09 ნოემბერი, 2014
ფორმაში ჩადგომა ორსულობის შემდეგ – ვინ დაიცვა ექსპრეს-დიეტა და რომელმა ვარსკვლავმა აიკრა მუცელი
სამივე ორსულობის დროს ერთნაირად მოვიმატე მას შემდეგ, რაც ქალის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადამიანი - შვილი იბადება, ჩნდება კიდევ ერთი საზრუნავი, ფორმაში ჩადგომა და ზედემტი კილოგრამების დაკლება. ბევრი ორსულობაში მომატებულ კილოგრამებს მალევე იკლებს, ზოგს კი ამისთვის დიდი ძალისხმევა სჭირდება. ჩვენ ცნობილ დედებს დავუკავშირდით და ამ თვალსაზრისით გამოცდილების გაზიარება ვთხოვეთ.

სალომე გოგიაშვილი: "სტრიები ძალიან მცირე რაოდენობით მაქვს, თან ისეთ ადგილებში, სადაც არ ჩანს"

- სამივე ორსულობის დროს ერთნაირად მოვიმატე, ანუ დაახლოებით 22 კილოს ვიმატებდი ხოლმე. ბავშვის გაჩენის დღიდან
ვიცავდი დიეტებს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად ვშიმშილობდი, სასურველ ფორმაში ჩადგომა მაინც გამიჭირდა. გარკვეული დროა საჭირო იმისთვის, რომ შენს წონას დაუბრუნდე. მაგალითად, მე 6 თვე დამჭირდა იმ წონაზე დასაბრუნებლად, რაც ფეხმძიმობამდე ვიყავი. ერთ-ორ თვეში იმავე ფორმაში ჩადგომა გამორიცხულია. რომ ამბობენ, `გავაჩინე და მაგიდაზე დავტოვე 22 კილო~, - ასეთები არ ხდება. მაგიდაზე შეიძლება დატოვო ბავშვისა და წყლის წონა – დაახლოებით 10 კილოგრამი, დანარჩენი კი შემდეგ და შემდეგ უნდა დაიკლო.
- მუცლის გაკვრის პრქატიკაზე რას ფიქრობ? მიგიმართავს ამ ხერხისთვის?
- ვერაფერს გეტყვი ამ თემაზე, იმიტომ, რომ მე არასდროს გამიკეთებია მსგავსი რამ, ალბათ იმიტომ, რომ არ დამჭირვებია. ეს უფრო მათ სჭირდებათ, ვისაც იმის საშიშროება აქვს, რომ მუცელი შეიძლება, ჩამოეკიდოს. საერთოდ, ქართველი ქალის წყობა ასეთია, ცოტა მუცელი, ცოტა გვერდები, ბარძაყები და რაც უფრო მეტად მივხედავთ ამ ზონებს, უკეთესია. პრინციპში ცუდი არცაა აკვრა.
- ზემოთ თქვი, ფაქტობრივად ვშიმშილობდი იმისთვის, რომ ფორმაში ჩავმდგარიყავიო, გაგვიმხილე რომელიმე ეფექტური დიეტა...
- ამას წინათ დავწერე ჩემი დიეტა და მერე წავიკითხე გამოკითხვა, რომელიც შედეგს ეხებოდა. იქ ეწერა, ხალხნო, არ დაუჯეროთ, იტყუება, მოგკლავთ ეგ დიეტა და ა.შ. არავის მოვუწოდებ ისეთივე დიეტაზე იყოს, როგორზეც მე, იმიტომ, რომ ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია, ვიღაცას თუ აკლებინებს 2 კილოს, სხვამ შეიძლება, 5 დაიკლოს. იქიდან გამომდინარე, რომ მიყვარს წონის სწრაფად დაკლება, საკუთარ თავს ვაჯერებ, რომ არ უნდა ვჭამო და არ მშია, შედეგად შემიძლია, ვიშიმშილო კვირები და პრობლემა არ მექმნება. ჩემი დიეტა ასეთი იყო, ვჭამდი სოსისს, ან ერთ ნაჭერ ლორს, 2 სალათის ფურცელს და ერთი კიტრის ნახევარს. მთელი დღის განმავლობაში ეს იყო ჩემი საჭმელი, ნუ ყავასა და ჩაიზე უარი არ მითქვამს. შემეძლო ეს ერთი კვირა გამეკეთებინა, ასევე შემეძლო მეჭამა სამი დღე ვაშლი და ა.შ. სტანდარტული დიეტა არ გამიკეთებია, რადგან ვიცი, როცა ასეთ რაღაცებს ვჭამ, ორგანიზმი კლებას იწყებს. მერე უკვე როცა მივხვდი, რომ ორგანიზმმა დაიწყო ფორმაში ჩადგომა, უბრალოდ, ცომეული ამოვიღე რაციონიდან. დღეს ვჭამ ყველაფერს, რაც მომენატრება, ვერიდები ცომს, ნამცხვარს, ტკბილეულს, მაგრამ ვცდილობ, მივირთვა მოხარშული პროდუქტი, მაგალითად მოხარშული ბოსტნეული, მიყვარს ბრინჯიანი კერძები და ხშირად ვაკეთებ, მაგრამ თუ ძალიან მომინდა ნამცხვარი, მაგაზეც არ ვამბობ უარს, იმიტომ, რომ მერე განტვირთვის დღეს ვაკეთებ. გარდა ამისა, შემიძლია გითხრათ კიდევ ერთი დიეტა, რომელიც ასევე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და კარგია: ორი დღე უნდა მირთვათ მოხარშული წიწიბურა ყველაფრის გარეშე, შემდეგი ორი დღე - მოხარშული ბრინჯი, ესეც ყველაფერის გარეშე.
- რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა?
- მე მაგალითად, ერთ პატარა ქვაბს ვჭამ მთელი დღის განმავლობაში. შემდეგ ერთი დღე შეგიძლიათ მიირთვათ ყველანაირი ბოსტნეული, ოღონდ მარილის გარეშე. ყავა, ჩაი ერთ კოვზ თაფლთან ერთად. დანარჩენი ორი დღე კი ხილისაა. შეგიძლიათ მიირთვათ ყველანაირი ხილი, ბანანის გარდა.
- შენი გამოცდილებიდან, ამ დიეტით რამდენი დაგიკლია?
- უფრო ახალგაზრდობაში ერთ კვირაში 4 კილოს ვიკლებდი, რაც ცოტა ასაკი მომემატა, კვირაში 2 კილოს, ან კილო-ნახევარს ვიკლებ, მაგრამ ესეც არაა ცუდი შედეგი. საერთოდ, რაც უფრო მცირეწონიანი ხარ, უფრო გიძნელდება დაკლება.
- დიეტაზე ყოფნის დროს, აუცილებელია, წყლის განსაზღვრული რაოდენობა მივიღოთ?
- წყალი ყველა შემთხვევაში აუცილებელია, მაგრამ მე დიეტის დროს სპეციალურად, განსაზღვრული რაოდენობა არ დამილევია, ვერ ვსვამ, რაც ძალიან ცუდია, არავინ არ გაიზაიროს ეს ამბავი. რაც უფრო მეტ წყალს დალევთ, უკეთესია. ყველას მოვუწოდებ ბევრი წყლის სმისკენ.
- სალომე, სტრიების პრობლემაზეც მინდა გკითხო...
- ძალიან მცირე რაოდენობით მაქვს, თან ისეთ ადგილებში, სადაც არ ჩანს. ამ პრობლემისგან გადარჩენილი ვარ, იმიტომ, რომ ვიცი, ქალებს რჩებათ მუცელზე და სამწუხაროდ, ამის საშველი ნაკლებადაა, არც საცხი შველის და არც სხვა რამ. მხოლოდ და მხოლოს კანზეა დამოკიდებული, რაც უფრო ელასტიურია კანი, იტანს გაწელვას, მშრალი კანი კი შედარებით უფრო პრობლემატურია.
- ორსულობას თან ახლავს თმის ცვენის, კანის პრობლემები, მოვლის შენეული ხერხები თუ გაქვს?
- თმის ცვენას არ შევუწუხებივარ. ისე, ვიცი, რომ თმისთვის ძალიან კარგია მაიონეზი, კვერცხი, მაგრამ სიმართლე გითხრა, მე გამოცდილი არ მაქვს და რეკომენდაციას ვერ გავუწევ. ახლა იმდენი საშუალებაა გამოსული, ნებისმიერ აფთიაქში რომ შევიდეს ადამიანი და იკითხოს თმის მოვლის საშუალება, უფრო ეფექტური იქნება. იხილეთ 
სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნესტანი
სალომე გოგიაშვილი ვარსკვლავია? ვაი, ვაი. ნეტა სად ივარსკვლავა ნეტა ჰაა? ჰაჰაჰაჰაჰაჰა
18:05 / 09-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS