- მამა 23 წლის ასაკში გავხდი, არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო, მერე კი დავშორდი იმ მეუღლეს, მაგრამ მამა ხომ გავხდი?! (იცინის)
- გარკვეულწილად ალბათ რთული იყო შვილთან ურთიერთობა დაშორების შემდეგ.
- როცა ჩვენ ერთმანეთს დავშორდით, ბავშვი 7 წლის იყო. დაშორება მარტივი არაა, ეს მტკივნეული იქნებოდა ბავშვისთვისაც, ასევე განვიცადე მეც. თუმცა, როგორც ვახერხებდი, ვცდლობდი, ეს დანაკლისი შემევსო.
- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, შვილებმა ძალიან შემცვალესო, რა იგულისხმება ამაში?
- სანამ შვილები მეყოლებოდა, სრულიად სხვაგვარად ვფიქრობდი ამა თუ იმ საკითხზე, მათმა არსებობამ ბევრი რაღაც შეცვლა, უფრო მეტად ვფიქრობდი იმაზე, ჩემი საქციელი ხვალ ჩემს შვილებს როგორ წაადგებოდათ. თავისთავად ცვლის ოჯახი ადამიანს, სად თავისუფალი კაცის ცხოვრება, რომელიც ქმედებაში, ემოციებშიც კი თავისუფალია და სად ოჯახის პატრონი ადამიანის საქციელი, რომელიც ფიქრობს ყველა ნაბიჯზე, რათა შვილებს არ შერცხვეთ მისი.
- შვილებთან ურთიერთობაში სიმკაცრე გახასიათებთ, თუნდაც მაშინ თუ იყავით მკაცრი, როცა ბავშვები პატარები იყვნენ?
- არა, არც პატარაობაში და არც დიდობაში მათ მიმართ სიმკაცრე არ გამომიჩენია, არც ერთთან არ მიჩხუბია, არც ერთისთვის არ დამიყვირია, ხელის მორტყმაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ძალიან მეგობრულად გავზარდე სამივე შვილი და დღემდე ასეთი ურთიერთობა გვაქვს.
მსჰობლები
- შვილების აღზრდაში თუ იყავით ჩართული, ვგულისხმობ, გასეირნებას, ზღაპრის წაკითხვას და ა.შ…
- რა თქმა უნდა. თუმცა ეს საკითხი მაინც თავისუფალი დროის არსებობაზე იყო დამოკიდებული. თუკი არ ვიყავი დაკავებული, ბავშებთან ურთიერთობაზე კარგი რა უნდა მეკეთებინა?!
- ხომ გაგიგიათ, რომ ამბობენ, გოგოებს მამებთან აქვთ განსაკუთრებული ურთიერთობა, ბიჭებს კი – დედებთანო. თქვენ თუ გიგრძნიათ მსგავსი რამ?
- კი, ამბობენ ამას, მაგრამ მე არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს ქალიშვილებთანაც და ვაჟიშვილთანაც. ქალიშვილის სიყვარული საოცრებაა, ვაჟთან თავისებური დამოკიდებულება მაქვს და მიხარია, რომ ღირსეული შვილი მყავს და კარგი ბიჭია. ვამაყობ ჩემი შვილებით.
- ბატონო ვანო, რამდენი შვილიშვილის პაპა ბრძანდებით?
- სამის. პირველი მეუღლისგან მყავს ქალიშვილი, რომელსაც უკვე ორი შვილიშვილი ჰყავს, მეორე ქალიშვილთანაც მყავს შვილიშვილი - იოანე. ასე რომ, დე-იურე სამი მყავს, დე-ფაქტო - ერთი (იცინის). პაპობა, ესაა განსაკუთრებული გრძნობა, რომელიც თუ არ გამოსცადე, ვერ გაიგებ, ვერ გაითავისებ. როგორც მშობლობას ვერ შეიგრძნობ მანამ, სანამ შვილი არ გაგიჩნდება, იგივეა შვილიშვილის შემთხვევაც.
იხილეთ გაგრძელება