28 დეკემბერი, 2014
"ეკა ვერ იტყვის, რომ მე მას რამე ვაწყენინე და არც მე მახსოვს მსგავსი რამ მისგან"
ლალი ბადურაშვილი ტრადიციების მოყვარული ქალბატონი გახლავთ. მასთან საუბარი საახალწლო თემით დავიწყეთ, მსახიობმა მისი საფირმო გოზინაყის რეცეპტიც გაგვიმხილა, ამასთან ერთად რძალ-დედამთილობის, ბებია-შვილიშვილობის თემაც არ დაგვრჩენია უყურადღებოდ.

- ბავშვობიდან დღემდე ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდები, ჩემს პატარაობაში ასე მომრავლებული რესტორნები სად იყო?! ერთმანეთთან დავდიოდით სტუმრად... ნათესავები ვიკრიბებოდით... ჩემს ოჯახში მეკვლის ტრადიცია მკაცრად დაცულია. ჩემი უფროსი ბიჭის მეგობარი გიორგი გეგეჭკორი, გოგი გეგეჭკორის ვაჟი უკვე მერამდენე წელია არც ვიცი, რაც ჩემი მეკვლეა. ერთ კორპუსში ვცხოვრობდით, მერე ჩვენ გავყიდეთ ბინა
და იქვე ახლოს ვიყიდეთ, გია და გიორგი სამხატვრო აკადემიაშიც ერთად სწავლობდნენ და მეგობრობენ უკვე ბევრი წელია. დაახლოებით 25 წლის წინ, გიორგი ჩვენი მეკვლე იყო და ის წელი მართლა კარგად წავიდა, მეორე წელიწადს ჩემი სიძეები გახლდნენ მეკვლეები და მაინცდამაინც სახარბიელო წელიწადი არ გვქონია, ამიტომ გიორგი, რომელსაც მეგობრები გოიკას ეძახიან, გავაფრთხილე, გოიკ, ახალ წელს სანამ შენ არ მოხვალ მეკვლედ, კარს არავის გავუღებ-მეთქი. დღემდე გოიკა ჩვენი მეკვლეა, მირეკავს ხოლმე, დეიდა ლალი, მოვდივარო. კიდევ კარგი, ახლოს ვცხოვრობთ (იცინის).
- რაც შეეხება საახალწლო სამზადისს, გაგვიმხილეთ თქვენეული გოზინაყის რეცეპტი...
- ჩემი შვილები მეუბნებიან, შენნაირ გემრიელ გოზინაყს არავინ აკეთებსო. ამის მთელი საიდუმლო ისაა, რომ მე აუცილებლად ვხალავ ნიგოზს. ჩემი გოზინაყი არაა ქათქათა თეთრი, მოყავისფროა, მოხალული, მაგრამ გემრიელი. როგორც ყველა, მეც სამჯერ წამოვადუღებ თაფლს, მესამე წამოდუღებაზე ვყრი მოხალულ ნიგოზს, ადუღებიდან 10-15 წუთის შემდეგ ვდებ დაფაზე და ვჭრი.. განსაკუთრებულს არაფერს ვაკთებ, გარდა იმისა, რომ ნიგოზს ვხალავ.
- ქალბატონო ლალი, რძალ-დედამთილობის თემაზე მინდა გკითხოთ. ვისზეა დამოკიდებული ამ ურთიერთობის ჯანსაღად აწყობა?
- ზოგადად რთულია ეს საკითხი. ჩემ დროს ჩვეულებრივი ამბავი იყო, რძალი რომ დედამთილთან ცხოვრობდა, დღეს ნაკლებადაა ამის მსურველი. სანაცნობოში მყავს ერთი ულამაზესი გოგონა, რომელიც დედამთილთან ცხოვრობდა, ჰქონდა არაჩვეულებრივი ურთიერთობა, მაგრამ თავი მოიკლა, სანამ ქმართან ერთად ცალკე არ გავიდა საცხოვრებლად. ოჯახი ყველანაირად უწყობდა ხელს ყველა საქმეში, დღეს ყველაფერი მისი გასაკეთებელია, მაგრამ ასე ურჩევნია.
მე მთელი ცხოვრება დედამთილთან ერთად ვცხოვრობდი... 

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS