17 იანვარი, 2015
როგორ უნდა განვალაგოთ სარკეები, რომ ხიფათი თავიდან ავიცილოთ - რჩევები ასტროლოგისგან
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სარკე აირეკლავს არამარტო ჩვენს, არამედ პარალელურ სამყაროში მიმდინარე პროცესებსაც. ამიტომ სარკესთან დაკავშირებული ექსპერიმენტები ძალიან სახიფათოა. შესაძლოა ამ დროს ადამიანის ფსიქიკას სერიოზული ზიანი მიადგეს და ის ფსიქიკურ აშლილობამდეც კი მიიყვანოს...

დავით ბუტიკაშვილი (ასტროლოგი და პარაფსიქოლოგი):
- სარკის ფენომენზე უძველესი მაგიურ წიგნებიდან მოყოლებული, დღემდე აქტიურად მსჯელობენ. ნათელხილვის დროს, თითქმის ყველა მაგიურ, ოკულტურ მიმდინარეობებში სარკე აქტიურად გამოიყენება. არსებობს შავი სარკეები, მას მეორენაირად სატურნის სარკეებსაც უწოდებენ და ისინი შებოლილი მინისგ
ან მზადდება. არსებობს ოქროს სარკეებიც, რომლებიც მოოქროვილია, ან ოქროსგანაა დამზადებული. ასეთ სარკეებს მომავლის წინასწარმეტყველებისთვის იყენებდნენ. უძველეს ოკულტურ წყაროებში ასევე აღწერილია რიტუალები, რომლის დროსაც სარკის გამოყენებით საბედოს დანახვას ცდილობდენ. არის კიდევ ერთი მეთოდი, რომლის დროსაც ორი სარკე გამოიყენება. ერთი სარკე მზადდება სპილენძისგან (მას კარგად აპრიალებენ და მრგვალი ფორმა აქვს), ხოლო მეორე არის ჩვეულებრივი ოთხკუთხედი სარკე. ვისაც უნდა თავისი მომავალი შეიტყოს, ოთხკუთხედ სარკეში იყურება, ხოლო წინ მრგვალ სარკეს იჭერს. (ანუ სარკის გაპრიალებული ზედაპირი, შუშის მხარე, ოთხკუთხედ სარკეში იყურება). ამ რიტუალს თან უნდა ახლდეს სპეციალური სიტყვები. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მრგვალ სარკეს ადამიანი იდებდა მესამე თვალის ადგილას, ანუ წარბებს შორის და მას ხილვები ეწყებოდა...
- როდის დაიწყეს მეცნიერებმა სარკის ფენომენის კვლევა?
- სარკის მეცნიერული კვლევა ჯერ კიდევ 1667 წელს ფლორენციის აკადემიის მეცნიერებმა აღწერეს თავიანთ ნაშრომში. მათ ჩაატარეს უცნაური ექსპერიმენტი - 200 კილოგრამი ყინულის ლოდისგან საკმაოდ დიდი მანძილის დაშორებით დააყენეს ჩაზნექილი სარკე. აღმოჩნდა, რომ სარკის ფოკუსში, ანუ სადაც სხივები იკრიბებოდა, ჰაერის ტემპერატურა დაეცა. აკადემიკოსებმა დაასკვნეს, რომ სიცივე, ისევე როგორც სითბო, გამოსხივებით ვრცელდება. როდესაც ჩვენ ჩაზნექილ სარკეს მზეს მივუფიცხებთ, მაშინ მისი სხივები ერთ ფოკუსში იყრის თავს. ამ ფოკუსში მოთავსებული ნებისმიერი ნივთი წვას დაიწყებს, მაგრამ როცა ყინულს სარკე დაუმიზნეს, ტემპერატურამ დაიწია. ამ შემთხვევაში სიცივის სხივები სარკემ შეკრიბა. როგორც ჩანს, სარკე თავის ფოკუსში აგროვებს არამარტო იმ ხილულ სპექტრს, რასაც ჩვენ ვხედავთ, არამედ იმ დიდი მოცულობის უხილავ სხივებსაც, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ.
ჩაზნექილი სარკეების ეფექტი გამოიყენება ფსიქოთერაპიასა და ჰიპნოთერაპიაში. ადამიანი ჩაზნექილი სარკის წინ დასვით, ისე, რომ სარკის სხივები ამ ადამიანის წარბებს შორის ხვდებოდეს. უბრძანეთ, რომ მოდუნდეს, დაითვალოს ათამდე, სუნთქვა აკონტროლოს. ამის შემდეგ მას აუცილებლად მოერევა ძილი, მისი ქვეცნობიერება გაიხსნება და დაეწყება ძალიან საინტერესო ხილვები. ამ დროს ადამიანს შეიძლება მივაწოდოთ ყველანაირი დადებითი `მესიჯი~. საქმე ისაა, რომ ჩვენი განწყობით ვიზიდავთ კარგ ან ცუდ ენერგიას. მაგალითად ადამიანი, რომელსაც ავად გახდომის ეშინია, უმრავლეს შემთხვევაში მაინც ხდება ავად. ზოგს კი დაცემის ეშინია და როგორც კი ქუჩაში მიმავალი ამაზე გაიფიქრებს, ან ფეხს წამოჰკრავს რამეს და წაბორძიკდება, ან წაიქცევა.
- ქალბატონებს ურჩიეთ, რომ სარკეში ჩახედვისას საყვარელი მუსიკა ჩართონ და ეს მათ განწყობაზე დადებითად იმოქმედებს, მამაკაცებს რას ეტყოდით?
- ზოგიერთი მამაკაცი ვერ იტანს გაპარსვას, ზოგს კი სიამოვნებს ეს პროცესი. ეს ფსიქოლოგიური ფენომენია. გაპარსვას ვერ იტანენ მამაკაცები, რომლებიც ბევრს ფიქრობენ და დარდობენ მომავალზე, ტრაგიკულად და დრამატულად აღიქვამენ ცხოვრებას. გაპარსვა სიამოვნებთ იმ მამაკაცებს, რომლებსაც საკუთარი მომავლის სჯერათ და ოპტიმისტურად უყურებენ ცხოვრებას.
- როგორ უნდა განლაგდეს სარკეები სახლში?
- სარკესთან ფრთხილი მოპყრობაა საჭირო. არავის ვურჩევ ანტიკვარული სარკეების შეძენას. რაც შეეხება განლაგებას, ფენშუის პრინციპით, სარკეს დაკიდება ან დადგმა კარგია შემოსასვლელში ისე, რომ შემოსულმა საკუთარი თავი დაინახოს. თუ ადამიანი ოჯახში უარყოფითი ენერგეტიკით შემოდის, სარკე ამ ენერგიას გაანეიტრალებს. არ არის მიზანშეწონილი სარკის განლაგება სასადილო ოთახში, ანუ სარკის წინ საკვების მიღება. სარკეები კარგია საძინებელში, ოღონდ ის უნდა იყოს ახალი და პირადად თქვენი. თუ სარკე თქვენს საწოლს უყურებს, ამაში ცუდი არაფერია. კარგი იქნება, თუ სარკის წინ სეიფს დადგამთ, დადებთ საფულეს, ან ძვირფასეულობის ყუთს. სარკე ირეკლავს მათ ენერგიას და აორმაგებს. როცა წარმატებას აღწევთ და ბედნიერი წუთები გაქვთ, აუცილებლად ჩაიხედეთ სარკეში, თქვენი დადებითი ენერგია გაორმაგდება, როცა ცუდ ხასიათზე ხართ, მოერიდეთ სარკეში ჩახედვას.
- სარკის გატეხასთან დაკავშირებით არაერთი ცრურწმენა არსებობს...
- დამტვრეული სარკე ოჯახში არ უნდა ინახებოდეს. ამ ცრურწმენას აქვს რაღაც საფუძველი. უნდა აღინიშნოს, რომ სარკე უმიზეზოდ არ ტყდება, ასეთი სარკე აუცილებლად უნდა გადააგდოთ. მთავარია, გატეხილ სარკეში არ ჩაიხედოთ.
- როგორ უნდა განისაზღვროს სარკე დადებითი ენერგიის მატარებელია, თუ პირიქით?
- თუ სარკეს უარყოფითი ენერგეტიკა აქვს, ის ჩვეულებრივზე უფრო ცივია. სარკის წინ თუ სანთელი ჩაქრა, ე.ი. ის უარყოფითი ენერგიის მატარებელია.
- სარკეში სიბნელეში ჩახედვა შეიძლება?
- თუ სარკეში სიბნელეში იხედებით, სარკიდან იღებთ არა იმ გამოსახულებას, რასაც თვალით ხედავთ, არამედ მთლიანად ასტრალური სამყაროდან მიღებულ უხილავ ენერგიას. მაგალითად, ერთმა ბავშვმა ახალი წლის ღამეს, სიბნელეში ორ სარკეში ჩაიხედა და დაინახა რაღაც არსება, რომელსაც შემდეგ ყოველდღიურად ხედავდა. ბავშვს შიშები დაეწყო და დიდი დრო დასჭირდა მის განკურნებას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სარკესთან ექსპერიმენტების ჩატარება სახიფათოა...

ანა კალანდაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS