- როგორ ფიქრობთ ოჯახის შექმნისა და შვილის გაჩენისთვის რომელი ასაკია მისაღები?
- რაც დრო გადის, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ოჯახის შექმნის ასაკს ვერ განსაზღვრავ. მაგალითისთვის არაერთი წყვილი მყავს სამეგობროში, მეტიც, ჩემმა დამ თინიკომ 19 წლის ასაკში შექმნა ოჯახი, მაგრამ თავიდანვე ცოლ-ქმარი იმდენად დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა ყველაფერს, რომ დღემდე სამაგალითონი
- ქალბატონო თამრიკო, ძიძის ინსტიტუტს, რომელიც ძალიან აქტუალური გახდა, ეწინააღმდეგებით?
- ცხოვრება მოვიდა ასეთი, რომ ქალმა დაკარგა თავისი სახე, ეს ყველაფერი კი კაცების ბრალია. ქალს დააკარგვინეს ქალობა, მამაკაცის ბრალი არ არის, რომ სამსახური დაკარგა, მაგრამ დალოცვილიშვილო, როდესაც ქალი დილას გადის სახლიდან საღამომდე, იმის გამო, რომ თანხა ოჯახს მოახმაროს, კეთილი ინებე და მძიმე ტვირთის მოტანაში მაინც დაეხმარე, ქუჩაში მაინც დახვდი და მიატანინე სახლამდე.
- თავს უფლებას მივცემ გკითხოთ, ელენე რამდენად განიცდის იმას, რომ დედა და მამა ცალ-ცალკე არიან?
- ელენე პატარა, წელიწად-ნახევრის იყოს, როცა მისი მშობლები დაშორდნენ და ამ ფაქტს, როგორც ჩანს, კარგად ვერ უღრმავდება, თუმცა ხშირად ამბობს, რომ ენატრება მამიკო. მარიამზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, როგორ შეუმსუბუქებს ამ ყველაფერს, რაც შეუძლია, აკეთებს, თუმცა ალბათ დადგება დრო, როცა ელენე უფრო სიღრმისეულ შეკითხვებს დასვამს.
- ხომ აქვს მამასთან კონტაქტი?
- კი, როდესაც იცლის მამა, მაშინ აქვთ კონტაქტი.
- რძალ-დედამთილობაზეც მინდა გკითხოთ, ვისზეა დამოკიდებული კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება, დამხვდურზე თუ შემომსვლელზე?
- დამხვდურზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, მაგრამ ასევე ისიც გასათვალისწინებელია, როგორ შემოდის ახალი წევრი. ყველა გოგოს აქვს ასაკი, როცა განებივრებულია თაყვანისმცემლებით. მახსოვს ასეთ სიტუაციაში ამა თუ იმ ბიჭზე ბებიაჩემი კითხულობდა, ვინ არის, ვისი ოჯახიდანაა, ვინ გაზარადა და ა.შ. ისიც მახსოვს, ერთ დღეს როგორ უკმაყოფილოდ ვთქვი, რა მნიშვნელობა აქვს ამას-მეთქი და მაშინ ბებომ მიპასუხა, ჩემს ასაკამდე არ დაგჭირდება მოსვლა, როცა თავადაც იტყვი ამ ფრაზებს და დასვამ ამ კითხვებსო და ასეც მოხდა. მაშინ გამახსენდა სოფო ბებო, როცა დავსვი ეს კითხვა, ვისი გაზრდილია, ოღონდ ეს მარტო რძლის შემთხვევაში არ იყო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ოჯახიდან მოდის ადამიანი. შეიძლება ადამიანი გარეთ თამაშობდეს ვითომ კარგს, ზოგადად ეს კრიტერიუმები ძალიან ზოგადია, ვისთვის რას ნიშნვას კარგი, ეს კიდევ საკითხავია. ჩემთვის კი კარგი ადამაიანი არის ზრდილი, რომელმაც იცის სალამი, სტუმრის მიღება, მადლობის თქმა და შეუძლია, დაინახოს მის მიმართ წასული პოზიტივი. თუ ახალგაზრდას ამის უნარი არ აქვს, ვთვლი, რომ ის გაუზრდელია.
იხილეთ სრულად