30 იანვარი, 2015
ანა კოვაჩის ქორწილში თაიგული ჯანეტ ქერდიყოშვილმა დაიჭირა
მართლა ლამაზი ურთიერთობა აქვთ ჩვენს მკითხველს ალბათ კარგად ახსოვს მოდელი ანა კოვაჩი, იგი კონკურს ''ელიტ მოდელ ლუქის'' გამარჯვებულია. საკმაოდ წარმატებული სამოდელო კარიერის მიუხედავად, ანა ამ სფეროს ჩამოშორდა, დროა, სწავლას მივხედოო.
რამდენიმე წლის წინ მოდელი საცხოვრებლად ყაზახეთში საყვარელი ადამიანის გამო გადავიდა. ''მე და ჩემს რჩეულს ერთმანეთი ამერიკაში საერთო მეგობარმა გაგვაცნო. მერე და მერე აეწყო ჩვენი ურთიერთობა, ბოლოს კი იმის გამო, რომ დაქორწინება გადავწყვიტეთ, საცხოვრებლად ყაზახეთში გადმოვედი, თუმცა სანამ ერთმანეთს გავიცნობდით, მანამ ის ნამყოფი იყო საქართველოში, ორი
წელი ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობდა, ოღონდ მაშინ ერთმანეთს არ შევხვედრივართ. საერთოდ, პირადზე საუბარი არ მიყვარს, ამიტომ მის ასაკს, სახელსა და გვარს ვერ გაგიმხელთ. ჩემი ოჯახის წევრები ხედავენ, რომ ბედნიერი ვარ და ამ ამბავს არ განიცდიან, თან, ისედაც მიჩვეული იყვნენ, რომ ხშირად ვმოგზაურობდი და სახლში არ ვიყავი, ამიტომ ეს საკითხი მათთვის მტკივნეული არ ყოფილა,'' - აღნიშნა ანამ ''რეიტინგთან'' ინტერვიუში 2013 წელს. სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდა კიდეც. მისი მეჯვარე ასევე მოდელი, ''მის საქართველო 2011'' ჯანეტ ქერდიყოშვილი იყო, მიწვეულ სტუმრებს არ გამოკლებია ია კიწმარიშვილიც.

ჩვენ ქორწილის დეტალების გამოსაკითხად ჯანეტს დავუკავშირდით:
- ქალბატონმა იამ ანა ''ელიტ მოდელ ლუქში'' გაგვაცნო, თუმცა ჩვენ შორის უფრო მყარი მეგობრობა 2011 წლიდან დაიწყო. ანა ძალიან ლაღი, თბილი და ყურადღებიანი ადამიანია, მომწონდა მისი საქმიანობა და მიხაროდა მისი წარმატება სამოდელო სფეროში, თუმცა, ყოველთვის მინდოდა, ჰქონოდა ოჯახი, მყარი ოჯახი. ანას მეუღლე, სანჯარი, ასაკით მასზე უფროსია, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ანას, როგორც ქალის ჩამოყალიბებაზე. უნდა აღვნიშნო, რომ მართლა ლამაზი ურთიერთობა აქვთ. ანა გახდა მზრუნველი, მოსიყვარულე და ყურადღებიანი ცოლი, ისწავლა კერძების მომზადება, თან არა მარტო ქართულის, არამედ – ყაზახურისაც.
- რაც შეხება უშუალოდ ქორწილის დეტალებს.
- როგორც გითხარით, ანა ყაზახეთში ცხოვრობს, იქ ახლა ძალიან ცივა, საშინელი ყინვაა, ამიტომ წყვილმა გადაწყვიტა, მეგობრები დუბაიში, თბილ და ლამაზ გარემოში დაეპატიჟებინა და ქორწილი იქ გადაეხადათ. სულ 60 ადამიანი იყო მიწვეული, მათ შორის ქალბატონი ია კიწმარიშვილი, რომელიც ქალიშვილთან ერთად სპეციალურად ანას ქორწილისთვის ჩამოვიდა. მე მეჯვარე გახლდით და სხვათა შორის, საქორწილო თაიგულიც მე დავიჭირე. ზოგადად, არ გავდივარ ხოლმე თაიგულის დასაჭერად, ეს პირველი შემთხვევა იყო და მე მერგო (იღიმის). ძალიან ორიგინალური ქორწილი ჰქონდათ, ზღაპრული, ყვავილებით იყო ყველაფერი მორთული.
- ანას საქორწილო სამზადისში ხომ არ დახმარებიხარ?
- არა, მხოლოდ კაბის არჩევაში დავეხმარე, ''პრონოვიას'' კაბა ეცვა.
- რას საქმიანობს ანას მეუღლე?
- თუ არ ვცდები, ბიზნესმენია.
- ჯანეტ, ახლა ის გვითხარი, შენკენ რა სიახლეებია?
- ამჟამად გამოცდებს ვაბარებ, ბოლო ნახევარი წელი დამრჩა და სწავლას დავასრულებ, შემდეგ ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას ევროპაში ან ამერიკაში. დიდი ხანია მინდა, ვნახო ჩემი ოცნების ქალაქი ნიუ-იორკი. გარდა ამისა, რამდენიმე საინტერესო პროექტის განხორციელებას ველოდები, პირველი სულ მალე გახდება ცნობილი, ვაკეთებ სერიოზულ ფოტოსესიას ცნობილი ჟურნალისთვის, დანარჩენს სიურპრიზად დავტოვებ.
- საქართველოში გამოდის ეს ჟურნალი?
- ეს ჟურნალი გამოდის ყველა ქვეყანაში, მაგრამ მე ვიქნები უკრაინულში. დანარჩენს მართლა ვეღარ გეტყვით, როცა დაიბეჭდება, ამაზე შემდეგ ვილაპარაკებ.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ქართველი
მაინტერესებს, ვინმემ თუ იცის ია კიწმარიშვილის საკუთარი გვარი, ვინც იცით, დაწერეთ...
14:45 / 08-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS