03 თებერვალი, 2015
იუნა შაფათავა იდეალური მამაკაცური ღირსებისა და სექსის შესახებ
მრცხვენია, რომ ოფიციალურად გავთხოვდი შეიძლება ითქვას, რომ ეს რუბრიკა გულახდილობის რთულად გასავლელი ტესტია. ერთ-ერთი გაბედული რესპონდენტი იუნა შაფათავაა, რომელმაც ჩვენ მიერ დასმულ უხერხულ შეკითხვებზე საკმაოდ თამამი პასუხები გაგვცა. მისი გულწრფელობის ხარისხი კი თავად შეგიძლიათ შეაფასოთ.

- თქვენი რომელი საქციელის შეგრცხვენიათ ყველაზე მეტად?
- მრცხვენია, რომ ოფიციალურად გავთხოვდი. ჩემს პრინციპებს ვუღალატე, ნათესავებსა და ახლობლებთან კომპრომისზე წავედი და ანგარიში გავუწიე მათ. ვნანობ, მეორედ ამ შეცდომას
არ გავიმეორებ. სიყვარულს შტამპები არ სჭირდება.
- მეგობრის შეყვარებულთან ან მეუღლესთან ხომ არ გაგიბამთ ფლირტი ან ინტიმური ურთიერთობა ხომ არ გქონიათ?
- არასოდეს.
- ეროტიკულ ფილმში ითამაშებდით?
- ეს ჩემი პირდაპირი ამპლუაა და კიდევ ბევრჯერ სიამოვნებით ვითამაშებ.
- ოცნების ასახდენად პრინციპებს დათმობთ?
- ''მიზანი ამართლებს საშუალებას''. აუცილებლად.
- ''ყველას აქვს კარადაში ჩონჩხი''. თქვენს კარადაში რა ჩონჩხი იმალება?
- ჩემი ყველა ჩონჩხი ისეთი მსუქანია, კარადაში ვერ ეტევა (იღიმის). არაფერს ვმალავ კარადაში, რომ თავი თავისუფლად ვიგრძნო. ეს ჩონჩხები ძილს დამაკარგვინებდა, ამიტომ ჩემთვის არაფერს ვინახავ.
- ბოდიშს იხდით ხომლე?
- საკმაოდ ზრდილობიანი ვარ. თუ უხეშად ვიქცევი, აუცილებლად ბოდიშს ვიხდი, ვისთანაც საჭიროდ ვთვლი.
- გიქურდიათ?
- არასოდეს. ერთხელ სიზმარში საფერფლე მოვიპარე და სანამ არ დავაბრუნე, არ დავწყნარდი. ერთ-ერთი ბანკის რეკლამაში ჩემი საყვარლის სეიფიდან ფული გავიტანე და მინდა გითხრათ, სასიამოვნო იყო.
- თვითმფრინავი რომ ვარდებოდეს და თქვენ გვერდით მჯდომი ბავშვი პარაშუტის გარეშე რჩებოდეს, თქვენსას დაუთმობდით?
- დაუფიქრებლად, აუცილებლად.
- დაასახელეთ სურვილი, რომელიც გაგჩენიათ, მაგრამ არავისთვის გაგიმხელიათ, უახლოესი ადამიანისთვისაც კი.
- ალბათ, საერთაშორისო კინოპრემია. საერთაშორისო კინოში თამაში გენიალურ რეჟისორებთან. თუმცა ეს ისედაც გასაგებია.
- გქონიათ თუ არა ლესბოსური გამოცდილება და რას ფიქრობთ ამ თემაზე?
- მქონია ყველანაირი სექსუალური გამოცდილება. სექსში აკრძალული არაფერია. სინამდვილეში ამის აფიშირებას ზოგიერთი იაფფასიან პიარად იყენებს. ყველა გამოცდილება რჩება იქ, სადაც მას მივიღებთ. სექსში პიროვნების ხასიათი ბოლომდე იხსნება, ამიტომ ვცდილობ, ყველანაირად გავიცნო ადამიანები და ამისთვის ამ გზასაც ვიყენებ. ეს ჩემი მომავალი ბიზნესისთვის მჭირდება. თუმცა ''ოქრო ყოველთვის არ ბრწყინავს''.
- რომელია ყველაზე ექსტრემალური ადგილი, სადაც სექსი გქონიათ?
- ძალიან ბევრ ადგილას მქონია, თვითმფრინავშიც, მათ შორის. ყველაზე მეტად მინდოდა თბილისში, მთაწმინდაზე, ეშმაკის ბორბალზე. ისიც შევასრულე. ახლა ვფიქრობ, ვინ შემომთავაზებს მარინა ბეი სენდის კურორტზე, სინგაპურში ან დუბაიში, აუზზეც საინტერესო იქნებოდა. მიყვარს აკრძალული ხილი.
- ბინძური ხერხებით შური გიძიებიათ?
- შურისძიება არ მომწონს თავისი შინაარსით. არ მგონია, ვინმე მიღირდეს იმად, რომ შური ვიძიო მასზე. ცხოვრებისეული ლოგიკა მაინც საბოლოოდ ბალანსს თვითონ აღადგენს. თუ საჭიროა ჩემი ჩარევა, განგება ჩამრევს. ჩვენ მხოლოდ მისი ინსტრუმენტები ვართ...
- შეგიძლიათ თუ არა, მოკლათ კაცი და თუ კი, რისი გულისთვის?
- პაციფისტი ვარ. ქრისტიანი ვარ და ძალიან გამიჭირდება. არ მინდა ვთქვა, რადგან ძირითადად, რისიც გეშინია, ის ხდება. ვთხოვ განგებას, არ დამჭირდეს ვინმეს მოკვლა. მანქანის საჭესთან იმიტომ არ ვჯდები, რომ ავარია არ მომივიდეს და მე არ გავხდე უბედურების მიზეზი. მკვლელობას ჩემი ხელით ან ჩემ გამო საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ, ასე მგონია.
- ყველაზე მეტად რა საგნები იწვევს თქვენში ბინძურ ფანტაზიებს?
- არ მგონია, რაიმე ბინძური იყოს ჩემს ფანტაზიებში. ლამაზი სხეული, ინტერიერი, ცხოვრება, კარგი მუსიკა და ფანტაზიებიც შესაბამისად ლამაზია.
- რა ზომის უნდა იყოს იდეალური პენისი?
- იდეალური უნდა იყოს მამაკაცი და მისი შესაძლებლობები და არა მისი პენისი. როდესაც კაცმა იცის, როგორ უნდა მოიქცეს, რომ ქალი მის გვერდით იყოს ლედი, მაშინ სხვა დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა. რაც შეეხება მხოლოდ ფიზიოლოგიას - ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოებზეა დამოკიდებული, ყველას სხვადასხვა ზომა ერგება, ფეხსაცმელივით. თუმცა, ყველაზე მეტად ყოყოჩობს ის, ვისაც თითქმის არაფერი აქვს შარვალში. რას იზამ, 

თათული ღვინიანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
დიტო
იუნა ხეზე სექსი არ გიცდია?
17:23 / 13-02-2015
გამოხმაურება / 0 /
დიტო
იუნა ხეზე სექსი არ გიცდია?
17:23 / 13-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
თავისუფალი ადამიანია, თავისუფლებაშია ბედნიერება....
21:29 / 05-02-2015
გამოხმაურება / 0 /
აეეე
არარაააა იუნა შეუდარებელიაააა!!! აფსუს იუნაააა ვერ გეხებიიი!!!
20:01 / 04-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ჯიქთა ხანუმი
არ მინდოდა კომენტარის გაკეთება,მაგრამ ვერ მოვითმინე.როგორ, იუნა შაფათავას სახელი უკვალოდ უნდა გაქრეს?!პირიქით, ისტორიას რაიმე ფორმით უნდა შემოვუნახოთ მისი სახელი. იუნა-ეშმაკის ბორბალზე, იუნა-მანქანაში, იუნა-მთაწმინდაზე(ალბათ სპეციალურ ადგილს გამოუყოფენ),ცოტაც მოიცადოს და რომელიმე ეგზოტიკურ კუნძულზე წასვლა არ მოუწევს-პანორამას "დაამშვენებს"მისი ძვირადღირებული სხეული.არა,არა, ვერ დავკარგავთ!
13:26 / 04-02-2015
გამოხმაურება / 0 /
MR smith
შენ გუდაურში კანატკაზეც არ იტყვი უარს ისე გყვარებია ცეცხლოვანი სექსი. ეს ქალი მემგონი სიარულის დროსაც ორგაზმს განიცდის :)))))
10:37 / 04-02-2015
გამოხმაურება / 0 /
Hiugo555
თათული ღვინიანიძე-- სესია შეწყვეტილიაო ჩემი წერილი არ დაბეჭდე .შენ იუნას დამცავი კი არა მისი მეწყვილე ხარ 69 პოზაში. შენი მოძებნილი ეს სიბინძურე სწორედ შენნაირებს და შენიანებს გჭირდებათ რათა ბევრი თანდარაშვილები დადიოდნენ სუფთა ას...თი. ეს არის თქვენი რეალური სახე ,ყველა ჟურნალისტის(ზოგიერთებმა მაპატიოს)
00:03 / 04-02-2015
გამოხმაურება / 0 /
რეზო ამაშუკელი
ეს სსსსსიბიძურე,ეს სულში რომ გვაფფფფფფფურტხებენ,ეს ზიზღი..ოხ ეს ესეს...წინაპრების საფლავები. პ.ს. სექსი რომ არ ყოფილიყო ჩვენი პატრიარქიც არ დაიბადებოდა
16:40 / 03-02-2015
გამოხმაურება / 0 /
123
ქრისტიანი ვარო,და რაღაც ვერ გავიგე ამის ღმერთი "განგებაა"???:))))) საჭიროა ცოტა სასულიერო წიგნების კითხვა,მოძღვართან საუბარი რომ გაცნობიერდე ნამდვილი ქრისტიანობაში. პ.ს.როგორც არ უნდა გაუკვირდეს იუნას,სექსი აქვს ყველას,ყველამ ვიცით,ნუ მოაქვს აქ თავი სექსდიდოსტატად.მითუმეტეს არ გამოიყურება ისე რომ კაცი გააგიჟოს.თუ გონია რომ მარტო მას აქვს საინტერესო სექსუალური გამოცდილება ან თავგადასავლები ძალიან ცდება.ქვეყანაში უამრავია ვისაც უკეთ აქვს საქმე სექსის საკითხში და საერთოდ ვისაც ხუთიანზე აქვს საქმე ის ამ თემაზე საერთოდ არ ლაპარაკობს და ვისაც რაღაც პრობლემები აქვს ის ცდილობს რომ სექსიმბოლოდ და გურუდ გამოაჩინოს თავი.მგონია რომ ძალიან მარტოხელაა,მარტოსული და სიყვარული და სითბო აკლია,ამიტომაც იხვეწება ვინმემ გამჟ----თ და წამიყვანეთ თუნდაც ჯანდაბაში.ღირსება და თავმოყვარეობაზე ფიქრი არ გაწყენდა:)იააფასიანი ხელმისაწვდომი ქალი უინტერესოა.2 ლარად რომ ეშმაკის ბორბალზე მოგცემს.
14:22 / 03-02-2015
გამოხმაურება / 0 /
1
ხალხო! არ გახადოთ ეს "სიბინძურე" კომენტარის ღირსი. შემოდით და ისევ, უსიტყვოდ გადით. მგონი რომ არ იმსახურებს კომენტარს, დაჟე ცუდსაც კი.
12:23 / 03-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS