28 ივნისი, 2013
რაში სჭირდება სახლს ფლუგერი
მაშინ ფლუგერებზე ნამდვილად არ მიფიქრია ფლუგერი სახლის სახურავზე მაგრდება, ქარის მიმართულებასა და სიჩქარეს უჩვენებს და იმავდროულად მეხამრიდის ფუნქციასაც ასრულებს. ის ანძაზე დამაგრებული, თავისუფლად მოძრავი ფირფიტაა, თუმცა დეკორატიული დანიშნულებაც აქვს და საკუთარ სახლებს განსაკუთრებულ მოხდენილობას ანიჭებს, იმავდროულად ორიგინალურია. ფლუგერებზე ყველაზე გავრცელებული მამლის გამოსახულებაა, თუმცა, რასაკვირველია, ისინი შეიძლება სხვა ფორმისაც იყოს. არჩევანი სახლის მეპატრონის ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ნამდვილად არ ვიცოდი, საქართველოში ფლუგერებს თუ ვინმე ამზადებდა. აღმოჩნდა, რომ ის ერთადერთია და ეს დიზაინერმა გიორგი მუჩიაშვილმაც დამიდასტურა...

- იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო
სასწავლებლის ფერწერის განყოფილება დავამთავრე. შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, სადაც მონუმენტური კერამიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. შევისწავლე ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი და მას შემდეგ დიზაინის კუთხით ვმუშაობ.
- თავიდან რაზე მუშაობდით? 90-იან წლებში ალბათ დაკვეთები ნაკლებად გქონდათ...
- სამუშაო ყველა პერიოდში მქონდა. ფერწერასა და კერამიკაში ვმუშაობდი, ან დიზაინს ვაკეთებდი. დიდი ხანია ფერწერაში აღარ მიმუშავია, რაც შეეხება კერამიკას, ბოლოს 1999 წელს საფრანგეთში
მქონდა გამოფენა და მას შემდეგ ამ საქმესაც ჩამოვშორდი. კერამიკის ნამუშევრებს ძირითადად ექსტერიერისთვის ვქმნიდი, მაგრამ გამოფენაზე ინტერიერის ნაწარმი მქონდა წარმოდგენილი. გარდა დიზაინისა, არქიტექტურულ პროექტებზეც ვმუშაობ. კერძო სახლებს ვაპროექტებ, ვაშენებ და ამაში რემონტი და დიზაინი იგულისხმება. მართალია, კერამიკაზე დიდი ხანია არ მიმუშავია, მაგრამ მიყვარს და ვფიქრობ, ისევ დავუბრუნდები.
- რაც შეეხება ფლუგერებს, როდის გაგიჩნდათ მათი დამზადების იდეა?
- რამდენიმე წლის წინ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენც ევროპულ ქვეყანას უნდა დავმსგავსებოდით. სწორედ მაშინ მომივიდა აზრად სახლებისთვის მეხამრიდები გამეკეთებინა, ანუ სახლს რომ მეხი არ დაეცეს, სჭირდება დამიწება, რომლის საბოლოო ვარიანტი ფლუგერია. ''ფლუგერი'' გერმანული სიტყვაა. ის სახლის ყველაზე მაღალ ადგილას, ''კეხზე'' კეთდება. ისარი დგება სწორედ იმ მიმართულებით, საიდანაც ქარი უბერავს, ანუ ისარი გაჩვენებს, საიდან უბერავს ქარი.
- ამას ალბათ სპეციალური ცოდნა სჭირდება....
- დიახ, ორი წელი დამჭირდა, რომ ეს ყველაფერი ამეწყო. ფიგურები თავად გამოვჭერი. ფლუგერები ხელნაკეთია, ფოლადისაა და მისი დამზადება სხვა მასალითაც შეიძლება, თუნდაც კერამიკით. ფლუგერს მიკვეთენ, ან უკვე დამზადებულს ყიდულობენ, შემდეგ ყველაფერი ხელით, სპეციალური ხრახნილების მეშვეობით ეწყობა. ფლუგერის წარმოება სერიულადაცაა შესაძლებელი და ინდივიდუალური შეკვეთაც შეიძლება. მაგალითად, ჩოგბურთელმა შეიძლება ჩოგანი შემიკვეთოს, ან რომელიმე კომპანიამ - თავის ლოგო. ეს ადამიანის ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ფლუგერები ბევრ ევროპულ ქალაქს ამშვენებს. გავრცელებულია გერმანიის, ინგლისის, საფრანგეთის, შვეიცარიის ქალაქებში. ბავშვობაში ვილნიუსში ვიყავი და იქაც ბევრი მინახავს. მაშინ ფლუგერებზე ნამდვილად არ მიფიქრია, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ, იმ სახლზე, სადაც ვცხოვრობდი, მამლის გამოსახულებიანი ფლუგერი იყო დამაგრებული. საერთოდ, ყველა ერს აქვს თავისი სიმბოლოკა და ვიღაცისთვის შეიძლება ეს ფრინველი მნიშვნელოვანი იყოს.
Rating
- ჩვენი ერის სიმბოლოებიდან რა შეიძლება გაკეთდეს?

- ჩვენი ერი დღეს ისეთი არეულია, რომ (იღიმის)... არ ვიცი, ადამიანი არჩევანში თავისუფალია. ზოგს შეიძლება ვაზისა და ყურძენის ფიგურა მოსწონდეს, ზოგს - ხოხბის. ერთი ესკიზი მაქვს, რომელზეც ამფორაა (თიხის ვიწროყელიანი ჭურჭელი ღვინის, ზეთის ან სხვა სითხის შესანახად, - ავტ). ასეთი შეიძლება ღვინის სარდაფს გაუკეთდეს. ქარხანას შეიძლება ქვევრის ფორმის ფლუგერი ჰქონდეს.
- ფლუგერებით საქართველოში როდის დაინტერესდნენ? დღემდე სად გაქვთ ისინი დაყენებული?
- ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ადგილას, ისიც ახლობლების სახლებზე. ერთი ჩემს სახლზე მაქვს შინდისში. სხვათა შორის, ის სახლი ჩემი პროექტით მაქვს აშენებული. ფლუგერი, რომელზეც მაიმუნი პავიანია, ჩემს სახლზეა დამონტაჟებული.
მეორე ფლუგერი ჭოპორტში ამერიკელი ქალბატონის სახლზეა, მესამე ჩემი მეგობრის - გუგა კოტეტიშვილის სახლზე. გუგას ჰყავს ძაღლი ზანგო და ფლუგერზე ის ძაღლი გავუკეთე. მეოთხე - ოპერის უკან - ფლუგერზე პატარა პრინცის თემაა. და კიდევ ერთია ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლზე - აფრიკელი ქალისა და კაცის ფიგურებია.
- ვინც სახლებს აპროექტებს და დიზაინს აკეთებს, ამბობს, რომ დიდი განსხვავებაა ქართველსა და უცხოელ დამკვეთებს შორის. უცხოელი დიზაინერს უსმენს, მის აზრს ითვალისწინებს, ქართველები კი პირიქით - ყველაფერში ვითომ ''კომპეტენტურები'' არიან...
- დიახ, მართლაც დიდი განსხვავებაა. როცა რამეს უცხოელი გიკვეთს, გენდობა. ქართველი გაიგებს, რომ დიზაინერი ხარ და თითქოს მოდის გამო გიბარებს. ერთ კვირაში აღმოჩნდება, რომ მან ყველაფერი იცის, არ გენდობა და დაახლოებით ასეთ რამეს ამბობს, ეს რა არის, ამას ხომ თურქეთიდანაც ჩამოვიტან?! დაკვირვებული ვარ, როცა დამკვეთს მცირე ბიუჯეტი აქვს, მისი სახლის დიზაინი ყოველთვის უკეთესი გამოდის, ვიდრე მაშინ, როცა ადამიანი მდიდარია. ხშირ შემთხვევაში მდიდარი უფრო უგემოვნოა.
Rating
- ხომ არ აპირებთ ფლუგერების გამოფენა მოაწყოთ, საინტერესო იქნება და თან ხალხიც გაიგებს, რომ ისინი საქართველოშიც მზადდება....
- მინდა საშემოდგომოდ 20-მდე ფლუგერი დავამზადო და სექტემბერში გამოფენა მოვაწყო. ხალხს ისინი უნდა ვაჩვენო. არ მინდა ვინმემ იდეა მოიპაროს, ამიტომ ვფიქრობ, რომ გამოფენის გამართვა აუცილებელია (იღიმის).

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
დიტო
ერთადერთი არა საიდან მიტანეთ
13:42 / 10-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
''ფეისბუქზე'' https://www.facebook.com/goika.mouchiashvili
21:47 / 11-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გელა
სად შეიძლება ამ კაცის მოძებნნა?????????
11:15 / 11-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS