალურ ქსელში მაგარ რაღაცებს წერენ და პირისპირ ვერაფერს გეუბნებიან. ამ კომენტარებს არც ვკითხულობ, რადგან არ მინდა განწყობის გაფუჭება. ძალიან მიყვარს ცხოვრება და ადამიანები, ასეთი კომენტარების მიუხედავად.
- სალომე, ალბათ, ელოდებოდი იმას, რაც გამარჯვების შემდეგ დაწერეს, სალომემ იმიტომ მოიგო, რომ ''ჯიდიესზე'' მისი მეუღლე მუშაობსო.
- ბერამაც თქვა თავის ინტერვიუში, როდესაც ჰკითხეს, ვის გულშემატკივრობდა, უპასუხა - სალომესო, მაგრამ იმედია, თუ გაიმარჯვებს, ამას ჩემს ნათქვამს არ მიაწერთო. მგონი, მაქვს იმდენი ნიჭი, რომ კონკურსზე ჩემით გავიმარჯვო და არა ვინმეს დახმარებით. არც მაღიზიანებს ასეთი კომენტარები. ეს დაუძლურებული და გაღიზიანებული ადამიანების ლაპარაკია. რა რეაქცია უნდა მქონდეს გარდა იმისა, რომ დავამშვიდო (იღიმის).
- კიდევ ერთი თემა კომენტარებიდან. აქვე ვნახეთ ნუკა კვალიაშვილის კომენტარი, ბედნიერი ვარ, რომ იმ 1%-ში ვინც დამიმესიჯა, ჩემი მეგობრები და გულშემატკივრები იყვნენ და ამის გამო ვალები არ მაქვსო. აქ, როგორ ფიქრობ, ვის გულისხმობდა? გამარჯვებისთვის ვინმემ ვალი აიღო?
- არ ვიცი, ვის გულისხმობდა, მაგრამ მე ვალი არ მაქვს (იღიმის). არა მგონია, რომ ნუკა მე მგულისხმობდა, რადგან კარგი ურთიერთობა გვაქვს. არ ვფიქრობ, რომ პირადად ჩემდამი დადებით განწყობას გამოხატავდეს და კომენტარებში იყოს მაგარი გოგო, რომელიც ამგვარ რამეს დაწერს.
- მინდა გკითხო მეუღლის აქტიურობაზე, ვიდეოც კი გააკეთა შენ მხარდასაჭერად. შენი მენეჯერი ხომ არ გახდა?
- არა და არ იქნება, რადგან თავისი საქმე აქვს, რომელსაც კარგად აკეთებს. ისე კი ყველანაირად მეხმარება და ხელს მიწყობს, რაც ვფიქრობ, არ უნდა იყოს სხვებისთვის გამაღიზიანებელი, პირიქით.
- ბევრს ჰყავს მეუღლე, მაგრამ ასე არ აქტიურობენ და ალბათ, სასიამოვნოა შენთვის.
- ალბათ, სწორედ ის ადამიანები ღიზიანდებიან, რომელთაც ასეთი ხელშეწყობა არ აქვს. ბევრჯერ ვყოფილვარ გულშემატკივარი, მაგრამ მისი კონკურენტის მიმართ აგრესია არასდროს გამომიხატავს. ჩემ გარშემო ადამიანები ასე არ იქცევიან.
- რა გეგმები გაქვს?
- ვგეგმავ სიმღერის ჩაწერას, არ ვიცი, გადავიღებ თუ არა ვიდეოს. ყოველთვის ვიმღერებ მათთვის, ვისაც უყვარს სიმღერა და არა ლანძღვა (იღიმის).
ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“