11 დეკემბერი, 2014
რით მოხიბლა ნინა წკრიალაშვილი პრეზიდენტის ქალიშვილმა
კარგი იქნება, თუ ანა მარგველაშვილისნაირი ბავშვები მის თაობაში ბევრნი იქნებიან
''მარაო რუსთავი 2-''ზე გადაცემა ''გარდერობის'' მორიგი სტუმარი პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი იქნება. გადაცემის ანონსიდან ცნობილი ხდება, რომ ანას არ აქვს ძვირად ღირებული სამოსი, ყურადღებას არ აქცევს მის შესახებ დაწერილ კრიტიკულ სტატიებს და ძალიან უყვარს ტატუები. ანა ამბობს, რომ შვიდი ტატუ აქვს გაკეთებული.
''გარდერობის'' წამყვან ნინა წკრიალაშვილს ანა მარგველაშვილთან სტუმრობის შესახებ რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.
- ვფიქრობ, პრეზიდენტის ქალიშვილი ცხოვრობს ისე, როგორც ანას ასაკის გოგონა უნდა ცხოვრობდეს.
ზრდილობიანი და ძალიან კარგი გოგონაა. მომწონს მისი ჩაცმის სტილი. ორი საათის განმავლობაში ვიკონტაქტეთ და მის მიმართ დადებითად განვეწყვე. კარგი გაზრდილი და თანამედროვე გოგოა. კარგი იქნება, თუ ანა მარგველაშვილისნაირი ბავშვები მის თაობაში ბევრნი იქნებიან.
- გადაცემაში მიწვევამდე არასდროს შეხვედრიხარ?
- რამდენჯერმე ერთად მოვხვდით პრეზენტაციაზე და თავისი უბრალოებით ყოველთვის მომწონდა.
- ანას გარდერობში ძვირად ღირებულ ბრენდებს ელოდი?
- როდესაც შემთხვევით ვხვდებოდი, ყოველთვის სადად და თავისუფლად იყო ჩაცმული. მეგონა, რომ მის გარდერობში ძვირად ღირებულ სამოსი არ დამხვდებოდა და რასაც ველოდი, ზუსტად ის დამხვდა. არაფერი აქვს ისეთი, რომ ვინმემ თქვას, გადაპრანჭულიაო. მე თუ მკითხავთ, ასეც უნდა ეცვას 21 წლის გოგოს.
- ვინც გადაცემაში სტუმრად გყოლია, ყველა შენი მეგობარია და მათთან სახლში ბევრჯერ ყოფილხარ. ამჯერად პრეზიდენტის ოჯახში თავს დაძაბულად ხომ არ გრძნობდი?
- მერე რა, რომ ანა პრეზიდენტის შვილია. პრეზიდენტებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და პრინცებიც. ანასთან სტუმრად ყოფნისას დაძაბული არ ვყოფილვარ. პრეზიდენტი იქნება, ექიმი, მეხანძრე თუ მეწარმე-ლიდერი, თუ ნორმალური ადამიანია, ჩემთვის მისაღები იქნება და თუ ნორმალური არაა, ვინც უნდა იყოს, არ მაინტერესებს.
- შეხვდი პრეზიდენტს?
- არა, მას სად ეცალა, რომ ანას გარდერობის დათვალიერებას დასწრებოდა. ანასთან სტუმრად სამუშაო საათებში ვიყავით. სახლში მხოლოდ ბებია და ანა დამხვდნენ. მათთან ინტერვიუზე რომ მივედი, დღის სამი თუ ორი საათი იყო. მივედით, გავაკეთეთ საქმე და მალევე წამოვედით.
- გაგვიმხელ შემდეგ გეგმებს, ვინ შეიძლება, ვიხილოთ შენს გადაცემაში? ბევრს დააინტერესებს ბიძინა ივანიშვილის მეუღლის გარდერობი.
- (იცინის) არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის გარდერობის დათვალიერება ბევრს დააინტერესებდა? ალბათ, დააინტერესებდათ. ამაზე არ მიფიქრია. შეიძლება, ყოფილი პრემიერის მეუღლე არც დამთანხმდეს გადაცემაში მონაწილეობაზე, რატომღაც ერიდებიან ადამიანებთან კონტაქტს. არ არიან სახალხო ტიპები და ამ დროს მიმაჩნია, რომ არაფრით განსხვავდებიან ჩვეულებრივი ადამიანებისგან. რიგითი მოკვდავები არიან ეგენიც, ისევე, როგორც მე და შენ და ყველა დანარჩენი. ჩემს გადაცემაში მოხვდება ყველა ის ადამიანი, ვინც საზოგადოებას აინტერესებს. თუ რომელიმე მათგანს ეშინია და თავს არიდებს ხალხში გამოჩენას, მას ძალით ვერ შევუვარდები სახლში. თქვენს მკითხველებს ვეტყვი, არ გამორჩეთ და აუცილებლად ნახონ ჩვენი საახალწლო გადაცემა.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
.
Eლისო მაგარი დებილი ხარ :D
11:53 / 14-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
არ შეუშვებენ და "იყვნენ თავითვინა" ))))ისე მართლა "ზანუდა"ტიპი ჩანს ის ქალი .რასაც ბიძინაზე ვერ ვიტყვი.პრეზიდენტის ქლიშვილი ძალიან მომეწონა, კარგი გოგოა ნამდვილად.
04:53 / 12-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ket
Eliso, vai shens patrons martla da vinc Sheni komentari moicina kide...
02:30 / 12-12-2014
გამოხმაურება / 0 /
kate
Eliso, vai shens patrons martla
02:26 / 12-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ელისო
ვაი შენს პატრონს არც შეგიშვებენ ივანიშვილებთან თორემ სიხარულიტ გაიქცევი იმიტომ კი არა რომ ეშინიათ არაფიმთქმელ გადაცემაში არც იკადრებენ მონაწილეობას შენ გაგიტოლდებიან შენმა მზემ მეტი საქმე არა აქვთ
16:10 / 11-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS