- ''ბრავოში'' მონაწილეობა რომ შემომთავაზეს, შოკი მივიღე. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჯერ კიდევ შეიძლება ჩემი შოუებში
- კრიტიკა არ ყოფილა? შენ ულამაზესი ქალი, მერილინ მონრო განასახიერე.
- არ ყოფილა, იქ აქცენტი არ იყო სიმღერაზე. აქცენტი იყო იმაზე, რომ სიმღერის დროს დენს გვარტყამდნენ სპეციალური პულტით. ხედავ, რა დღეში მაქვს ხელები, უკვე ერთი კვირა გავიდა და იარები ჯერ ვერ მოვიშუშე. ია საერთოდ ცუდად გახდა, ყელზე გაუკეთეს ეს ქამარი და კინაღამ მოკვდა.
- მამაკაცის როლი არ იყო შენთვის რთული?
- სულ ვამბობდი, რომ ყოველთვის უკეთ გამომდის მამაკაცური ფუნქცია. ადრე არ მიჯერებდნენ, იმედი მაქვს, ახლა დამიჯერებენ. ქალური ტყლარჭვა ისედაც არ მიყვარს.
- ლალი, შენი ლექსი წავიკითხე ''ფეისბუქზე'', მეუღლეს უძღვნიდი, - ''...აწეწილ ლოგინში ნავარდობს ვნება, სურნელი ყავის, ვისკის და თრობის... გონი და აზრი ნელ-ნელა ქრება, ჩურჩული რჩება ფიფქის და ორის...''.
- ხშირად უძღვნი ხოლმე ქმარს ასეთ ვნებიან ლექსებს?
- (იღიმება) მიდიოდა უცხოეთში ერთი კვირით. სანამ სულ, სულ ვანებივრებ. იმ დღეს ძალიან მომაწვა, რადგან საქმეზე დარდი შემომაწვა. ჩემოდანს ალაგებდა და ფაცი-ფუცობდა, დარდი შემომაწვა.
- რა გიპასუხა?
- გაუხარდა. კატასავით კრუტუნებს ხოლმე, ისე უხარია ასეთი მიძღვნები.
- ლალი, 18-ში დაბადების დღე გაქვს, ხომ არ იცი, რა სიურპრიზს გიმზადებს მეუღლე?
- ვიცი. შარშანდელივით ევროპის რომელიმე ქვეყანას დავლაშქრავთ ერთად. შარშან პარიზში ვიყავით, წელს ჯერ ვერ გადავწყვიტეთ, რომში წავალთ თუ ათენში. 18-ში დილით გავფრინდებით. იმდენი მეგობარი გვყავს, უკვე აღარ ვიცი, სად გადავიხადო ხოლმე დაბადების დღე, მაშინ საბანკეტო დარბაზი უნდა ვიქირაო.
- და ამიტომ იპარებით?
- (იღიმება) ასე გამოდის, თან, უკვე ძალიან მინდა ერთი-ერთზე ყოფნა და ამ საგიჟეთისგან დასვენება.
- რას გჩუქნის მეუღლე დაბადების დღეზე?
- უკვე მაჩუქა წინასწარ, თეთრი ფერის მინი კუპერის ჯიპი.
- ეჭვიანობის ნიადაგზე ყველაზე ცუდი რა გაგიკეთებია?
- ძირითადად, ჩემს თავს ვუშავებ ხოლმე ამ დროს. შორს გავრბივარ, ვიღებ სხვა ქვეყნის ბილეთს და მივფრინავ. ირაკლიც ასე იქცევა. სულ მეუბნება, არ გამაბრაზო, თორემ ბილეთს ვიღებ და მივდივარო. აღმოჩნდა, რომ ეჭვიანობის გამოხატულების ერთნაირი ფორმა გვაქვს (იცინის).
- სპეციალურად გიეჭვიანებია მამაკაცი?
- არასდროს. ჩემი დისკომფორტი სწორედ ის არის, რომ მე და ირაკლის განმარტოვება გვიჭირს. სადაც უნდა ვიყოთ, რომელ რესტორანში თუ ბარში, რამდენიმე საათში აუცილებლად მოდის ვინმე შეზარხოშებული მამაკაცი ჭიქით ხელში, გრძნობების გამოსახატავად და ამ დროს ჩემი ქმარი საბოლოოდ სვანდება. ვერ ვასწავლე ამ ხალხს, რომ არ შემიმჩნიონ. სულ ვცდილობ, არავინ მიცნოს, არ მოვიდეს თუნდაც ყოფილი პატიმარი მადლობის სათქმელად. ძალიან მიხარია, როცა ადამიანი მადლიერია, მაგრამ ყოფით ცხოვრებაში ძალიან შემაწუხებელია ამდენი ყურადღება. რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს არის ფრაზა, - უი, ცხოვრებაში როგორი გამხდარი ყოფილხარ.
- საოჯახო საქმეებიდან რა გეზარება ყველაზე მეტად?
- დაუთოება. ისე მეზარება, რომ დედაჩემს ვიძახებ ელვა დეპეშით კვირაში ერთხელ.
- ხშირად ტოვებ საწოლს არეულს?
- სულ. უბრალოდ, საძინებლის კარს ვკეტავ. რა მარაზმია ყოველდღე საწოლის ალაგება, არასდროს არ ვალაგებ. რისთვის უნდა გაასწორო საწოლი ოთახში, სადაც არავინ შედის შენი და შენი ქმრის გარდა? საღამოს ხომ ისევ უნდა აურიო.
- ჭურჭელსაც ტოვებ ნიჟარაში?
- მაშინ, როცა მანიკიური ახალი გაკეთებული მაქვს. ასეა თითქმის ყოველდღე. ამიტომ ამ შემთხვევაშიც დედას ვიშველიებ და ზოგჯერ უმცროს შვილს. შვილს ბონუსად ჭურჭლის რეცხვასა და მტვერსასრუტით სახლის დასუფთავებაში 10 ლარს ვუხდი.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''