07 დეკემბერი, 2014
თამრიკო ჭოხონელიძე: „ყოველთვის უნდა დაერქვას სახელი ნამდვილ კაცს და ვითომ მამას, რომელსაც არაკაცი ჰქვია"
ოჯახის ფენომენი ძალიან მნიშვნელოვანია, უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი იმისთვის, რომ შექმნა კარგი ოჯახი და იყო კარგი მშობელი. ოჯახურ თემებზე თამრიკო ჭოხონელიძეს ვესაუბრეთ, რომელმაც საკუთარი გამოცდილება გულწრფელად გაგვანდო.

- როგორ ფიქრობთ ოჯახის შექმნისა და შვილის გაჩენისთვის რომელი ასაკია მისაღები?
- რაც დრო გადის, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ოჯახის შექმნის ასაკს ვერ განსაზღვრავ. მაგალითისთვის არაერთი წყვილი მყავს სამეგობროში, მეტიც, ჩემმა დამ თინიკომ 19 წლის ასაკში შექმნა ოჯახი, მაგრამ თავიდანვე ცოლ-ქმარი იმდენად დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა ყველაფერს, რომ დღემდე სამაგალითონი
არიან. მაგრამ, ამასთანავე არსებობენ წყვილები, რომლებიც ოჯახებს ზრდასრულ ასაკში ქმნიან, მაგრამ მაინც არაფერი გამოსდით, აქედან გამომდინარე წლოვანებაზე დამოკიდებული არაა და ამის განსაზღვრა რთულია. დედაშვილობა ამოუცნობი ფენომენია, რამდენი დედაშვილიც არსებობს, იმდენნაირი სიყვარულია, ამ შემთხვევაშიც არ შეიძლება განსაზღვრო ასაკი. ის ადამიანი, რომელიც ამბობს, 30 წლისამ განსაკუთრებულად განვიცადე შვილის დაბადება, ან მეტი ემოცია მქონდაო, მგონია, რომ ცოტა ნაკლულია. იმიტომ, რომ დედობრივი ინსტინქტი იმდენად ამოუცნობი, მაგრამ მყარია, რომ არ მგონია, თუნდაც 18 წლის გოგო ვერ აცნობიერებდეს იმ მოვლენას, რასაც შვილის დაბადება ჰქვია. ჯერ მარტო მაშინ ხდება უდიდესი რამ, როცა 9 თვის განმავლობაში მუცლით ატარებ შვილს. პირადად მე, როგორც კი შევიტყვე, რომ ჩემი შვილები ჩემში არსებობდნენ, სულ მქონდა მათთან კონტაქტი, დღე არ გადიოდა, რომ ჩემს შვილებს არ დავლაპარაკებოდი. ჩემში გაოცებას იწვევს ასეთი მიდგომა ბავშვებისადმი – რაც უფრო მეტად მიიჩვევ, უფრო მოგეჯაჭვება და მერე ძალიან გაუჭირდება დედას გარეთ გასვლა. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ თუ შენს ცხოვრებაში იღებ ახალ ადამიანს, შვილს, რომელსაც ღმერთი გჩუქნის, კეთილი ინებე და ცოტა ნაკლებად გაბრძანდი გარეთ, სანამ ის ბავშვი პატარაა. მეცნიერების მხრიდან დამტკიცებულია, რომ ერთ აურაში, ერთ ბიოველში სხედან დედა-შვილი ბავშვის ჩასახვის დღიდან 3 წლამდე, ვერ წარმომიდგენია, თვეების ბავშვს როგორ ტოვებენ და როგორ გადიან დიდი ხნით, ან რა გული უძლებთ, ან რა ფიზიკა. მე ჩემს შვილებს აუცილებლობის შემთხვევაში ერთი საათით რომ დავტოვებდი, ტანით ვგრძნობდი მათ იმწუთიერ მდგომარეობას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 3 წლამდე ჩემი შვილები ერთი დღით არ დამიტოვებია, იმიტომ, რომ მე ვგრძნობდი, მათ ყველაზე მეტად მე ვჭირდებოდი.
- ქალბატონო თამრიკო, ძიძის ინსტიტუტს, რომელიც ძალიან აქტუალური გახდა, ეწინააღმდეგებით?
- ცხოვრება მოვიდა ასეთი, რომ ქალმა დაკარგა თავისი სახე, ეს ყველაფერი კი კაცების ბრალია. ქალს დააკარგვინეს ქალობა, მამაკაცის ბრალი არ არის, რომ სამსახური დაკარგა, მაგრამ დალოცვილიშვილო, როდესაც ქალი დილას გადის სახლიდან საღამომდე, იმის გამო, რომ თანხა ოჯახს მოახმაროს, კეთილი ინებე და მძიმე ტვირთის მოტანაში მაინც დაეხმარე, ქუჩაში მაინც დახვდი და მიატანინე სახლამდე.
- თავს უფლებას მივცემ გკითხოთ, ელენე რამდენად განიცდის იმას, რომ დედა და მამა ცალ-ცალკე არიან?
- ელენე პატარა, წელიწად-ნახევრის იყოს, როცა მისი მშობლები დაშორდნენ და ამ ფაქტს, როგორც ჩანს, კარგად ვერ უღრმავდება, თუმცა ხშირად ამბობს, რომ ენატრება მამიკო. მარიამზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, როგორ შეუმსუბუქებს ამ ყველაფერს, რაც შეუძლია, აკეთებს, თუმცა ალბათ დადგება დრო, როცა ელენე უფრო სიღრმისეულ შეკითხვებს დასვამს.
- ხომ აქვს მამასთან კონტაქტი?
- კი, როდესაც იცლის მამა, მაშინ აქვთ კონტაქტი.
- რძალ-დედამთილობაზეც მინდა გკითხოთ, ვისზეა დამოკიდებული კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება, დამხვდურზე თუ შემომსვლელზე?
- დამხვდურზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, მაგრამ ასევე ისიც გასათვალისწინებელია, როგორ შემოდის ახალი წევრი. ყველა გოგოს აქვს ასაკი, როცა განებივრებულია თაყვანისმცემლებით. მახსოვს ასეთ სიტუაციაში ამა თუ იმ ბიჭზე ბებიაჩემი კითხულობდა, ვინ არის, ვისი ოჯახიდანაა, ვინ გაზარადა და ა.შ. ისიც მახსოვს, ერთ დღეს როგორ უკმაყოფილოდ ვთქვი, რა მნიშვნელობა აქვს ამას-მეთქი და მაშინ ბებომ მიპასუხა, ჩემს ასაკამდე არ დაგჭირდება მოსვლა, როცა თავადაც იტყვი ამ ფრაზებს და დასვამ ამ კითხვებსო და ასეც მოხდა. მაშინ გამახსენდა სოფო ბებო, როცა დავსვი ეს კითხვა, ვისი გაზრდილია, ოღონდ ეს მარტო რძლის შემთხვევაში არ იყო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ოჯახიდან მოდის ადამიანი. შეიძლება ადამიანი გარეთ თამაშობდეს ვითომ კარგს, ზოგადად ეს კრიტერიუმები ძალიან ზოგადია, ვისთვის რას ნიშნვას კარგი, ეს კიდევ საკითხავია. ჩემთვის კი კარგი ადამაიანი არის ზრდილი, რომელმაც იცის სალამი, სტუმრის მიღება, მადლობის თქმა და შეუძლია, დაინახოს მის მიმართ წასული პოზიტივი. თუ ახალგაზრდას ამის უნარი არ აქვს, ვთვლი, რომ ის გაუზრდელია. 

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
maia
Mokled ver mivechvie gamotqmuli azris e.w.antikomentarebs raa..rad unda laparaki,rom mnishvneloba aqvs ra ojaxshi izrdeba.. Normaluri ojaxshi procentulad meti normaluri agizrdeba, vinem cudi,es ratomaa sadao veraprit vgebulob...ki batono,kargi ojaxisshvilebic gamodian cudebi,magram asidan mxolod oci procenti,amashia saqme..amas gulisxmobs tamriko...
19:39 / 31-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ანნ
ჩEმმა ნატესავებმა,უკეტილშობილესმა ადამიანებმა გოგონა იშVილეს,ზრდიდნენ სიყვარულიტ და ყველანაირი ქარტული ტრადიციების დაცვიტ,მაგრამ იმ ბავშვისაგან ადამიანი არ გამოვიდა. მარტო წვრთNამ ვერ უშVელა მის ბუნებას...
01:23 / 17-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ხათო
კარგით ერთი...მე ვარ 42 წლის და კარგი პედაგოგების კარგი აღრზდილი შვილი მინახავს მე ქურდი და ყაჩაღი... და გარყვნილი ...ცირკთან მდგარი ქალის გაზრდილი შვილი მისაბაძი...ასეა და რას იზავთ.არცერთ დედას არ უნდა შვილი ცუდი ყავდეს...ბუნებამაც უნდა უშველოს..მარტო წვრთნა არ შველისო......
23:56 / 07-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ხათო
სრულიად მართალი ხარ საყვარელო თამრიკო....გინდა სიძე იყოს გინდა რძალი, პირველ რიგში ის უნდა იკითხო, ვინაა დედა? როგა კარგი დედის გაზრდილია არ არსებობს ელემანტარული შეეშალოს და ცუდი გამოდგეს....თუმცა ახლა უზრდელები უფრო მოხშირდნენ , ვიდრე პატიოსნები...
15:49 / 07-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS