04 ნოემბერი, 2014
"გაოგნებული ვარ, ცრემლები წამომივიდა" - გელა ჩარკვიანისა და ქეთათოს შეფასება ჟესტებით შესრულებულ უკვდავ ჰიტზე
პროექტი "ნიჭიერის" მეორე გადაცემა წინანდელთან შედარებით, უფრო მრავალფეროვანი და ემოციური გამოდგა. "ნიჭიერის" შემქმნელებმა, ჟიურის წევრებმა და მონაწილეებმა გადაცემას ერთ-ერთ კლუბში ტრადიციისამებრ, გუშინ ისევ ერთად უყურეს.

პროექტის წლევანდელ სეზონზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კონკურსანტებმაც მიიღეს მონაწილეობა და დაამტკიცეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. გადაცემის დასასრულს შესრულებულმა ირაკლი-მეფე ჩარკვიანის "საქართველომ" გულგრილი არავინ დატოვა და ბევრმა იტირა კიდეც.

"საქართველო" ფილარმონიის სცენაზე სმენადაქვეითებულმა ნინო დევიძემ და კოკა დევიძემ ჟესტების ენაზე შეასრულეს. მათ მიერ შესრულებულ "საქართველოს" ცრემლების გარეშე ვერც პროექტის შემქმნელებმა
უყურეს.

როგორც Aმბები.გე-ს ქეთათო ჩარკვიანმა განუცხადა, მუსიკალური ნომერი მან სოციალურ ქსელში ნახა.

"სოციალურ ქსელში ვნახე ეს ნომერი, საკმაოდ საინტერესო ნომერი იყო, ჟესტიკულაციის ენით ამ სიმღერის გადმოცემა საინტერესო და ემოციური იყო. ეს კომპოზიცია აქტუალურობას არასდროს დაკარგავს. ეს ძალიან საინტერესო პერფორმანსი იყო",-განაცხადა ირაკლი ჩარკვიანის მეუღლემ.

როგორც აღმოჩნდა, ცრემლების გარეშე ვერ უყურა პერფორმანსს ირაკლის ჩარკვიანის მამამ გელა ჩარკვიანმაც.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS