ახალი სეზონის ერთ-ერთ მთავარ ტენდენციას მკვეთრი ერთი ტონის სამოსი წარმოადგენს. 2013 წლის გაზაფხულის ფავორიტებია ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი, ლურჯი, ფირუზისფერი, ზურმუხტისფერი, გაჯერებული ვარდისფერი. მკვეთრი ფერების შეიძლება იყოს როგორც სამოსი, ისე აქსესუარები, არჩევანი შეზღუდული არ არის, მთავარია, შუქნიშანს არ დაემსგავსოთ.

რაც ბრწყინავს, ყველაფერი ლამაზია
წლევანდელი გაზაფხულის მთავარ მიმართულებებს შორისაა მოელვარე ლითონისფერები, ბრჭყვიალა ქვები, ბისერი, მოკლედ, ყველაფერი, რაც ბრწყინავს და ელვარებს და აქ

აღმოსავლური თემა
აზიური მოტივები კვლავ მოდურია - აღმოსავლური ორნამენტები, ფართო ქამარი - ობი, ეგრეთ წოდებული ნინძას ფეხსაცმელები, ანუ ფეხსაცმელი, რომელიც წინდას მოგვაგონებს და ისეა შეკერილი, რომ დიდი თითი დანარჩენებისგან განცალკევებულია. აღმოსავლური ტრადიციების მიხედვით, ტერფის ამგვარი მდგომარეობა აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ავითარებს ინტუიციასა და სხვა უნარებს. პოპულარობის მწვერვალზეა კაბა-კიმონო.

მამაკაცური სტილი
მამაკაცური სტილის სამოსი ყოველთვის იზიდავდა ქალებს. არც წლევანდელი სეზონია გამონაკლისი. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ ჩაიცვათ ფართომხრებიანი ჟაკეტი, აჭიმებიანი შარვალი, ჰალსტუხი, ფართობალთიანი ქამარი და რაც მთავარია, მამაკაცური სტილის ქურთუკი, რომელსაც სახელოები ტყავის აქვს. მას ძალიან მოუხდება შალის შორტი ან შარვალი-გალიფე.

ტყავი
ტყავი ყოველთვის მოდურია. მას არც ამ სეზონზე დაუკარგავს აქტუალობა. ამჯერადაც აქტუალურია ტყავის კაბა, შორტი, შარვალი, ბოლოკაბა. პოპულარულია აგრეთვე ტყავისგან დამზადებული აქსესუარები.
ფეხსაცმელი
ისევე, როგორც ტანსაცმელი, ამ გაზაფხულზე მოდურია ფერადი ფეხსაცმელები - ვარდისფერი, ზეთისხილისფერი, წითელი, ნარინჯისფერი, ლითონისფერები. ფეხსაცმელი შეიძლება დამშვენებული იყოს ბაფთებით, ბრჭყვიალა ქვებით, ნაქარგით, ჩაკერებული მაქმანით. რაც შეეხება მასალას, თანაბრად მოდურია გლუვი და ლაქირებული ტყავი და ზამში.
ჟურნალი ''რეიტინგი''




















