- როდის გამოიცემა თქვენი წიგნი?
- წიგნს ერთხელ ეძლევა სიცოცხლე, რომ შენ გარდა სხვამაც წაიკითხოს. კომპიუტერის შემოსვლის შემდეგ წერილებმა აზრი დაკარგა. ადამიანები მხოლოდ მეილებით ლაპარაკობენ. რამდენიმე ხნის წინ ფოსტის ყუთები დავაწყვე ერთ-ერთ სივრცეში, ფურცლები და კალმები და ყველას შეეძლო იმის დაწერა, რაც სურდა. ეს იყო პოსტმოდერნი, მე კი მედიუმი გახლდით. სა-კუთარი წერილებიც წავიკითხე და სხვებისაც, ეს წიგნი კი ამის გამოძახილია. მე ხომ დამრჩა იმ ადამიანების წერილები, როგორც წესიერ კაცს, მათი გამოქვეყნების უფლება არ მაქვს, შინ ვინახავ. სწერდნენ თავიანთ შეყვარებულებს, ''ნაშებს'', ძმაკაცებს. ამ წერილებს ვერ გამოვაქვეყნებდი, ამიტომაც დავწერე ''საქართველოს ფოსტა, უპასუხო წერი-ლები''. 29 იანვარს იქნება პრეზენტაცია. წიგნში 218 ლექსი შედის. ჩემგან სითბოს, პოეზიისა და სიყვარულის გარდა, არაფერი მოდის. ღმერთმა დაგვიფაროს ქართველები, მაგრამ სავსე ვართ უზრდელობითა და უზნეობით და ეს ახლა არ დაწყე-ბულა, ათასწლეულებია გრძელდება. ამ ათასწლეულების განმავლობაში გვყავდა დავით აღმაშენებელიც, შოთა რუსთაველიც, როგორი მაგარი ტიპები გვყავდა, იცი? მთელ მსოფლიოს რომ არ ჰყოლია და შევირგოთ (იღიმის).
- ვიცი, რომ ორიგინალურ პრეზენტაციას აპირებთ.
- საუკეთესო ლექსს ან წერილს ვინც დაწერს და საფოსტო ყუთში მოათავსებს, ჩემი კონცერტის ორ ბილეთს გადავცემ.
- კონცერტის გამართვას თებერვლის დასაწყისში აპირებთ...
- ძალიან სერიოზულ კონცერტს ვაკეთებ, რომ ხალხი მიხვდეს, ნიკოლოზ რაჭველი არ არის ყანჩელი და არც ყანჩელი არ არის ხანძთელი. კონცერტზე არაფერს მოგიყვები, ისეთ საგიჟეთს ვაპირებ, წინასწარ შემიძლია გითხრა, რომ იქნება ბედნიერება, ანგელოზებს მოგიყვანთ რუსთაველის თეატრში 18 თებერვალს. საერთოდ ახალი კომპოზიციები იქნება, რაც არ გაგიგიათ, ისინი. თემურ ლენგის მაგივრადაც ვიმღერებ (იცინის).
- მუსიკალურად დღეს საქართველოში რა ხდება?
- რაც ხდებოდა, ის ხდება.
- დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- მე მევასება ჩემი ქვეყანა, მთავრობა კი არ მაინტერესებს.
- დათო, ლექსი რომ დაწეროთ, რა გჭირდებათ?
- ლექსი რომ დავწერო? სექსი (იღიმის).
- მხოლოდ?..
- მეტი არაფერი.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''