23 დეკემბერი, 2014
ნანა მელქაძემ წინასაახალწლოდ ახალი კოლექცია შექმნა - სად შევიძინოთ ხარისხიანი ქსოვილები
მომავალ წელს ფერებიდან ყველაზე აქტუალური იქნება მწვანე, ლურჯი ტონალობები საქართველოში საკმაოდ ბევრი დიზაინერი მუშაობს, თუმცა მომხმარებლისთვის ხარისხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. იმ შემთხვევაში, თუკი დიზაინერს არ მიმართავთ, გყავთ კარგი მკერავი და უბრალოდ, ხარისხიანი ქსოვილის შეძენა გსურთ, ეს არცთუ ისე ადვილი საქმეა. გარდა ამისა, წინასაახალწლოდ აქტუალურია თემა, როგორ სამოსში გამოვეწყოთ და სად შევიკეროთ სასურველი კაბა, ორეული თუ სხვა რამ. რჩევებისთვის დიზაინერ ნანა მელქაძეს მივმართეთ.

2015 წლის ზოგადი ტენდენციები.

- მომავალ წელს ფერებიდან ყველაზე აქტუალური იქნება მწვანე, ლურჯი ტონალობები.
ასევე წითელი, თეთრი, შავი და ყვითელი. მოგეხსენებათ, 2015 წელი მწვანე თხის წელიწადია, საახალწლო ჩაცმულობაც უნდა შეესაბამებოდეს ამ წლის ფერებსა და სტილს. ზოგადად, იგრძნობა 60-70-იანი წლების გავლენა. აქტუალურია რეტრო, ანუ კარგად დავიწყებული ძველი. მას ემატება ახალი, თანამედროვე დეტალები ისე, რომ სტილი არ დაირღვეს. ამ შემთხვევაში დიდი ყურადღება უნდა მიექცეს აქსესუარებს. მოდურია მაღალწელიანი შარვლები და ქვედაბოლოები, კოქტეილის კაბები ოდნავ გაშვებული დგომით, მუხლამდე სიგრძის პალტოები და ოდნავ თავისუფალი ტყავის ქამრები. რაც შეეხება ფეხსაცმელს ან ჩექმას, უნდა იყოს აუცილებლად ტყავის და მაღალქუსლიანი. მამაკაცებს შეუძლიათ მოირგონ მოკლე პალტოები, ტყავის ან ზამშის დეტალებით, თუმცა ძალიან არ უნდა წავიდეს სპორტული სტილისკენ და კლასიკურობა შეინარჩუნოს.

საახალწლო კოლექცია

- ახალ, სპეციალურად წინასაახალწლოდ შექმნილ კოლექციაში გამოვიყენე საკმაოდ ორიგინალური, ჩემი ხელწერით შექმნილი აქსესუარი, რომელმაც კოსტიუმებს სრულყოფილი სახე მისცა და მომხმარებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ზემოხსენებული კოლექცია მოიცავს საღამოს კაბებს, კოქტეილის კაბებს, შარვლებს, ბლუზებსა და პალტოებს.
წელს ძალიან მოდურია ბეწვი და ტყავი. მე გამოვიყენე როგორც თხის, ასევე სხვადასხვა ნატურალური ბეწვი, რომელიც სამოსს მდიდრულ ელფერს აძლევს. ბეწვით შეგიძლიათ, ყოველდღიური სამოსიც გააწყობინოთ, თუმცა აუცილებელია ზომიერების შენარჩუნება.

ხარისხიანი ქსოვილები

- წლებია, ვემსახურები მოდის სფეროს და შესაბამისად, სულ ვეძებ უმაღლესი ხარისხის მასალებს. იმისთვის, რომ ეს პრობლემა მომეხსნა, გავხსენი საკუთარი მაღაზია, `მოდის სახლი ნანა მელქაძე~, რომელიც აღმაშენებლის 82 ნომერში მდებარეობს. პირველ სართულზე ქსოვილები იყიდება, მეორეზე კი - ჩვენი ბრენდის მზა ტანსაცმელი. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს მაღაზიაში ქსოვილები სეზონურად შემოდის იტალიიდან და მათი შერჩევისას ყოველთვის ვითვალისწინებ, რა არის მოდური და უცხო. მაღაზიაში ქსოვილის შეძენა შეუძლია არა მხოლოდ ჩემს მომხმარებელს, არამედ ჩვეულებრივ მყიდველსაც. გვაქვს ნაჭრების ძალიან კარგი არჩევანი, ფერებისა თუ ფაქტურების მხრივ. ასევე ჩვენთან არის ბეწვეულისა და ტყავის მრავალფეროვნება. ჩემს მოდის სახლში იკერება ნებისმიერი სტილის სამოსი, როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის.

ნანა მელქაძის ატელიეს, რომელიც სანქტ-პეტერბურგის #3-ში მდებარეობს, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ტელეფონზე: 2441221

ნინო მურღულია

R

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ჰმ
მოდურია მწვანე,ლურჯი,აგრეთვე თეთრი,შავი,წითელი,ყვითელიო და დარჩა კიდევ რომელიმე ფერი,რომელიც არამოდურია?
17:10 / 24-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ქსოვილებით დავინტერესდი ძალიან.
15:15 / 23-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS