17 ნოემბერი, 2014
დაპირისპირება შოუბიზნესში -''მარიტა ნურაფერს მომიწოდებს!..''
შეუძლებელია, ვაკონტროლო ის, რაც მარიტას შესახებ სოციალურ ქსელში იწერება ''რუსთავი 2''-ის პროექტი''ბრავო'' ქართულ შოუბიზნესში კიდევ ერთი კონფლიქტის საგანი გახდა. გიორგი ბერიძისა და მარიტა როხვაძის კონკურენცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც გიორგი მარიტასთან დამარცხდა, მისმა შეყვარებულმა შემდეგი სტატუსი გამოაქვეყნა:''ფეხები გაშალე, საქართველო, შენ შემდეგ ტურში გადახვალ.'' ამას მარიტას მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ჩვენთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ გიორგის დაუკავშირდა, რომელმაც არაფერი იცოდა ამ სტატუსის შესახებ, თუმცა თავად ასე არასდროს მოიქცეოდა. გიორგი ამ დაპირისპირების მიზეზებზე ალაპარაკდა.

- შეუძლებელია, ვაკონტროლო
ის, რაც მარიტას შესახებ სოციალურ ქსელში იწერება, კომენტარებს წერენ ისეთი ადამიანები, რომლებიც, უხეშად რომ ვთქვა, მარიტას ვერ იტანენ და მათ კონტროლს არც ვაპირებ. თუ''დასტოინი'' ხარ და გინდა, ჟურნალ-გაზეთების საშუალებით კარგი ტიპი გამოჩნდე, მაშინ ასეთი რაღაცები უნდა გაატარო, როგორც მე გავატარე. არც მისიანები წერდნენ ნაკლებ რაღაცებს ჩემზე. ჩემ შესახებ ბევრი ცუდი კომენტარი წამიკითხავს და ჩემს ძმაზეც ბევრს წერდნენ,''ჯეოსტარში'' რომ მონაწილეობდა. ვფიქრობ, მარიტამ უნდა აირჩიოს, კარგი ტიპია და უნდა გაატაროს, თუ უნდა მიიღოს მასზე ნათქვამი უხეში კომენტარები.
- შენი შეყვარებული მიიჩნევს, რომ პროექტი დაუმსახურებლად დატოვე და კონკურსებში მონაწილეობას აღარ მიიღებ.
- ზოგადად, არც ერთ კონკურსში არ მინდოდა მონაწილეობა, მაგრამ მაინც მითანხმებდნენ.''X ფაქტორში'' მონაწილეობა ჩემთვის ბევრად რთული იყო. უფრო დაძაბული კონკურსი გახლდათ,''ბრავო'' კი ჩემთვის ჩვეულებრივი გასართობი პროექტი იყო, მაგრამ გულშემატკივარმა გართობად ვერ მიიღო. Aახლა უკვე დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, საქართველოში ბოლოჯერ მივიღე კონკურსში მონაწილეობა.
- უცხოურ კონკურსებში მონაწილეობა გსურს?
- უკვე დიდი ხანია, ჩემი გეგმები უცხოეთს უკავშირდება.
- სოციალურ ქსელში ზოგმა გამოთქვა აზრი, ძმები ბერიძეები იჩაგრებიანო. შენც ეთანხმები ამ მოსაზრებას? იქნებ, იმ სტილს არ ასრულებთ, რაც ბევრ ადამიანს მოეწონება.
- მივიჩნევ, რომ არც მე და არც ჩემი ძმა არ ვიჩაგრებით. ადამიანი მაშინ იჩაგრება, როცა კარგი და გემოვნებიანი მსმენელი მას ვერ აღიქვამს და არ მოსწონს. როცა გემოვნებიანი მსმენელი გაფასებს, თუნდაც ორი ადამიანი იყოს ასეთი, ძალიან მაგარია. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მხოლოდ ორი ადამიანი არაა, ვისაც ჩვენი ნამღერი მოსწონს. არ ვტრაბახობ. მართლა ბევრი მსმენელი გვყავს და თავს დაჩაგრულად ნამდვილად არ ვგრძნობ. როკის და ხარისხიანი მუსიკის მსმენელი საქართველოში მომრავლდა და ძალიან მიხარია. თინეიჯერებიც გვისმენენ, მამაჩემის თაობის ადამიანებს კი როკი ძალიან უყვარდათ და დღესაც უსმენენ.
- მაიკო წერდა,''ფეხები გაშალე, საქართველო, შემდეგ ტურში გადახვალო''. მარიტას სწორედ ეს სიტყვები არ მოეწონა.
- თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები რაც უნდა, იმას იტყვიან. განსაკუთრებით სოციალურ ქსელშია სიტყვის თავისუფლება. ზოგისთვის მარიტა მაგარი მომღერალია, ზოგისთვის - არა. ვიღაცისთვის მე ვარ იდეალური მომღერალი. ამაში არაფერია გასაკვირი.
- ე.ი. შენი აზრით, მარიტა თამამი ჩაცმულობის წყალობითაა''ბრავოს'' ფინალში?
- (ფიქრობს) არ ვიცი, რა გიპასუხო.
- მოგწონს ის სიმღერა და ჟანრი, რასაც მარიტა ასრულებს?
- ჟანრი, რომელშიც მარიტა მღერის, არ მომწონს. არსებობს მუსიკალური ჟანრები, რომლებსაც არ ვუსმენ და ვცემ პატივს, მაგრამ არის ჟანრები, რომლებიც ჩემთვის უბრალოდ ხეა. მარიტამ''ბრავოში'' ორჯერ სხვადასხვა ჟანრში იმღერა. გულწრფელად გეტყვით, მეორე ჩემთვის ცუდი სიმღერა იყო.
- მარიტამ თქვა, გიორგის ადგილას რომ ვყოფილიყავი, არ მივცემდი ჩემს გულშემატკივარს და შეყვარებულს იმის უფლებას, რომ ჩემი კოლეგისთვის ასეთი შეურაცხყოფა მიეყენებინაო.
- მისი გულშემატკივარიც ძალიან აქტიურობდა ამ საქმეში. წერდნენ, გიორგი ბერიძე ყველგან გამოეჩხირა და ყველა პროექტში ეგ რატომ არისო. ზოგი კითხულობდა, ძმები რატომ არიან ყველგანო. ერთი პერიოდი ჩემს ძმას პირად შეურაცხყოფასაც კი აყენებდნენ, მაგრამ ამაზე სკანდალი არ აუტეხია.
- შეგიძლია, გვითხრა, ამ ყველაფრის შემდეგ''ბრავოში'' ვის გულშემატკივრობ?
- რამდენიმე ადამიანს.
- მათ შორის არის მარიტა?
- არა (იცინის).
- მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოგწონს ის ჟანრი, რასაც ის ასრულებს?
- მხოლოდ ეს არაა მიზეზი. როგორც მუსიკოსები, სხვები უფრო მომწონს. რეალობა სულ სხვაა, რომელსაც ვერ გაექცევი. ნიკა კიკნაძე და აკე პატარაია ჩემთვის კარგი მუსიკოსები არიან, ამასთანავე, აკე ჩემი მეგობარია, თუმცა მას იმიტომ არ ვგულშემატკივრობ, რომ ვმეგობრობ. ორივე ეს ადამიანი''იდეინი'' ტიპია. პროექტში სხვა გოგონების ვოკალი უფრო მომწონს, ვიდრე მარიტასი. სალომე ტეტიაშვილს უნიკალური ხმის ტემბრი აქვს. ქართულ ესტრადაზე ბევრი ქალი მომღერალი მომწონს. მაგალითად, ძალიან მაგარი ვოკალი აქვს მარიკო ლეჟავას და უამრავ სხვას.
- ატეხილი ამბების შემდეგ შეყვარებულისთვის ხომ არ გითქვამს, რომ ამ სტატუსის დაწერა არ ღირდა?
- არ ღირდა-მეთქი, ამას არ ვეტყოდი. ჯერ ერთი, მე არ გამიკონტროლებია არავის კომენტარი. მეორეც, მაიკომ თავისი აზრი დააფიქსირა. შეიძლება, ცხელ გულზე თქვა ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ძალიან მგულშემატკივრობდა. ალბათ, სამართლიანი იყო მაიკო, თქვენ რას იტყვით?
- ჩემს აზრს ვერ გეტყვით.
- შეიძლება ითქვას, ამ კითხვით ჩემი პასუხიც დაფიქსირებულია. ის მიიჩნევს, რომ უსამართლობა მოხდა და თავისი აზრი გამოხატა. სტატუსს რომ წერდა, მის გვერდით არ ვყოფილვარ.
- ''რუსთავი 2-''ზე განაწყენებული ხომ არ ხარ,''ბრავო'' რომ დატოვე?
- ცოტათი გავბრაზდი და გაბრაზებამ ერთ საათში გადამიარა.G გულდაწყვეტილი არ ვარ, რადგან პროექტში მოსაგებად არ ვიყავი მისული. გინდ დაიჯერონ, გინდ - არა, ამას მართლა გულით ვამბობ.''X ფაქტორიდან'' გამოვვარდი და''ბრავოდან'' რომ გამოვვარდნილიყავი, რა გასაკვირი იქნებოდა. მარიტას სცენაზე გულწრფელად მივულოცე შემდეგ ტურში გადასვლა. თუ ადამიანები ფიქრობენ, რომ ფინალში გადასვლის ღირსი იყო, უფრო მეტად გაუმარჯოს ღმერთმა.
მარიტას რა''გაუტყდა'', ვერ ვხვდები. წესით, მზად უნდა ყოფილიყო ამ ყველაფრისთვის. მაიკოს განსაკუთრებული არაფერი დაუწერია. სხვებს საშინელებები ეწერათ. რომ წავიკითხე, მარიტას მაგივრად შემრცხვა და მეწყინა. ეს კომენტარები ისეთი ადამიანების დაწერილი იყო, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობ. მარიტას მიმართ ძალიან დიდი აგრესია ჩანდა კომენტარებში და ნეტავ, რატომ?
სოციალური ქსელი ისეთი რამაა, რა დაწეროს და რა არა, ვერავის მიუთითებ, ამიტომ მარიტა ნურაფერს მომიწოდებს. უნდა იცოდეს, რომ ასეთი რამ არ უნდა გააკეთოს. ამას პირადადაც ვეტყვი, მაგრამ მინდა, თქვენთანაც დაიწეროს.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ტუსი
მიზანი ყველა საშუალებას ამარტლებს.მარიკა რომ მაგარია ამაში ორი აზრი არ არსებობს.მაგრამ შენ რომ კაცი გქვია შენზე წინ რომ ალაპარაკებ და მერე საქციელს უწონებ
01:09 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
გაუმარჯოს ძმებ ბერიძეებს.მაგრები ხართ.წარმატებებს გისურვებთ
20:20 / 20-11-2014
გამოხმაურება / 0 /
რააა გეშველებათ :)))))))))))))) გიორგის და მარიტას შედარება მგონი სირცხვილია :))) მაგარი ბიჭია ძაან და მაიკოსაც ვეთანხმები :))
04:22 / 19-11-2014
გამოხმაურება / 0 /
გივი ჩვენ ვართ
მიეცით ხალხს პური და სანახაობა ! რა ბანძი "ნაროდი" ხართ, საიდან ჩამოე...ლეთ? ყველა თბილისში ხართ თუ რაიონებიდან "იწერინებით კომენტარებსა?" :)) გაბოროტებული ,უინტელექტო ბრბო.
17:59 / 18-11-2014
გამოხმაურება / 0 /
...
მარიტამ დაქალები და ნათესავები შეასია ამ გვერდს თუ თვითონ აფრქვევს ამ აზრებს ?:D :D:)))) სასაცილოდ გამოიყურები უკვე და იქნებ გაჩერდე?:)))
17:48 / 18-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ძალიან ცუდი ალეგორიააა. კონკურსში ან მოიგებ ან წააგებ ფეხების გაშლა რა შუაშია ბოდიშით პირდაპირობისთვის, მაგრამ ბერიძის შეყვარებული დაბალი ინტელექტის და ღირებულებების ადამიანი ყოფილა. მე ისიც მიკვირს ადეთი ადამიანი როგორ უნდა გიყვარდეს
17:01 / 18-11-2014
გამოხმაურება / 0 /
merabi
warmatebebi giorgi ,ogond am qvekanashi samartals nugar modzebni, ar arsebobs:)
13:10 / 17-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მარიტა ჯეოსტარიდან მახსოვს, ეს ბიჭი საერთოდ არ ვიცი, არ ვუყურებ "ბრავოს" , მაგრამ ის ვიცი რომ შენმა შეყვარებულმა თავისი ბინძური ენით მოსვარა ინტერნეტ სივრცე! თავად? თავად კი დაამტკიცე ეხლა , რომ კაცობა არ გყოფნის და პატარა სულის ადამიანი ყოფილხარ! ფერი ფერსა ყოფილხართ!
13:09 / 17-11-2014
გამოხმაურება / 0 /
busa
შენ რომ კაი ტიპი იყო შენს შეყვარებულს ასეთ რამეს არ დააწერინებდი და მერე იმას მაინც იტყოდი რომ მაიკო სწორი არ იყო, ისე გამოდის რომ ქალივით შენც ჭორიკანა ხარ და შენც მასე თვლი რომ ჩაცმულობის გამო გაიმარჯვა მარიტამ, ეს კი ჩემო კარგო უკვე ჭორიკნობაა და შურიანობა
12:08 / 17-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS