''საქართველოს ილუსტრირებული ისტორია'' 24 ტომად
პრეზენტაციის შემდეგ ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით
წიგნებში თავმოყრილია ისტორიკოსებისა და მკვლევრების მიერ აღდგენილი ფაქტები, უნიკალური სამუზეუმო ექსპონატები, მოვლენების დეტალურად ილუსტრირებული რეკონს-ტრუქცია და ეს ყველაფერი პირველად და ერთად... საქართველოს ისტორიის ეს ვიზუალური რეკონსტრუქცია მთავარ მოვლენებს, მნიშვნელოვან ფაქტებს და ოდესღაც რეალურად მომხდარ ამბებს ცალკეულ წიგნებად ყოფს და ერთ დიდ, მთავარ სერიად აერთიანებს.
წიგნები გაზეთ ''კვირის პალიტრასთან'' ერთად თვეში ერთხელ, სპეციალურ ფასად გაიყიდება. სერია ყველა ასაკის ადამიანისთვის, ოჯახის ყველა წევრისთვის არის განკუთვნილი. რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით, შეიქმნა თითოეული ეპოქის საბრძოლო თუ საერო, საეკლესიო კოსტიუმების, არქიტექტურული ძეგლების, რუკებისა და ყოველი აღწერილი ამბის, ეპიზოდის, დეტალის, უნიკალური სამუზეუმო ექსპონატის, ფოტოსა თუ ფრესკის ილუსტრაციები. ეს ყოველივე კი წიგნებს დოკუმენტურ სიზუსტეს სძენს.
სერიის შესაქმნელად მეცნიერების, მხატვრების, ფილოლოგების თუ ტექნიკური პერსონალის დიდი გუნდი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. პირველი წიგნი ''მეფე თამარს'' დაეთმო, ხოლო მეორე ტომში დედაქალაქის, ''თბილისის ისტორიას'' გავეცნობით...
მზადდებოდა. ამ ეტაპზე ხდება ტექნიკური დამუშავება. შეიძლება ითქვას, რომ ეს გახლდათ რუტინული შრომა, რადგან თითოეულ დეტალს სჭირდებოდა სერიოზული დაკვირვება. იყო რთული, მაგრამ იმავდროულად ძალიან საინტერესო სამუშაო. ბევრი საპატიო მხატვარი მონაწილეობდა პროექტის დასურათების კონკურსში, რომელიც რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. მნიშვნელოვანი იყო, ვინ გააფორმებდა წიგნს. მათ დიდხანს ვარჩევდით. ასე ვთქვათ, იმის მიხედვით, თუ ვისი ''ხელი'' მოუხდებოდა ისტორიული თემატიკის ნაწარმოებს. ჩვენი მთავარი მიზანი არ ყოფილა ისტორიის ნახატებით გაფორმება, წიგნის სტილს რეალისტურად უნდა წარმოეჩინა ჩვენი ისტორია. ნახატი უნდა ყოფილიყო ისტორიის რეკონსტრუირება. საზო-გადოებას ისტორია შეცდომით არ უნდა მიაწოდო, არ უნდა იყოს დარღვეული დეტალები. ზუსტად უნდა გადმოგვეცა ამა თუ იმ ეპოქის რეალობა და ვფიქრობ, ეს შევძელით.
გია გუგუშვილი (სამხატვრო აკადემიის რექტორი):
- ძალიან საინტერესო სერიაა. საერთოდ, წიგნი, რომელიც ისტორიას ასახავს, ისტორიულ წყაროზე დაყრდნობით და ილუსტრირებულია მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე, ჩვენი ისტორიის გაცოცხლებაა. ინტერესი გამიღრმავდა არა იმიტომ, რომ ახალი წიგნი გამოვიდა, არამედ იმიტომ, რომ ჩემი ისტორია გამიცოცხლდა და როგორც მოქალაქე, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ეს წიგნები შევიძინო.
ლაშა ბუღაძე:
- ადრეულ ასაკში ბავშვი ინფორმაციას, ძირითადად, ილუსტრაციებით იღებს და ითვისებს, თუმცა პატარებს უმეტესად ჰგონიათ, რაღაც მნიშვნელოვანი მაინცდამაინც მაშინ ხდება, როცა წიგნს აჩეჩებენ, დაჯექი და წაიკითხეო. ყოველთვის გაცილებით ადვილია რაღაც ამბის ან მოვლენის დაძლევა მაშინ, როცა წიგნი ილუსტრირებულია. დიდი მხატვრული ლიტერატურა ან ისტორიული ნაწარმოებები ხშირად კომიქსის ფორმითაც არის გადმოცემული. ამ შემთხვევაში, ახალ გამოცემაში ილუსტრაცია და ტექსტი არის ძალიან კარგ კონდიციაში; ნახატსა და ტექსტს შორის კონფლიქტი არ იქმნება. როცა ბავშვი კითხვის პრობლემას ძლევს, ნელ-ნელა მცირდება წიგნში ნახატები და იზრდება ტექსტი. ბოლოს ნახატი ქრება და ტექსტი რჩება, თუმცა უფროს ასაკშიც ძალიან ბევრს იგებ, როცა ტექსტს ვიზუალური მასალა ახლავს - კითხულობ და თან ხედავ. ასე რომ, ძალიან კარგი სერიაა, ეს პროექტი და პირველი წიგნი ჩემს გადაცემაშიც წარვადგინე.
როინ მეტრეველი (ისტორიკოსი):
- საქართველოს ისტორიის ილუსტრაციებში გამოცემა ჩვენი დიდი ხნის ოცნებაა. ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ მივიღეთ ეს წიგნი. მსოფლიოს არაერთ ქვეყანას გააჩნია თავისი ისტორია ილუსტრირებული სახით და საქართველოს მინუსი იყო, რომ დღემდე ასეთი გამოცემა არ გვქონდა. გარდა იმისა, რომ პროექტს ზოგადად დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს არის წიგნი ნებისმიერი თაობის წარმომადგენლისათვის. მგონია, რომ ყველა უნდა მივესალმოთ ამგვარ გამოცემებს. და ისიც მახარებს, რომ ამ პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი ჯაბა სამუშია ჩემი მოწაფეა (იღიმის). ღრმად ვარ დარწმუნებული მის მაღალ პროფესიონალიზმში. რაც შეეხება ტომეულს, აუცილებლად შევიძენ და გულწრფელად მივესალმები ''გამომცემლობა პალიტრა L''-ს, რომელსაც ძალიან კარგი კოლექტივი ჰყავს. დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ ამ ლამაზი წიგნის გამოცემას. ეს ერთი და სხვა მრავალი!
ქეთი მატაბელი (მხატვარი):
- ძალიან კარგი პროექტია. საერთოდ, შესანიშნავი გამოცემები აქვს ''პალიტრა L''-ს. ერთ-ერთ პროექტში მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული. სერიაში ''50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ'', რუსთაველია ჩემი გაფორმებით გამოცემული. რაც შეეხება ახალ პროექტს, მისი პირველი წიგნი ''მეფე თამარია''. ძალიან სასიხარულოა, რომ ის ამ მეფით დაიწყო. რუსთაველის თემიდან გამომდინარე, ბევრს ვკითხულობ და ვერკვევი მის ეპოქაში, მომწონს და მაინტერესებს ოქროს ხანა. მგონი, XII საუკუნეში ვცხოვრობ (იღიმის). თამარი არის მეფე, რომელიც ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. როგორც ჯავახიშვილი ამბობდა, მას ჰქონდა სიმდიდრე, სილამაზე, ძალაუფლებაც და რწმენა, რომლითაც უამრავ ცდუნებას გაუძლო. ახალი წიგნი ვიზუალურად ძალიან მომწონს და საკმაოდ ინფორმაციულია, რაც ბავშვებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ჩვენთვისაც საინტერესოა. მე პირადად მიყვარს ასეთი წიგნების კითხვა, დავიწყებულს იხსენებ და ახალ ინფორმაციას იძენ. აქვე გეტყვით, რომ ვგიჟდები ვარძიის მონასტრის თამარ მეფის ფრესკაზე, რომლის ასლიც შინ მაქვს, რაღაცნაირად ''მოვიდა'' ჩემთან და მოხარული ვარ, რომ ის მე მეკუთვნის.
მამუკა ხაზარაძე (''თიბისი ბანკის'' დამფუძნებელი):
- შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ განებივრებულები ვართ ''პალიტრა L''-ის ინოვაციებით საგამომცემლო საქმეში. ვულოცავ არა მხოლოდ პროექტის ავტორებს, არამედ მკითხველსაც, ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რომელთათვისაც ეს ტომეული განსაკუთრებით საინტერესო იქნება.
- ''პალიტრა L''-ის გამოცემებს შორის, რომელიმე ხომ არ შეგიგროვებიათ?
- კი, რამდენიმე. პირველი, რომელიც ახლა მახსენდება, არის პროექტი: ''50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ'', რომელიც გაზეთ ''კვირის პალიტრას'' ახლდა. და ასევე მაქვს ისტორიის ძალიან საინტერესო ოთხტომეული: ''ქართველი ერის ისტორია''.
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''