* ტომ კრუზმა კეტი ჰოლმსს ხელი ეიფელის კოშკზე სთხოვა, თუმცა ამან მათ ქორწინებას ვერ უშველა. მათი რომანის დასაწყისში ყველას ეგონა, რომ მათზე ჰარმონიული წყვილი არ არსებობდა, თუმცა საბოლოოდ ასე არ გამოდგა. ტომს მანამდე ორი უიღბლო ქორწინება ჰქონდა, სამწუხაროდ, არც ამ ქორწინებამ გაამართლა.
* ხმის ჩამწერი სტუდიის ხელმძღვანელ ტომი მოტოლასთან განქორწინება მერაია კერისთვის ძლიერი დარტყმა იყო. ''ვოცნებობდი, რომ ვიღაცას გავეტაცებინე ჩემი საკუთარი ცხოვრებიდან და სადმე სხვაგან, უფრო ბედნიერ ცხოვრებაში წავეყვანე'', - აღიარებდა მერაია ჟურნალისტებთან. ''გატაცება'' კი ნიკ კენონმა გაბედა, რომელიც მომღერალმა ერთ-ერთი კლიპის გადაღებაზე გაიცნო. ნიკმა ჯერ ცათამბჯენ ემპაირ-სტეიტ-ბილდინგის სახურავზე სთხოვა ხელი, მერე სიმბოლურად მოიტაცა ვერტმფრენით და იქვე, ბორტზე დაეცა მუხლზე. კიდევ ერთი ხელის თხოვა მათაც პარიზში ჰქონდათ - ეიფელის კოშკის ფონზე. საბოლოოდ, მერაია დათანხმდა და 2008 წელს ბაჰამის კუნძულებზე.
იქორწინეს, მალე ტყუპი შვილიც გაუჩნდათ, თუმცა ეს წყვილიც დაიშალა.
* მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსი 1998 წელს დოვილის კინოფესტივალზე გაიცნო და მაშინვე უთხრა გაოგნებულ მსახიობს: ''მე მინდა, თქვენი შვილების მამა ვიყო!'' და არც ცდებოდა. მაიკლმა კეტრინს ცოლობა ზუსტად ახალ წელს სთხოვა, 2000 წლის დადგომისას, საათის წიკწიკის ფონზე.
* მომღერალ სილის გამო მოდელმა ჰაიდი კლუმმა მილიონერი ბოიფრენდი ფლავიო ბრიატორე მიატოვა. მუსიკოსმა ხელის თხოვა ნამდვილ შოუდ გადააქცია - კანადის მთებში, 4000 მეტრ სიმაღლეზე მისი შეკვეთით ესკიმოსის ქოხი ააგეს, შიგნით დააყენეს რეკვიზიტი - ორადგილიანი საძინებელი, რომელიც ტყავებით და ქურქებით იყო დაფარული და ზედ ვარდის ფურცლები ეყარა. ქოხში შესული ჰაიდი გაოგნდა, სილმა კი მომენტით ისარგებლა და ცოლობა სთხოვა... თუმცა რომანტიკამ ამ შემთხვევაშიც არ გაამართლა - 2012 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
ჟურნალი ''რეიტინგი''