18 დეკემბერი, 2014
რა აკავშირებს ''ნიჭიერის'' მოცეკვავეს სანდრა რულოვსთან
ავშვობაში სამეჯლისო და სპორტული ცეკვები დიდად არ მიზიდავდა 24 წლის თემურ არაბიძე თერჯოლიდან გახლავთ. 9 წლის განმავლობაში ცეკვავდა რაიონის ქორეოგრაფიულ ანსამბლში ''იმერეთი''. მსახიობობა სურდა, მაგრამ ავტოსაგზაო შემთხვევამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა - თემური შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა ეტლს მიაჯაჭვა. ცეკვისადმი სიყვარულის გამო თემურმა ყველაფერი გააკეთა სცენაზე დასაბრუნებლად.

''ნიჭიერში'' მისი და ქეთი ზაზანაშვილის დუეტმა მაყურებელი შოკში ჩააგდო. ნომერი იმდენად ეფექტური და იმავდროულად გულისამაჩუყებელი გამოდგა, ქეთი და თემური მაყურებლის ფავორიტები გახდნენ და ფინალში საპატიო ადგილები დაიკავეს. ჩვენ წყვილს სარეპეტიციო
დარბაზში ვესტუმრეთ.

თემო:
- სიმართლე გითხრათ, ბავშვობაში სამეჯლისო და სპორტული ცეკვები დიდად არ მიზიდავდა, ქართულ ქორეოგრაფიას ვეუფლებოდი, 9 წლის განმავლობაში ვცეკვავდი ანსამბლ ''იმერეთში''. მიყვარს ცეკვა. მსახიობობა მინდოდა, მაგრამ 19 წლის ასაკში ავარიაში მოვყევი და ყველაფერი თავდაყირა დადგა. 30 მეტრის სიმაღლიდან მდინარეში გადავცვივდით. მახსოვს სიბნელე. თურმე ჩვეულებრივად ვლაპარაკობდი, მაგრამ მე არაფერი მახსოვს. ყბა-სახისა და ხერხემლის მრავალმხრივი მოტეხილობა მქონდა. ექიმების დაუდევრობის გამო, სისხლი ფილტვებში გადამივიდა და კომაში ჩავვარდი. 15 დღის განმავლობაში ამ მდგომარეობაში ვიყავი. ჩემი გადარჩენის მხოლოდ ერთი პროცენტი არსებობდა. კომიდან გამოვედი. სამი ოპერაცია გავიკეთე. ერთი - ყბა-სახეზე ქუთაისში, რომელიც სწორად არ გაკეთდა და ორი თბილისში, ყბა-სახესა და ხერხემალზე. ორი თვის განმავლობაში საჭმელი არ მიჭამია. თხევად საკვებს ვიღებდი. 2010 წელს თბილისში, სახელმწიფო დაფინანსებით გავიარე რეაბილიტაცია, სახელმწიფომვე დამიფინანსა რეაბილიტაცია ყირიმში. იქ მკურნალობის შედეგად ფეხებში გრძნობა დამიბრუნდა, მოძრაობაც შევძელი.
- ალბათ, ეს შენთვის ფსიქოლოგიური ტრავმაც იყო, ყველაზე მძიმედ რა გახსენდება ამ წლებიდან?
- ფსიქოლოგიური ტრავმა, რა თქმა უნდა, იყო. ერთ დღეს იღვიძებ და ხვდები, რომ შენი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ყველაზე მძიმე დედაჩემის გარდაცვალება იყო. დედამ ძალიან განიცადა ჩემი ამბავი, ავარიიდან წელიწად-ნახევარში გარდაიცვალა. მამაჩემს ნერვიულობისგან მხედველობა დააკლდა.
- დედმამიშვილები გყავს?
- ერთი და მყავს, რომელსაც დენმა დაარტყა და ოთხი დღე კომაში იყო. ახლა გამოკეთდა, კარგადაა.
- თბილისში ვისთან ცხოვრობ?
- ვცხოვრობ ბინაში, რომელიც ქალბატონმა სანდრა რულოვსმა მიქირავა. ყოფილ პირველ ლედის დედაჩემმა გარდაცვალებამდე წერილი მისწერა. მაშინ იმდენად მქონდა გული აცრუებული ყველაფერზე, ნამდვილად არ მჯეროდა, რომ რაიმე სასწაული მოხდებოდა. ქალბატონი სანდრა თვითონ გვესტუმრა სახლში, თერჯოლაში. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ღმერთმა ანგელოზი მომივლინა ქალბატონი სანდრას სახით.
- რა გააკეთა მან შენთვის?
- ყველაფერი, რასაც დედა გაუკეთებდა საკუთარ შვილს.
- ქეთი როგორ გაიცანი?
ქეთი:
- მე დიდი ხნის განმავლობაში პოლონეთში ვცხოვრობდი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მინდოდა, ჩვენს ქვეყანაში დამენერგა სპორტული ცეკვები, რაც მოვახერხე კიდეც, გავხსენი სტუდია. პირველი ჩემი მეწყვილეც ეტლით სარგებლობდა. შემდეგ ჩემი მეწყვილე რატი იოთამაშვილი პოლიტიკაში წავიდა, დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დამცველი გახლავთ, ცეკვას თავი დაანება. სწორედ რატიმ დაგვაკავშირა მე და თემო ერთმანეთს. თემოს მანამდე ნანახი ვყავდი და ყოველთვის უნდოდა ჩემთან ცეკვა. საქართველოში ჩატარდა პოლონეთის მიერ ორგანიზებული საინტეგრაციო ცეკვების ღონისძიება, რაც გულისხმობს წყვილში მოცეკვავე შშმ და შეუზღუდავი შესაძლებლობის მქონე პირების გამოსვლას. იქ მე და თემომ ერთად ვიცეკვეთ.
თემო:
- ქეთი არაჩვეულებრივი გოგოა, ძალიან საყვარელი, ქართველი ევროპელია... 7 თვის განმავლობაში საწოლში ვიწექი. იმ პერიოდში ''ნიჭიერი'' გადიოდა. ვუყურებდი ამ პროექტს და ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ისეთი, რომ ''ნიჭიერის'' სცენაზე გამოვსულიყავი. მაშინ ქეთის არც ვიცნობდი. როცა რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად გამოგივა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჯობია, რამე გააკეთო და შეცდე, ვიდრე არ გააკეთო და მერე ინანო.
- შენ რას ნანობ?
- იმას, რომ ჩემი ავარიის გამო დედაჩემს სიცოცხლე მოვუსწრაფე.
- მაგრამ ეს ხომ შენი ბრალი არ იყო.
- მართალია, ჩემი ბრალი არ იყო, მაგრამ ის შემთხვევა რომ არა, დედა ახლა ცოცხალი იქნებოდა.
- ისეთი ლამაზი ნომერი წარმოადგინეთ, ისე თამაშობდით შეყვარებულ წყვილს, მაყურებელს გაუჩნდა კითხვა, რა ხდება თქვენ შორის?
- (იცინიან) ქეთი, შენ თქვი, მე უკვე ენაზე ტყავი გადამძვრა. არ არის ქეთი ჩემი შეყვარებული, არა, მაგრამ მგონი, ისე მიდის საქმე, იმდენჯერ დაისვა ეს კითხვა, დავფიქრდებით (იცინის).
ქეთი:
- მესმის იმ ადამიანების, ვისაც ეს კითხვა გაუჩნდა. ალბათ, კარგად ვითამაშეთ. ასეც რომ ყოფილიყო, ცუდი არ იქნებოდა. ყოველთვის ვამბობ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, მაგრამ ჩემსა და თემოს შორის, მართლა არაფერი არ ხდება. რომ ხდებოდეს, ხმამაღლა ვიტყოდი, დასამალი რა არის. ფიზიკური ლტოლვა არ არსებობს ჩვენ შორის, მაგრამ თემური ჩემთვის მეგობარზე მეტია.
- თემო, შენს ცხოვრებაში არის ქა­ლ­ი, რომელმაც დაიკავა შენი გული?
- იყო ასეთი, ორი წლის განმავლობაში ბევრი სიგიჟე ჩაგვიდენია, ოღონდ ფარულად. მისი ოჯახის წევრებს, ნათესავებს არ მოვწონდი. ვერ იმუშავებს, ვერ გადაადგილდება, ზედმეტი ტვირთია, შვილი არ გაუჩნდებაო - იყო ასეთი საუბრები. ისიც დაიღალა, შეეშინდა და... არ მიყვარს დაძალება, მით უმეტეს სიყვარულში.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ხუცო
წარმატებები არ მოგკლებოდეს..ეხლა რატომ არ ეწევა სანდრა ქველმოქმედებას? მაშინ საქართველოს ბიუჯეტი საკუთრებაში ქონდა და დიდი საქმე ცოტას თუ გაიმეტებდა...
02:57 / 23-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკო-ს
მგონი ცოტა გიჭირს აზროვნებაში
18:32 / 18-12-2014
გამოხმაურება / 0 /
გიოო11
მართალი ხარ მაიკო. სანდრა არის სისხლისმსმელი, ჩუმჩუმად დადიოდა საავადმყოფოებში და მიშას დავალებიტ ბავშვებს ხოცავდა, მერე დეზერტირების ბაზარში მიქონდა ორგანოები და იაფად აბარებდა :):):)
17:13 / 18-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკო-ს
წადი გენაცვალე კარგი ნევროპათოლოგი ნახე, შენთვის იქნება უკეთესი,ან ნაღველი ამოიჭერი,ბოღმამ არ დაგახრჩოს...
15:35 / 18-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
წარმატებას და გამოჯამრთელებას გისურვებთ მთელი გულით.
15:13 / 18-12-2014
გამოხმაურება / 0 /
რუსუდან
ქართველებმა ქალბატონი სანრდა რულოვსის სიკეთე სათანადოდ ვერ დააფასეს.მას სააკაშვილის კუთხიდან შეხედეს და გამორჩათ მისი უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა ჩვენ მიმართ.მართალია, გაწეულ სიკეთეზე მუდმივად საუბარი არ შეიძლება, მაგრამ ახლა რომ ამ წყვილის ცეკვით ტკბებით,ეს ქალბატონ სანდრას დამსახურებაა-გულთან ახლოს მიიტანა სხვისი ჭირი.
14:53 / 18-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ჯანმრთელობას ნამდვილად გისურვებთ,მაგრამ სანდრას და მისი სისხლისმსმელი მიშას "ანგელოზად" მონათლვას შეეშვით!!!ასე არ უნდა აზროვნებდეთ,თქვენ ერთით და ვინც სჭირდებოდათ ისეთი ადამიანებით მისი "ანგელოზობა" არ განისაზღვრება,მით უფრო რომ ბევრმა ვიცით,რატომ გფარველობთ ეგ თქვენი სანდრა,არ მინდა აქ დავწერო....ვინც არ იცის იმათთაც გავაგებინო ეს ბინძური "სიკეთე"...ისე,თქვენს ადგილზე შემრცხვებოდა ამ თემაზე ლაპარაკით,ძალიან პატარაა თბილისი და ყველამ ყველაფერი იცის!!!სანდრას "ანგელოზობა" რით განისაზღვრება მისი მკვლელი ქმრის ცოლობით?!ათასობით პატიმრების და ისე ადამიანების წამება-მოკვლით,ქვეყნის დაყაჩაღებით,თუ ორგანოების ვაჭრობით შემოსული ფულებით?!ახლა დავალება აქვთ არა მის ზონდერ ტელევიზიას,თქვენი გაპიარების რათა მათი "საგმირო სიკეთეები" სამზეოზე გამოიტანონ არა?იმედია,ბინაც თქვენია ამ დავალების მიხედვით....ვერ გაიგო ამ ხალხმა,რომ "ნიჭიერი",ეს პროექტი ზონდერების არჩევანია!!!
12:50 / 18-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
გაიხარე თემო! გამარჯვებას ვუსურვებ თქვენს წყვილს! ქალბატონ სანდრას კიდევ უღრმესი მადლობა,რომ დაგეხმარათ და გვერდით დაგიდგათ,თქვენ ეს ნამდვილად დაუფასეთ მას,არაჩვეულებრივად იცეკვეთ და მჯერა კიდევ უფრო უკეთეს ნომერს გვაჩვენებთ! წარმატებები და წინსვლა ცხოვრებაში!!!
12:40 / 18-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ღმერთს ვთხოვ,ყველა ოცნება და სურვილი აგისრულოს.შენ ბევრ ადამიანს აძლევ იმედს და ხალისს.გაიხარეთ.
11:26 / 18-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS