- საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ძალიან მოუმზადებელი ვიყავი პროფესიის არჩევისთვის. ბავშვობიდან მინ-დოდა მსახიობობა, ბევრ წრეზე
- პირველი მნიშვნელოვანი როლი.…
- პირველი როლი, რომელზეც მართლა ვიმუშავე და შევქმენი, იყო ''ანა ფრანკის დღიურში'' განსახიერებული პერსონაჟი, მართლა ძალიან მიყვარს სპექტაკლიც და ჩემი გმირიც. ნაწყვეტებში შესრულებული როლებიდან კი გამოვყოფდი ''სეილემის პროცესს''. ასევე გადაღებული ვარ ერთ-ერთი სტუდენტის ფილმში, რომელიც ზუსტად ვიცი, ბევრს მიაღწევს და საკუთარ გვარ-სახელს საზოგადოებას დაამახსოვრებს.
- ნატალია, ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' გაგიცანით. როგორ მოხვდი სერიალში?
- საერთოდ, კასტინგებზე სულ დავდიოდი, პირველ რიგში, გამოცდილებისთვის. მეორე კურსზე ვიყავი, როცა ერთ-ერთი პროექტის კასტინგზე გავედი, ყველა ტური წარმატებით გავიარე, დამამტკიცეს როლზე, მაგრამ ძალიან შემეშინდა, ვღელავდი, გამოცდილება არ მქონდა, მაშინ სპექტაკლზეც კი არ მქონდა ნამუშევარი და უარის თქმა გადავწყვიტე. დაიბარეს ჩემი პედაგოგი გიორგი შალუტაშვილი და სთხოვეს დახმარება, დამელაპარაკა და მისი ხათრით დავთანხმდი, უნდა დაიწყოს გა-დაღებები, მაინც მეშინია, ვნერვიულობ, არც ხელფასი მინდა, არც არაფერი და უცებ ჩავარდა პროექტი (იღიმის). უბედ-ნიერესი ვიყავი. რაც შეეხება ''ჩემი ცოლის დაქალებს'', აქაც კასტინგის მეშვეობით მოვხვდი. კასტინგი 19 წლის გოგოზე გამოაცხადეს, მე კი ძირითადად 35 ან მეტი ასაკის ქალებს ვასახიერებდი, მხოლოდ ერთხელ ვითამაშე 27 წლის გოგონა. სულ მეუბნე-ბოდნენ, უფრო დიდს ჰგავხარო. ამიტომაც არც ამ კასტინგის იმედი მქონდა, მაგრამ დამამტკიცეს. ამაზეც ძალიან ბევრი ვიფიქრე, რადგან უმნიშვნელოვანესია, პირველად როგორ გამოჩნდები ფართო მასების წინაშე, თეატრში რაც უნდა გავაკეთო, ტელევიზია სულ სხვაა, როცა იცი, ტელევიზორში ერთხელ გამოჩენით მაყურებელს ან ისე ამახსოვრდები, ან – ასე, უფრო მეტს ფიქრობ, პირველი ნაბიჯის გადადგმა ძალიან რთული ყოფილა, მაგრამ გაამართლა.
- როგორც ვხვდები, შენი გმირი ნინი სრულიად განსხვავდება შენგან. გმირზე მუშაობა, ხასიათის ჩამოყალიბება გაგიჭირდა?
- ყველა ადამიანში ყველანაირი თვისებაა ჩადებული, უბრალოდ, დოზირებაა განსხვავებული, როცა გმირს ჰკიდებ ხელს, უნდა შეისწავლო მისი თვისებები და შენში მათი დოზა ისე შეცვალო, როგორც შენს გმირს ''აწყობს''. ჩემი გმირი გარდატეხის ასაკშია, ესაა ურთულესი პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში, რაღაცებს ჩემი წარსულიდან ვიხსნებ და გმირზე მუშაობისას ვიშველიებ, ასევე ჩემ ირგვლივ ბევრი გოგონაა ჩემი პერსონაჟის მსგავსი პრობლემებით.
- ნინის აბორტის თემამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ალბათ, შე სასრულებლადაც რთული იქნებოდა. შენი აზრით, ნინო კასრაძის გმირი სწორად მოიქცა?
- ძალიან რთული სიტუაციაა და მიჭირს პასუხის გაცემა. ამაზე ბევრი ვიფიქრე, მივედი კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე, მერე ავირიე, სხვებსაც ვკითხე, ბევრი ვიმსჯელეთ, მაგრამ გამოკვეთილი პოზიცია ახლაც არ მაქვს. მე მაკას საქციელს ვერ გავამართლებ. სხვათა შორის, დედაჩემს ვკითხე, იგივე მე რომ დამმართვოდა, როგორ მოიქცეოდი-მეთქი, შენ როგორც გადაწყვეტდი, ისე იქნებოდაო, - მიპასუხა.
- ნინო კასრაძე არის შენი უშუალო პარტნიორი, იცნობდი მანამდე?
- ნინოს ადამიანობასა და პროფესიონალიზმზე საუბარს არ დავიწყებ, არაჩვეულებრივი ადამიანია, ყოველთ-ვის ძალიან მომწონდა, მაგრამ მანამდე არ ვიცნობდი. ჩემს პედაგოგთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ყველას, უამრავ თემაზე ვსაუბრობთ, ნინო მისი მეგობარია, შემპირდა, გაგაცნობო. როლზე რომ დამამტკიცეს და გავიგე, დედაჩემი ნინო უნდა ყოფილიყო, დავურეკავ ჩემს პედაგოგს და სიცილით ვუთხარი, აი, სულ აღარ მჭირდება შენი გაცნობა, მე თვითონ გავიცნობ ნინოს, რადგან ჩემი პარტნიორია-მეთქი.
- ნინო გამოცდილი, შემდგარი მსახიობია, ღელავდი მასთან მუშაობისას თუ გეხმარებოდა?
- რასაკვირველია, ვღელავდი. ვცდილობ, მეტი ვისწავლო მისგან და ვაკვირდები, როგორ მოქმედებს ნინო, როგორ კითხულობს, როგორ უფიქრდება თავის როლს, როგორ ურთიერთობს რეჟისორთან, რაში ზოგავს დროს, რაში ენერგიას, ასევე ვარ გია როინიშვილთან მიმართებით. ნინომ რომ შეამჩნია, მისი აზრი მაინტერესებს, მნიშვნელოვანია, რას მეტყვის, როგორ შემაფასებს, მეხმარება. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი პარტნიორები შემხვდა.
- ბოლოს, პირადზეც უნდა გკითხო.
- ბევრს ვერაფერს გეტყვი, მთლიანად შემოქმედებით საქმიანობაში ვარ ჩართული.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''