ნინი ბადურაშვილის, თაკო გაჩეჩილაძის, ქეთა თოფურიას და ქრისტინე იმედაძის მეგობრობის შესახებ ყველასთვის არის ცნობილი. ნინი და თაკო ერთმანეთს "ბასტი ბუბუდან" იცნობენ, ქეთასთან და ქრისტინესთან კი მოგვიანებით დამეგობრდნენ. სანამ ქეთა თოფურია "ა სტუდიოს" წევრი გახდებოდა, გოგონებმა
ამბობენ, რომ თინეიჯერობის პერიოდში გოგონები ხშირად ჩხუბობდნენ ერთმანეთთან და ამის მიუხედავად, ისინი საუკეთესო მეგობრებად რჩებიან.
თიკო სადუნიშვილის და ალინა არველაძის მეგობრობა რამდენიმე წელს ითვლის. მას შემდეგ რაც თიკო ტელეეკრანიდან გაუჩინარდა, ეთერში ალინა არველაძის მეშვეობით დაბრუნდა. მისი გადაცემის "თბილისი ლაივის" პროდუსერი სწორედ ალინა არველაძე იყო. ალინა და თიკო ერთად დადიოდნენ გადაღებებზე, დასასვენებლად და გასართობად. მათი მეგობრობა "თბილისი ლაივის" დახურვის შემდეგაც გაგრძელდა.
ნინა წკრიალაშვილი, ხატია შამუგია და ნინო ჩხეიძე რამდენიმე წლის წინ დამეგობრდნენ. ერთმანეთს ქართულმა შოუ-ბიზნესმა დაახლოვათ. გოგონებს უყვართ ერთად გართობა და ხშირად მღერიან კიდეც. რამდენიმე წლის წინ ინტერნეტით ვიდეორგოლიც გავრცელდა, სადაც ხატია შამუგია და ნინო ჩხეიძე რუსულ სიმღერას მღერიან. ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურებები მოჰყვა.
იხილეთ გაგრძელება