25 დეკემბერი, 2014
''სადაც საყურეს გაიკეთებ, ბარემ ''მინიიუბკაც'' ჩაიცვი''
ძალიან დიდი მნიშვნლეობა აქვს, ვინაა თამადა რუსთაველის თეატრში ანა კალანდაძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა, სადაც ''ქართული ხმებიც'' მღეროდა. სწორედ იქ შევხვდით დათო არჩვაძეს და ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ.

- დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ტრადიციებს და ტრადიციულ ადამიანებს.A ამა თუ იმ ტრადიციამ შემოინახა სხვადასხვა ქვეყნის კულტურა, ხასიათი, თვითმყოფადობა. აუცილებელია, ადამიანი გარკვეული დოზით დაემორჩილოს ტრადიციებს.
- რომელი ტრადიცია მიგაჩნიათ დრომოჭმულად?
- დღევანდელი გადმოსახედიდან ბევრი რამ ზედმეტად მეჩვენება, თუნდაც იმიტომ, რომ ცხოვრება შეიცვალა და დრომ მოიტანა ეს
ყველაფერი. მოგეხსენებათ, მთელი ცხოვრება ქართულ სიმღერასთან პირდაპირი კავშირი მაქვს, მეტიც, ვსუნთქავ და ვცოცხლობ ქართული სიმღერით, შესაბამისად, სცენის, ურთიერთობის, სუფრის ტრადიცია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, სუფრაზე უკვე ბევრი რამ მაღიზიანებს, რა საჭიროა ამდენი ყანწით, ვედროთი და ლამპის შუშით დალევა, როცა შეიძლება, პატარა ჭიქით, ლამაზად, ისე ჩაატარო საღამო, რომ არც გადათვრე, აზრი ჰქონდეს შენს იმ სუფრაზე ყოფნას, მეორე დღეს გახსოვდეს, სად იყავი და ის დღე იყოს შენთვის დაუვიწყარი. ჩვენს ქვეყანაში სუფრის კულტურა მაღალ ხარისხში იყო აყვანილი.
- თამადა, გაუთავებელი სადღეგრძელოები ხშირად გამაღიზიანებელიცაა.
- ძალიან დიდი მნიშვნლეობა აქვს, ვინაა თამადა, მან ძალიან დოზირებულად უნდა წარმოთქვას სადღეგრძელო და თავი არ უნდა მოაბეზროს სუფრის წევრებს. ჩვენი მეგობრის ბებიის ქელეხში თამადამ ისე კარგად წაიყვანა სუფრა, ყველა პირდაღებული უსმენდა, მიუხედავად იმისა, რომ ჭირის სუფრა იყო. მაგალითად, დათუნიკა სხირტლაძემ, რომელიც, ჩემდა საამაყოდ, რაჭის წარმომადგენელია, ქორწილის სუფრა ისე ჩაატარა, წვეთი არ დაულევია, არაჩვეულებრივი საღამო აჩუქა ადამიანებს.
- რაც შეეხება სტუმარმასპინძლობას, მოულოდნელი სტუმარი, რიგ შემთხვევებში დისკომფორტის საფუძველი ხდება?..
- საზღვარგარეთ თუ გინდა სტუმრად მიხვიდე, ერთი კვირით ადრე უნდა შეუთანხმდე და გააფრთხილო, ჩვენთან კი ასე არ ხდება. ჩემი აზრით, ადამიანმა ორი დღით ადრე მაინც უნდა გაგაგებინოს, რომ შენთან სტუმრობას აპირებს, ჯერ ერთი, დროის ფაქტორის გამო და მეორეც, სტუმარს გინდა, ღირსეულად დახვდე და პატივი სცე. თორემ, სპონტანურად მოსული სტუმრებიც ძალიან მიყვარს, მთავარია, ასეთ დროს გასაქცევი არ იყო და გეცალოს.
- გენდერულ თანასწორობაზე რას ფიქრობთ?
- მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული ადამიანი ვარ, მიყვარს არაორდინარული რაღაცები. ბოლო ორი წელია, ჩემი დაბადების დღის თამადა, ჩემი დაჟინებული თხოვნით, ქალბატონი ნანა ცინცაძე იყო. მაგ დროს ნანა ქალიცაა და კაციც, ყველას არაჩვეულებრივი დრო ატარებინა.
რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას ოჯახურ ცხოვრებაში, ეს ურთიერთგაგებაზეა დაყრდნობილი, ფუნქციები სწორად უნდა იყოს განაწილებული, კაცს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს და ქალს – თავისი, თუმცა ამბობენ, რომ ამ ბოლო დროს როლები შეიცვალა, ქალები გაძლიერდნენ, არჩენენ ოჯახებს, კაცები სხედან ''ბირჟაზე'' და ა.შ. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. არანაირად არ მივესალმები გამოთქმას: ''ქალი მხოლოდ სამზარეულოში'', ქალს თავისი საქმე უნდა ჰქონდეს, მაგრამ არიან მანდილოსნები, რომლებიც ტრაბახობენ, კარტოფილის შეწვაც კი არ ვიცითო. ჩემი აზრით, ეს სატრაბახო არაა, თუ მართლა ასეა, გაჩუმდი მაინც. რა სჯობს, მეუღლე რომ გაგიმზადებს უგემრიელეს სადილს?!
- ოჯახის შექმნის ტრადიციაზე, წყვილის ქორწინებამდე თანაცხოვრებაზე როგორია თქვენი მოსაზრება?
- ამ ყველაფერს დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. ტრადიციულად ვარ გაზრდილი, ამიტომ მგონია, რომ სასურველია, წყვილმა თანაცხოვრება ჯვრისწერის შემდეგ დაიწყოს და ღმერთის ხელდასხმით მოხდეს ყველაფერი. თუმცა ქორწინებამდე თანაცხოვრებასაც აქვს დადებითი მხარე - წინასწარი თანაცხოვრების დროს წყვილი უკეთ იცნობს ერთმანეთს, ერთგვარი გამოცდაა, და თუ წარმატებით გაივლიან ამ პერიოდს, მერე იციან, რომ მთელი ცხოვრება პრობლემა არ ექნებათ. თუ ქალმა და ვაჟმა მოინდომა წინასწარ ''რაღაცის'' ჩადენა, ამას წინ ვერავინ აღუდგება და ვერც ვერავინ გააკონტროლებს, ყველა ერთნაირი არ არის (იღიმის).
- ბიჭები საყურით, ვიწრო შარვლით, გრძელი თმით...
- რა ვქნა, ქართველი კაცის ბუნებაში არ ზის საყურე. სადაც საყურეს გაიკეთებ, ბარემ ''მინიიუბკაც'' ჩაიცვი... საზღვარგარეთ, თუ ვინმეს გადახრა აქვს ორიენტაციის მხრივ, ხმამაღლა გამოხატავს ამას და თავისი გარეგნობით, ქცევით, თუნდაც იმ საყურით ან ჩაცმით მიგანიშნებს, რომ ''ისეთია'', ჩვენთან კი ყველაფერი ფარულად ხდება.
- აგრესია არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების მიმართ გამართლებულად მიგაჩნიათ?
- აგრესიის, დაჩაგვრისა და ავტომატის წინააღმდეგი ვარ. ფსიქოლოგიურად უნდა წავიდეს ამ საკითხზე მუშაობა და არა ძალისმიერად. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს აღზრდას, ეკლესიასთან კავშირს. ბევრი ნათლული მყავს, შეიძლება, მე ვერ ვიცლი იმისთვის, რომ ეკლესიაში ვატარო, მაგრამ თვალყურს ვადევნებ მათ ცხოვრებას და მიხარია, რომ ამ საკითხში ძალიან კარგად არიან. მოგეხსენებათ, მე ვხელმძღვანელობ გუნდ ''მოძახილს'', სადაც ასეულობით ბავშვი გამოვზარდე და ვზრდი, ჩვენი რეპეტიციის ნახევარი ეთმობა ზრდილობას, კულტურას, ურთიერთობებს, არ მჭირდება მისი სიმღერა, თუ ის უზრდელი გამოვა. მეც ასე გამზარდა თემურ ქევხიშვილმა და დღემდე ამით ვხელმძღვანელობ. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ მომავალი თაობა იმ უკეთურებისგან, რაც ზემოთ ვახსენეთ. ყველანი ერთად უნდა დავდგეთ ახალი თაობის სადარაჯოზე, რომ სწორად წარმართონ თავიანთი ცხოვრება და ჩვენზე წარმატებულები იყვნენ.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
ნინა
რიგ რაღაცეებში შემიძლია დავეთანხმო ამ ადამიანს,მაგრამ ის,რომ საყურე აუცილებლად განსხვავებულ ორიენტაციაზე მიუთითებს,ამაში არაფრით არ ვეთანხმები.საყურე უკეთია დუტას,რა კაცი არ არის? ნიკა გრიგოლიასაც უკეთია,ამიტომ ორიენტაციაშეცვლილია? ასე მსჯელობა ხომ აბსურდია! საყურე აქსესუარია,რომელიც სურვილის და სტილის მიხედვით შეუძლია მოიხდინოს კაცმა და ამაში დასაცინს და აუგისსაქთემელს ვერაფერს ვხედავ! საყურე არაფრით არ ართმევს კაცს ვაჟკაცობას,არც სხვაზე ნაკლები პატრიოტია და არც სხვაზე უარესად აზროვნებს! მე ვფიქრობ ადამიანის ინტიმურ დეტალზე ასე აფიშირება და ქილიკი არასწორია და ეს ყველამ უნდა შეიგნოს.არ მოგწონს? ნუ გაიკეთებ,მაგრამ ვისაც მოსწონს და უკეთია ,ნუ ეცინი,ესაა მთავარი!
16:15 / 25-12-2014
გამოხმაურება / 0 /
თათა
ძალიან ყოჩაღი და ვაჟკაცი ხარ და საეთოდ მშვიდობაა ხარ :)
15:54 / 25-12-2014
გამოხმაურება / 0 /
კიო-ს
დეგენერატი ხარ
15:23 / 25-12-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ბნელა შენთან ჩემო დავით.
14:14 / 25-12-2014
გამოხმაურება / 0 /
კიო
მიდით დაესიეთ ფერადებო ნორმალურ ადამიანს თქვენთვის გამოსულობა ხომ გეების საჯდომზე გადის რომელსაც არადანიშნულებით იყენებენ
12:34 / 25-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მირიანი
ეს რომელ საუკუნეში ბანაობს ნეტა? ამ სირაკუზას ვინმემ აუხსენით რომ საყურე ზოგიერთ ქვეყანაში ეროვნული ტრადიციაა, მაგალითად შოტლანდიასა და ირლანდიაში და სულაც არ ნიშნავს 'იმნაირობას'. რა ბნელეთის პარადია იოპტვაიუმაწ ჰა?
12:24 / 25-12-2014
გამოხმაურება / 0 /
იგავ-არაკი
აკო შენ ქართველი არა ხარ,შენ ხარ მოდერნისტული უეროვნებო არსება(ზომბი) და სხვას ნუ უშლი ქართველობას!
12:15 / 25-12-2014
გამოხმაურება / 0 /
maka
ეს რათქვა ? ესაა ქართველობა და ტრადიცია სტუმარმა 2 დღით ადრე გამაგებონოსო მოვდივარო? გაევროპელებულა და ვერ გაუგია,შენ შეიძლება მოიწვიო თუნდაც ერთი კვირით ადრე დაგეგმილ წვეულებაზე მაგრამ სტუმარს როცა უნდა მაშინ მოვა, მოულოდნელ სტუმარს რა ჯობია? დახვდები კეთილი გულით რაც გექნნება იმით, მეგობრებს კი შეუძლია ღამის 3 საათზე მოვიდნენ დაგადგნენ, ესაა ბატონო ქართველობა!
12:01 / 25-12-2014
გამოხმაურება / 0 /
აკო
ეს ტიპი კიდე თამადაზე სუფრია ტრადიციაზე და საყურეზე საუბრობს სად არის ჩარჩენილი საერთოდ ? ან ჟურნალისტი ვინც ამ იდიოტობებს ეკითხება საერთოდ ნორმალურია ? რა ნაგავის ტირაჟირებას ეწევით ,რა უბედურებაა ეს .... საყურე თურმე განსხვავებულ ორიენტაციას ნიშნავს :))) იმაზე ილაპარაკოს ერთ კვირაში ცოლი რატო გაექცა ვაჟკაცს ?! პაკისტანში მგონია თავი თქვენი შემხედვარე !!!
11:01 / 25-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
ღმერთმა გაგახაროს და გაგაძლიეროს კარგო ადამიანო. მჯერა რომ, ქართველი ერი გადაურჩება გადაშენებას. ასეთ ადამიანებზე დგას ქვეყანა
11:00 / 25-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS