2015 წლის ზოგადი ტენდენციები.
- მომავალ წელს ფერებიდან ყველაზე აქტუალური იქნება მწვანე, ლურჯი ტონალობები.
საახალწლო კოლექცია
- ახალ, სპეციალურად წინასაახალწლოდ შექმნილ კოლექციაში გამოვიყენე საკმაოდ ორიგინალური, ჩემი ხელწერით შექმნილი აქსესუარი, რომელმაც კოსტიუმებს სრულყოფილი სახე მისცა და მომხმარებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ზემოხსენებული კოლექცია მოიცავს საღამოს კაბებს, კოქტეილის კაბებს, შარვლებს, ბლუზებსა და პალტოებს.
წელს ძალიან მოდურია ბეწვი და ტყავი. მე გამოვიყენე როგორც თხის, ასევე სხვადასხვა ნატურალური ბეწვი, რომელიც სამოსს მდიდრულ ელფერს აძლევს. ბეწვით შეგიძლიათ, ყოველდღიური სამოსიც გააწყობინოთ, თუმცა აუცილებელია ზომიერების შენარჩუნება.
ხარისხიანი ქსოვილები
- წლებია, ვემსახურები მოდის სფეროს და შესაბამისად, სულ ვეძებ უმაღლესი ხარისხის მასალებს. იმისთვის, რომ ეს პრობლემა მომეხსნა, გავხსენი საკუთარი მაღაზია, `მოდის სახლი ნანა მელქაძე~, რომელიც აღმაშენებლის 82 ნომერში მდებარეობს. პირველ სართულზე ქსოვილები იყიდება, მეორეზე კი - ჩვენი ბრენდის მზა ტანსაცმელი. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს მაღაზიაში ქსოვილები სეზონურად შემოდის იტალიიდან და მათი შერჩევისას ყოველთვის ვითვალისწინებ, რა არის მოდური და უცხო. მაღაზიაში ქსოვილის შეძენა შეუძლია არა მხოლოდ ჩემს მომხმარებელს, არამედ ჩვეულებრივ მყიდველსაც. გვაქვს ნაჭრების ძალიან კარგი არჩევანი, ფერებისა თუ ფაქტურების მხრივ. ასევე ჩვენთან არის ბეწვეულისა და ტყავის მრავალფეროვნება. ჩემს მოდის სახლში იკერება ნებისმიერი სტილის სამოსი, როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის.
ნანა მელქაძის ატელიეს, რომელიც სანქტ-პეტერბურგის #3-ში მდებარეობს, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ტელეფონზე: 2441221
ნინო მურღულია
R