21 დეკემბერი, 2014
როგორ ებრძვის ჯეჯი გომელაური მარიტა ჯანაშიას ეგოიზმს
ახალ წლამდე 10 დღე დარჩა და უფრო და უფრო მძაფრდება მოლოდინი. უკვე ჰაერშიც ახალი წლის სუნი ტრიალებს, აფუსფუსდა ხალხიც... ჩვენ ცნობილ გოგონებს ამ დღესასწუალის შესახებ ვესუაბრეთ. მიუხედავად იმისა, რომ სამივე ზრდასრულ ასაკშია, ერთხმად აცხადებენ, რომ უნდათ, თოვლის ბაბუის არსებობის სჯეროდეთ და საკუთარ თავს გარკვეულწილად ამას აჯერებენ კიდეც.

მარიტა ჯანაშია:

- ძალიან მიყვარს ახალი წელი იმიტომ, რომ ყველა ერთად იზიარებს სიხარულს, ერთად აღნიშნავს. გარდა ამისა, პირველ იანვარს ჩემი დაბადების დღეა, ჩემი მშობლებისთვის ორმაგი დღესასწაულია. ჩემი მეგობრები
იკრიბებიან ხოლმე ჩემთან და ორივე დღესასწაულს, დაბაბდების დღეს და ახალ წელს ერთად აღვნიშნავთ.
- ტრადიციულად სად ხვდები ახალ წელს?
- სახლში ვხვდები ხოლმე დედაჩემთან ერთად და მერე ვიძინებ. კლუბების მოყვარული არ ვარ, რამდენჯერმე კი გავედი გარეთ, მაგრამ დიდად ვერ მოვიხიბლე. წელს კი მე და ჯეჯი საფრანგეთში მივდივართ მამაჩემთან და იქ შევხვდებით ახალ წელს და დაბადების დღესაც.
- მარიტა, თოვლის ბაბუის რა ასაკამდე გჯეროდა?
- მე დღემდე მჯერა (იცინის). ჯეჯის ვუთხარი, რომ დღემდე მჯერა, თოვლის ბაბუა არსებობს და არ მინდა იმის გაგონება, რომ ასე არ არის. მგონია, რომ აბსტრაქტულად სადღაც ირმებთან ერთად დაფრინავს. მისი მოტანილი საჩუქრები ბავშვობაში ბალიშის ქვეშ მხვდებოდა, ვგიჟდებოდი "ბარბებზე" და მოჰქონდა ხოლმე. ერთ წელს, წინასაახალწლო პერიოდში სახლში მისულს კართან ჩანთა დამხვდა, ჩავიხედე და დავინახე, რომ "ბარბი" იდო. მამას ვკითხე, ეს თოვლის ბაბუმ გამოგატანათ-მეთქი? კაი ახლა, მიხვდი ხომ ყველაფერს?! ამაღამ ვერაფერს ვეღარ გაჩუქებთო. ამის შემდეგ ბალიშის ქვეშ აღარ დამხვედრია საჩუქარი, წინასწარ მაძლევდნენ ხოლმე.
- დღესდღეობით, საახალწლო საჩუქრების ტრადიცია თუ გაქვს?
- ჩემი შეყვარებული ჯეჯი მეკითხებოდა, საახალწლო საჩუქრებს შენ რატომ არ უკეთებ სხვებს, თავად ხომ იღებო. მე დაბადების დღე მაქვს და იმიტომ მჩუქნიან-მეთქი, ვეუბნები. თუმცა, წელს ჯეჯი ებრძვის ჩემს ეგოიზმს და ალბათ მეც გავუკეთებ სხვებს საჩუქრებს.
- მარიტა, ბედობისა და მეკვლეობის თუ გჯერა?
- დაბედების, მეკვლის ფეხის და მსგავსი რაღაცების არ მინდა დავიჯერო, ამ ლოგიკას რომ მიჰყვე, შეიძლება, გარეკო. მეკვლის მოსვლა სასიამოვნოა, თუნდაც იმიტომ, რომ შენთვის საყვარელი ადამიანი ახალ შემობრძანებულ წელიწადს პირველად შემოდის შენს ოჯახში და გილოცავს. არ მჯერა იმის, ჩიჩილაკზე რასაც დაკიდებ ის დაგებედებაო, რომ ამბობენ. ერთხელ მე და მამაჩემმა ძალიან მაგრად დავხუნძლეთ, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ დაგვბედებია (იცინის).
მსჰობლები
- ნაძვის ხის აწყობის რაიმე რიტუალი თუ გაქვს?
- ბოლო ოთხი წელია რასაც ჰქვია მორთული ნაძვის ხე, არ მაქვს. ჩემი კატები ისეთ რაღაცებს უშვრებიან, ვერც კი წარმოიდგენ. არცერთ სათამაშოს არ აჩერებენ ტოტებზე, მარტო ყუნწები ჰკიდია ხოლმე, ამიტომ არ ვკიდებთ სათამაშოებს, ან თუ ვკიდებთ, თოკებითაა მიბმული, რომ არ გადმოაყირავონ, ან არ შეჭამონ და საბოლოო ჯამში მაინც სიმახინჯე გამოდის.
- ანუ, 4 წელია ნაძვის ხე არ გქონია კატების გამო?
- კი, მქონია, მაგრამ მხოლოდ ნაძვი სათამაშოების გარეშე, მოურთავი, ან მხოლოდ კენწეროზე მორთული, სათამაშოებს ზემოთ ვკიდებთ, რომ ვერ მიწვდნენ.

მარიკო ლეჟავა: "საშინელი იმედგაცრუება მქონდა, მაგრამ სასწრაფოდ დავხუჭე თვალები..."

- წინასაახალწლოდ ყოველთვის ამაღლებული განწყობა მაქვს, მგონია, რომ მომვალი წელი კარგის მომტანი იქნება, მჯერა სასწაულების და იმის, რომ რაც ყველაზე ძალიან გინდა, ის აუცილებლად აგიხდება. სიხარულთან, ბედნიერებასთან, მეგობრებთან ასოცირდეება ეს დღესასწაული, მომწონს მისი ოჯახში შეხვედრის ტრადიცია. თუმცა სამწუხაროდ, მე ბოლო 5 წელია ოჯახთან ერთად აღარ შევხვედრივარ ახალ წელს, იმიტომ რომ ვმუშაობ. ძირითადად ქუჩაში კონცერტზე, ან გასახდელში, გამყინვარებაში ვხვდები ახლი წლის დადგომას, მიყვარს ჩემი პროფესია და ეს დეტალიც კი მომწონს.
- 12 საათის დადგომისას რაიმე რიტუალს თუ ასრულებ? 

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS